სტაჟირება ინტერნეტ ჟურნალ „მოტივაციაში“


➵თვლი, რომ შეგიძლია კარგად წერა და მოგწონს, როდესაც შენს შემოქმედებას სხვა ადამიანებს უზიარებ?
➵იცი, რომ ერთი ადამიანის გადმოცემულ აზრს სხვისი ცხოვრების შეცვლა შეუძლია?
➵ფიქრობ, რომ განსაკუთრებული ხარ და გჭირდება თანამოაზრეებით სავსე გუნდის წევრი გახდე?

მაშინ ინტერნეტ ჟურნალ ,,მოტივაციის" გუნდი გელოდება შენ!

 

ჟურნალი ,,მოტივაცია" ➳ 500-ზე მეტი სტატია, 1 000 000-ზე მეტი მოტივირებული მკითხველი და გუნდი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ გაიზარდოს და შეცვალოს საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრება.
 

გამოგვიგზავნე სტატია თემაზე: ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა (ჩვენთვის არ არის მთავარი სტანდარტული ან სწორი პასუხი ამ კითხვაზე, მთავარია ჩანდეს მონაწილის ინდივიდუალური მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით) 

მისამართი: motivation@davidkenchadze.ge

 

სტატიების მიღების ბოლო დღე 25 სექტემბერი.  

 

სტატიის შეფასების კრიტერიუმები იქნება:

●რამდენად არის სტრუქტურულად, სტილურად და აზრობრივად გამართული

●რამდენად პასუხობს სათაურს

●რამდენად იგრძნობა ავტორის კრეატიული აზროვნება

●რამდენად აკმაყოფილებს მითითებულ სიტყვათა რაოდენობას (მაქსიმუმ 500 სიტყვა)

 

სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმუშაონ სწავლის პარალელურად, ონლაინ რეჟიმში. 

 

სტაჟირება გაგრძელდება 6 თვე. მონაწილეები მიიღებენ სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატებს.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?