10 საინტერესო გამონათქვამი თომას ედისონისგან


ადამიანის ცხოვრებაში  ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაცია, რადგან სწორედ ის გვიბიძგებს შრომისკენ, აქტიური მოქმედებისკენ, შემდგომში კი ვაღწევთ ჩვენს მიზნებს და ვხდებით წარმატებულები. ვთვლი, თითოეულმა ადამიანმა უნდა იმუშაოს მოტივაციის შენარჩუნებისთვის, რათა მუდამ ფორმაში იყოს ახალ-ახალი გამოწვევებისთვის.

გთავაზობთ თომას ედისონის გამონათქვამებს, რომლებიც ნამდვილად შეგმატებთ ენერგიას და მოგცემთ საშუალებას მისდიოთ თქვენს მიზნებს ყოველგვარი ყოყმანისა და შიშის გარეშე.

 

გაეცანით მის გენიალურ ფრაზებს და მუდამ გახსოვდეთ, მთავარი ამ ცხოვრებაში ხართ თქვენ, თქვენი მიზნები, თქვენი ნაბიჯები და თქვენი კეთილდღეობა.

 

1."ყოველთვის შეიძლება გააკეთო რაიმე უკეთესად, მიაკვლიე ამ გზას"

 

2."მე არ დავმარცხებულვარ, უბრალოდ ვიპოვე ათი ათასი მეთოდი, რომელიც არ მუშაობს"

 

3."ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი გახლავთ ის, რომ ძალიან მალე ვნებდებით. წარმატებისკენ მიმავალი გზა კი მუდმივ ცდაშია"

 

4."თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ახლოს იყვნენ ისინი, ვინც დანებდნენ"

 

5."ადამიანები ხშირად უშვებენ შანსს, რადგან ის შემოსილია უნიფორმაში და გამოიყურება, როგორც სამსახური"

 

6."უკმაყოფილება, მეტის კეთების სურვილის და პროგრესის საწინდარია"

 

7."არაფერი არ ხდება შემთხვევით, ყველაფერი დიდი შრომის შედეგია"

 

8."უკმაყოფილება პროგრესის გარანტია. მანახეთ აბსოლუტურად კმაყოფილი კაცი და მე დაგანახებთ მარცხს"

 

9."ყოველი, თუნდაც წარუმატებელი მცდელობა - კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია"

 

10."არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა ბეჯითი შრომისა"

 

| გააზიარე
მოგწონთ?