როგორ მუშაობს ტვინი მრავალამოცანიან რეჟიმში


ფსიქოლოგია მუდმივად გვეუბნება, რომ ტვინის ერთ-ერთი ნახევარსფერო უკეთ არის განვითარებული და ეს განაპირობებს ჩვენს ქცევას. თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა: ტვინი ერთი მთლიანობაა. მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები მუდმივად გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას ნეირონული კავშირების დახმარებით და ტვინის ეს თავისებურება უშუალო კავშირშია ჩვენს შესაძლებლობასთან შევასრულოთ მრავალამოცანიანი სამუშაო.

კეტლინ ოგრეიდი (Cathleen O’Grady) სამეცნიერო ჟურნალისტი წერს: ისეც ხდება, რომ ორ ნახევარსფეროს განაცალკევებენ. ეს მეთოდი ეპილეფსიის მძიმე ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება. გასაოცარია, მაგრამ ჰემისფეროებს შორის კავშირის გაწყვეტა არც ისე ძლიერად ახდენს გავლენას ტვინის მუშაობაზე. ამ პროცედურის შემდგომ ადამიანთა ქცევა მეტწილად არ განსხვავდება იმისაგან, რაც ოპერაციამდე იყო, ხოლო მრავალამოცანიან რეჟიმში მუშაობით ბევრად აღემატებიან მათ, ვისაც კავშირები მთელი აქვთ.

განცალკევებული ნახევარსფეროების მქონე ტვინის მუშაობის შესწავლა ეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ამუშავებს ინფორმაციას ტვინი და როგორ ანაწილებს ერთდროულად მიმდინარე პროცესებს.

 

ამოცანების გაერთიანება და განცალკევება

მეცნიერებმა ჩაატარეს ფუნქციონალურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიის მეთოდზე დაფუძნებული ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტის მონაწილეებს ორი მოქმედება უნდა შეესრულებინათ ერთდროულად: მანქანა ეტარებინათ და რადიოში მოესმინათ მოხსენება.

ექსპერიმენტის დროს მონაწილეები მიდიოდნენ ორმხრივი მოძრაობის გზაზე, სადაც არ იყო გზაჯვარედინები და სხვა ავტომობილები. ამოცანა იმით რთულდებოდა, რომ საჭირო იყო დამატებითი ამოცანების შესრულება. პირველ (,,კომპლექსურ“) ნაწილში მძღოლები ისმენდნენ ტარების დროს ინსტრუქციას ავტომობილის ნავიგატორის მსგავსს, რომელიც იტყობინებოდა, როდის იყო საჭირო მოძრაობის მხარის შეცვლა. მეორე (,,განცალკევებულ“) ნაწილში მძღოლები ცვლიდნენ მხარეებს საგზაო მოძრაობის ნიშნებზე დაყრდნობით და რადიოში ისმენდნენ გამოსვლას.

ვინაიდან ნავიგატორის ინსტრუქციის გამოსვლა და რადიო გადაცემა სრულიად განსხვავებულად ჟღერს, მკვლევარებმა ჩაწერეს ისინი ერთი და იგივე ხმის გამოყენებით, რათა ამოცანა გაერთულებინათ. გარდა ამისა, ისინი ეკითხებოდნენ მონაწილეებს თუ რამდენად ერთულებოდათ ამოცანები და ძილი ხომ არ ერეოდათ. ასე ამოწმებდნენ მათი ავტომობილის მართვის უნარებს და სმენით ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

როცა მონაწილეები ასრულებდნენ  ამოცანის ,,კომპლექსურ" ნაწილს, ტომოგრამა აჩვენებდა, რომ ტვინი ამუშავებდა ორივე ამოცანას როგორც ერთს. მაგრამ ,,განცალკევებული“ ნაწილის შესრულების დროს ორ მომუშავე სისტემას შორის კავშირი მცირდებოდა. ,,როცა გამოსვლა, რომელსაც ისმენს მძღოლი არ არის უშუალოდ დაკავშირებული ავტომობილის მართვის პროცესებთან, ტვინი თითქოს ფუნქციონალურად განცალკევდება ორ დამოუკიდებელ სისტემად: ავტომობილის მართვის სისტემად და სმენის სისტემად“ - ამბობენ კვლევის ავტორები.

 

დასკვნები

კვლევამ აჩვენა, რომ ტვინს შეუძლია ერთდროულად მართოს ორი განცალკევებული სისტემა და ასევე კომბინირება მათი, როცა საჭიროა. თუმცა ამ კვლევის შედეგები 100%-ით ნამდვილად ვერ ჩაითვლება, ექსპერიმენტში მხოლოდ 13 ადამიანი მონაწილეობდა და არსებობს რისკი, რომ დაფიქსირებული შედეგები მონაწილეების ინდივიდუალურ თავისებურებებს წარმოადგენს.

ბუნებრივია, მეცნიერებს ახალი კითხვები გაუჩნდათ. ტვინი იყენებს ინფორმაციის გადამუშავების სხვა საშუალებებსაც და ჯერ უცნობია რომელ სისტემებს შეუძლიათ გაერთიანება და რომელს არა. გარდა ამისა აუცილებელია გაგებულ იქნას, რომელი ქვესისტემები არიან პასუხისმგებელი ორ ნახევარსფეროს შორის გაერთიანებისა და განცალკევების ცვლაზე.

 


lifehacker.ru

| გააზიარე
მოგწონთ?