რატომ ვამბობთ უარს საკუთარ ოცნებებზე?


არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიზნები, ოცნებები და თითქმის ყველაფერს აკეთებენ ოცნების ასახდენად - სწავლობენ, მუშაობენ, ძალ-ღონეს არ იშურებენ, მაგრამ როგორც კი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა დგება, გამბედაობა ქრება. ადამიანები იხევენ უკან და ოცნებებზე ამბობენ უარს. 

 

რატომ ვიხევთ ყველაზე გადამწყვეტ წუთებში უკან? 

 

1.მთავარი პრობლემა, რომელიც გვაიძულებს უარი ვთქვათ ოცნებებზე, არის შიში. მის გამო გვიჭირს ყოველდღიურ ყოფასთან განშორება. 

გახსოვდეთ, დატოვეთ კომფორტის ზონა დროულად! წინ გაცილებით მშვენიერი სიახლეები გელოდებათ.

 

2.ჩვენს ცხოვრებაში ხშირად დგება პერიოდი, როდესაც გარკვეული წინააღმდეგობები გვიბიძგებს ჩვენს ოცნებებზე უარი ვთქვათ, დავყაროთ ფარ-ხმალი და ჩვენც ვემორჩილებით მათ. თუ გვეცოდინება რა სირთულეები ახლავს ოცნებებისთვის ბრძოლას, დაბრკოლებებს არ შევუშინდებით, მივიღებთ მათ, როგორც მთავარ გამოწვევას და ვიბრძოლებთ ბოლომდე.

 

3.ადამიანებს აქვთ ოცნებები და მთელ იმედებს მათზე ამყარებენ. შესაბამისად განსაკუთრებით უფრთხილდებიან და არ იციან რა მოხდება მაშინ, თუ ოცნება აუხდებათ. ასეთ ადამიანებს იმედგაცრუების ეშინიათ. გახსოვდეთ, ნებისმიერი ახდენილი ოცნება უდიდესი ძალისხმევის შედეგია. მიზნებისთვის ბრძოლა, დაბრკოლებების გადალახვა გზრდით  პიროვნულად, ვითარდებით და ახდენილ ოცნებებს  ყოველთვის მოჰყვება წარმატება.

 

4.ხშირად ადამიანებისთვის ოცნებები არის მათი ცხოვრების მთავარი საზრისი, ამიტომ ეშინიათ თუ აისრულებენ ოცნებებს, მომავალში მოტივაციის გარეშე დარჩებიან. მათ არ იციან, თუ ასე  მოხდება და დაკარგავენ ცხოვრების აზრს, როგორ იცხოვრებენ. 

გახსოვდეთ, სამყაროში უამრავი რამ არის, რაზეც მომავალში კიდევ შეგიძლიათ იფიქროთ და იოცნებოთ. შეგიძლიათ, კვლავ დაისახოთ მიზნები, იპოვოთ მოტივაციის ახალი წყარო.

 

5.ყველაზე მთავარი არის ის, რომ ოცნების ასახდენად ადამიანებს არ ჰყოფნით გამბედაობა და ინიციატივა სისრულეში მოიყვანონ თავიანთი მიზნები. 

 

აქტიური ხასიათი და დაუღალავი შრომა ის პიროვნული თვისებებია, რომელთა საშუალებითაც თქვენ შეძლებთ აიხდინოთ ყველაზე მიუწვდომელი ოცნებაც კი.

წარმოიდგინეთ, წლების შემდეგ ზიხართ განმარტოებით და განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობთ. გახსენდებათ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც გქონდათ და არ გამოიყენეთ, რომ შეგექმნათ ისეთი ცხოვრება, როგორზეც ოცნებობდით. ეს ნამდვილად გულს დაგწყვეტთ, ამიტომ იმედები რომ არ გაგიცრუვდეთ, დღესვე მიიღეთ გადაწყვეტილება - არ დაიხიოთ უკან და გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ოცნებებისკენ.

| გააზიარე
მოგწონთ?