როგორ გავხდეთ მდიდარი


როგორ ხდება ხალხი ,,მდიდარი“?
ბევრი თვლის, რომ შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის გამდიდრება, თუ იღბალი არ წყალობს, რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. 

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ გჭირდებათ ბევრი მუშაობა. თქვენ გჭირდებათ გონივრულად მუშაობა. თქვენ გჭირდებათ თვითკონტროლი. თქვენ გჭირდებათ მოთმინება და დრო. თქვენ გჭირდებათ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ არჩევანზე, როგორც კარგზე ისე ცუდზეც. თქვენ გჭირდებათ საკუთარი შეცდომების და არსებული პრობლემების მიღება და იმ საშუალებებით რაც ახლა გაქვთ მაქსიმალური შედეგის მიღწევა.

ყველა ეს ინგრედიენტი თითქმის ქმნის გამდიდრების საფუძველს. ზუსტად ასე იქმნება სიმდიდრე თითქმის ყველასთვის, ვისაც მემკვიდრეობით არ მიუღია ის.

დახარჯეთ იმაზე ნაკლები ვიდრე გამოიმუშავებთ
ეს არის აბსოლუტური გასაღები ყველა ფინანსური წარმატების, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში ჰქონდეს. როგორც კი თქვენ დაიწყებთ იმაზე ნაკლების ხარჯვას, ვიდრე გამოიმუშავებთ, თქვენი ფინანსები დაიწყებს სვლას სწორი მიმართულებით. რაც ნაკლები იქნება ხარჯვა გამომუშავებულთან შედარებით, მით სწრაფად მოხდება ეს.

იმუშავეთ ბევრი, რათა პირადი შემოსავალი გახადოთ მაქსიმალური
რაც მეტს გამოიმუშავებ, მით მეტი რესურსი გაქვს, არამარტო საცხოვრებლად, არამედ სიმდიდრის შესაქმნელადაც და გასამდიდრებლად.
ამგვარად, როგორ აკეთებთ ამას? შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ არსებულ კარიერაზე. პირად მიზნად გაიხადეთ სამსახურში საუკეთესო შემსრულებელი გახდეთ და კარიერულ კიბეზე მაღლა აიწიოთ. მხოლოდ ისე ნუ შეხედავთ თქვენ სამსახურს როგორც ფულისთვის გაღებულ საათებს, ფოკუსირება მოახდინეთ მასზე და მაქსიმალურად დაიხარჯეთ.

მოიშორეთ მაღალ პროცენტიანი სესხი
პირველი რაც ნებისმიერმა უნდა გააკეთოს დარჩენილი ფულით, არის მაღალ პროცენტიანი სესხის გასტუმრება.  მაღალ პროცენტიანი სესხები შთანთქავს თქვენს ფულს. არა და თქვენ სესხულობთ ფულს იმისთვის, რომ ის შეიძინოთ, რის შეძენასაც ისედაც შეძლებთ თუ ცოტას მოითმენთ.

მოახდინეთ დივიდენდების და ინვესტირებით მიღებული სხვა შემოსავლების რეინვესტირება და შეინარჩუნეთ ინვეტიციები მთელი ცხოვრების მანძილზე
არასდროს გაყიდოთ ინვესტიციები და შეინარჩუნოთ ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ შემთხვევაში  თქვენ მთელი ცხოვრება გექნებათ პასიური შემოსავალი. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ რეინვესტირება. ასე აღწევს ბევრი ფინანსურ დამოუკიდებლობას. მათ აქვთ პასიური შემოსავლის საკმარისი წყარო _ ინვესტიციები, რომლებიც მათ შეიძინეს მოაქვს ფული და მათ არ ჭირდებათ მათი გაყიდვა _ მათ შეუძლიათ ცხოვრება პასიური შემოსავლით. როგორც წესი, ასეთი ადამიანები აგრძელებენ მუშაობას ისეთ სამსახურებში, სადაც პიროვნულ სიამოვნებას იღბენ, ვინაიდან ხელფასი აღარ არის მათთვის მნიშვნელოვანი.

მოახდინეთ ინვესტირება საკუთარ თავში
კიდევ ერთი მოსაზრება ინვესტირებისთვის, რასაც აქამდეც შევეხეთ, არის საკუთარ თავში ინვესტირება. თუ თქვენ ნაკლებს ხარჯავთ ვიდრე გამოიმუშავებთ, შეგიძლიათ ნაწილი ფულით საკუთარი თავი გაიუმჯობესოთ სხვადასხვა გზით, ისე რომ ამას მომავალში შემოსავლის ზრდის პოტენციალი ჰქონდეს.

მოახდინეთ შემთხვევითი შემოსავლის ინვესტირება
ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ნათესავმა მემკვიდრეობა დაგიტოვოთ, ან ლატარიაში მოიგოთ ან რამე ამის მსგავსი. რაც უნდა იყოს, თქვენ უცაბედად აღმოაჩენთ მნიშვნელოვანი რაოდენობის მოულოდნელ ფულს და ძალიან მოგნდებათ ამის რამე მხიარულში დახარჯვა. არ გააკეთოთ ეს! არ შეცვალოთ თქვენი ხარჯვის დონე.

და ბოლოს, ისევ იქ მოვედით საიდანაც დავიწყეთ ეს სტატია _ როცა საქმე გამდიდრებას ეხება ყველაზე  მნიშვნელოვანია - დახარჯეთ ნაკლები ვიდრე გამოიმუშავებთ _ თავი აარიდეთ ცხოვრების წესის ინფლაციას მიუხედავად შემოსავლის ზრდისა.

წარმატებას გისურვებთ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?