პოზიტივის 3 ელემენტი


მე მოგიყვებით, იმის შესახებ, თუ რა არის ჩემთვის პრიორიტეტული სამყაროში და რა მხდის ბედნიერს. ესეც ჩემი პოზიტივის 3 ელემენტი... 

პირველი ეს არის სიყვარული -  სიყვარული მანათობელი ვარსკვლავია. ის ბრწყინავს თითოეული ადამიანის გულში. რთულია განმარტო სიყვარული, თუმცა ერთი რამ ნათელია, ის ცვლის სამყაროს უკეთესობისკენ და გვაძლევს სიცოცხლისა და ოცნებებისაკენ სწრაფვის მოტივაციას.

მეორე ეს განვითარებისკენ სწრაფვაა - განვითარება სიცოცხლეს მრავალფეროვანს ხდის, რადგან ის განახებს ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში ის მომენტი, როდესაც უმოქმედობას დავუღლივარ. ეს ჩემში დიდი მარცხის შეგრძნებას იწვევს, მარცხს საკუთარ თავთან. ეს შეგრძნება განუვითარებლობისა უბრალოდ მომაბეზრებელს ხდის გარშემო ყველაფერს. რა თქმა უნდა, რთულია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და ბრძოლა საკუთარი პიროვნების გაუმჯობესებისათვის, რადგან ის ასოცირდება ბევრ პრობლემასთან და მოითხოვს კომფორტის ზონიდან გამოსვლას, მაგრამ დამიჯერეთ, არაფერი შეედრება საკუთარ თავთან ბრძოლას და ამ ბრძოლის გამარჯვებით დაგვირგვინებას! 

მესამე ეს არის რწმენა - რწმენა ადამიანს ეხმარება ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში, მიზნების დასახვასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში. ეს ფენომენი იმდენად ღრმა და პირადულია, რომ შეუძლებელია ის გაიგო თუ ერთხელ მაინც არ განგიცდია. ერთი შეხედვით უბრალო მომენტი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ხდება. პრობლემები, რომლებიც უბრალოდ ქრება და გეძლევა უსაზღვრო ძალა, ეს არის შანსი შეცვალო ცხოვრება და მიიღო გამოწვევა მისგან. ყველა განვიცდით სულიერ ტკივილს სიცოცხლის განმავლობაში, რომელსაც შეუძლია გაგვაძლიეროს ან დაგვასუსტოს, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ძლიერები ვართ რწმენაში.

ეს არის სამი ელემენტი რომლის გარეშეც პოზიტივი წარმოუდგენელია. ისინი ერთმანეთს აერთიანებენ და ქმნიან სხეულს - რომელიც ბედნიერების სიმბოლოა. გაგვიზიარეთ რომელი ელემენტები ქმნიან თქვენს პოზიტივს!


შორენა მამადაშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?