5 რამ, რაც გასაუბრებაზე სიმშვიდის მოპოვებაში დაგვეხმარება


ნებისმიერ ადამიანს გამოუცდია როგორი რთულია სიმშვიდის შენარჩუნება გასაუბრებაზე ყოფნისას. ამ დროს  ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ თავდაჯერებულები გამოვჩნდეთ, თუმცა სხვადასხვა ფაქტორი ამაში ხელს გვიშლის. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ხერხს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაძლიოთ ნერვიულობა და თქვენი თავის გამოვლენის საშუალება მოგეცეთ.

მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მოემზადეთ შეკითხვებისთვი
პირველ რიგში, საჭიროა გავეცნოთ ძირითად ინფორმაციას კომპანიის შესახებ, გავარკვიოთ რას ანიჭებენ უპირატესობას და რა კითხვები შეიძლება დაგვისვან. შემდეგ მოამზადეთ შესაძლო პასუხები და ივარჯიშეთ. ამ კითხვებთან ერთად იფიქრეთ სტანდარტული ინტერვიუს კითხვების პასუხებზეც როგორიცაა: ''მოგვიყევით თქვენს შესახებ'', ''თქვენს რა თვისებებს გამოარჩევდით'' და ა.შ. ეს ყველაფერი თქვენ გარკვეულ თავდაჯერებას შეგმატებთ და ნერვიულობის დაძლევაშიც დაგეხმარებათ.

მოემზადეთ ყველაზე ცუდისთვის
დამეთანხმებით, რომ ხშირად ყველაფრის წინასწარ გათვლა არც ისე ადვილია. ზოგჯერ შეიძლება ისეთი კითხვები დაგვხვდეს, რომლისთვისაც წინასწარ არ ვიყავით მზად, პასუხი არ გვაქვს ან  არ გვსურს, რომ ვუპასუხოთ. მაგალითად, თუ ძველი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი გკითხეს არ ანერვიულდეთ, იყავით გულწრფელი, თუმცა ამ საკითხზე დიდი ხანი არ გაჩერდეთ და პოზიტიურ მხარეებზე ისაუბრეთ, თუნდაც რამდენად კარგი გამოცდილება მიიღეთ ან სხვა.

კარგად გაეცანი ადგილმდებარეობას
სასურველია წინასწარ გავარკვიოთ თუ სად მდებარეობს ადგილი, სადაც გასაუბრებაზე მივდივართ. თუ მანამდე მისვლას ვერ ვახერხებთ, მოვიძიოთ ინფორმაცია სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით, რადგან წინასწარ გავთვალოთ მანძილი, დრო და მშვიდად მივიდეთ დათქმულ საათზე.

გაესაუბრეთ საკუთარ თავს
აღიარეთ საკუთარ თავთან, რომ ნერვიულობთ და დაარწმუნეთ ის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გაიხსენეთ ყველა ძლიერი მხარე, რაც გაქვთ და შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება. ამ ყველაფრის დახმარებით შანსები გაიზრდება, რომ გასაუბრება ნერვიულობის გარეშე ჩაივლის.

მოწესრიგდით
აუცილებელია, რომ გასაუბრებაზე შესვლამდე კარგად დავათვალიეროთ ჩვენი თავი, დავრწმუნდეთ, რომ მშვენივრად გამოვიყურებით და გამსაუბრებლების სიმპათიასაც დავიმსახურებთ. წინასწარი მომზადება აუცილებელია, რადგან სიმშვიდის შესანარჩუნებლად თავს ვიზუალური კუთხითაც კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ.

მაშ ასე, თუ  თვლით, რომ სიმშვიდე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გასაუბრებაზე ნამდვილად მოგიტანთ წარმატებას, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ნამდვილად მოგეცემათ საშუალება გამოავლინოთ თქვენი ძლიერი მხარეები ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. გისურვებთ წარმატებას!

წყარო: www.businessinsider.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?