9 რამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული


ადამიანების უმრავლესობა ფულისგან კერპს ქმნის და მთელი ცხოვრება მის დევნაშია, რაც არასწორია. არ ვამბობთ, რომ ფული არ არის საჭირო, ის საჭიროა და თანაც ძალიან, მისი დახმარებით ცხოვრება უფრო მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტულია, მაგრამ არ ღირს შევქმნათ მისგან არსებობის მთავარი მიზანი.

 

,,უნდა ვიცხოვროთ ჩვენი სიამოვნებისთვის, ვაკეთოთ ის, რაც მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და ეს ნამდვილად არ არის ფულის გამომუშავება. დამიჯერეთ, მე არ მსურს ვიყო ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი სასაფლაოზე.“ - სტივ ჯობსი

 

და მაინც, რა შეიძლება იყოს ფულზე მნიშვნელოვანი?

 

1. გამოცდილება

გამოცდილება, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. არსებობს გამონათქვამი ,,გამოცდილებას ვერ გაფლანგავ“, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ მიღებული ცოდნა ყოველთვის დაგვრჩება.

 

2. განათლება

არასდროს შეწყვიტოთ სწავლა. მიუხედავად იმისა, კარგად გამოიმუშავებთ თუ არა, შეიძლება ახლა გაქვთ არაჩვეულებრივი სამსახური და პერსპექტიული პროფესია, მაგრამ რამდენიმე წელში შესაძლებელია ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. ბიზნესის შესახებ წიგნებში შეამჩნევთ, რომ ავტორების უმრავლესობა ერთსა და იმავე რჩევას იძლევა  - განვითარდით.

 

3. ქორწინება

თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ შემოუშვათ სხვა ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, უნდა იცოდეთ, რომ ეს ძალიან შეცვლის თქვენს ჩვევებს და მთლიანად ცხოვრებას. კარგი და წარმატებული ქორწინება გვეხმარება დავისახოთ უფრო დიდი მიზნები, მივაღწიოთ ახალ მწვერვალებს.

ბევრი წარმატებული ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მათი მეუღლეების მხარდაჭერით შეძლეს გამხდარიყვნენ ისინი, ვინც ახლა არიან.

 

4. მეგობრობა

ნამდვილი მეგობრობა, მართალი და გულწრფელი - ეს იშვიათობაა ჩვენს სამყაროში. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ ადამიანში, თვლით მას მეგობრად, არ ღირს გარისკოთ თქვენი ურთიერთობა ფინანსების გამო. 

 

5. ფიზიკური ჯანმრთელობა

ფულით ჯანმრთელობას ნამდვილად ვერ იყიდით. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ფული ყველაზე მნიშვნელოვანია და როცა მის გამომუშავებას იწყებს, ავიწყდება სპორტული დარბაზები, აუზები, დილის სირბილი. ეცადეთ კვირაში რამდენჯერმე დაუთმოთ დრო ფიზიკურ აქტივობას.

 

6. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა 

როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ასევე ჯანმრთელობასაც - ფიზიკური და ფსიქოლოგიური. ფსიქოლოგიური მდგომარეობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეცადეთ არ ინერვიულოთ წვრილმანებზე, არ გადაიტვირთოთ სამსახურში ძალიან, არ მოიხვიოთ თავს ზედმეტი პრობლემა.

 

7. ჟინი

ფულის დევნაში არ ღირს ჟინის დავიწყება. გაიხსენეთ ის გრძნობა, რომელიც გაიძულებთ მომენტალურად მოეგოთ გონს და დაიწყოთ აქტიური მუშაობა, მიაღწიოთ დასახულ მიზანს.  

 

8. კომუნიკაცია 

ურთიერთობა - ეს არის თანამედროვე სამყაროს აზრი. ინტერნეტ სამყაროს გამოჩენის შემდეგ ურთიერთობა გახდა უფრო სწრაფი, ჩარჩოებისა და საზღვრების გარეშე. 

 

9. საკუთარი ძალების რწმენა 

ფული - ეს არის ნაწილი მატერიალური სამყაროსი, დღეს ის არის, ხვალ შეიძლება არ იყოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ცხოვრება და არსებობა იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა რაოდენობის თანხა გვაქვს საფულეში.

 


biz-anatomy.ru

 

| გააზიარე
მოგწონთ?