წიგნი – წარმატების გასაღები!


ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როდესაც ასჯერ მაინც გვითქვამს საკუთარი თავისთვის, რომ უნდა წავიკითხოთ წიგნი. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს დრო, რის გამოც ვერ ვიწყებთ წიგნის კითხვას. მეგობრებო, ჩათვალეთ, რომ ეს გამოწვევაა, რომელსაც აუცილებლად უნდა უპასუხოთ. დაისახეთ მიზნად წიგნების კითხვა, დამერწმუნეთ ეს ის მიზანია, რომლისკენაც სწრაფვა ნამდვილად ღირს.
თუ ნამდვილად გაქვთ სურვილი, ყოველთვის იპოვით შესაძლებლობას. თუ დღეში ნახევარ საათს დაუთმობთ წიგნის კითხვას, თვეში საშუალოდ შეძლებთ ორი წიგნის წაკითხვას, რაც წელიწადში 24 წიგნს უდრის. თუმცა, ციფრები ყველასთვის გასხვავებული შეიძლება იყოს.

შეცვალეთ წიგნთან დამოკიდებულება. წიგნი ეს შესაძლებლობაა გახადოთ ცხოვრება უკეთესი. დაადგინეთ ის პრობლემები, რომლის გადაჭრაც გსურთ და შემდეგ შეარჩიეთ ის წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

ჩამოწერეთ კითხვები, რომელთა პასუხებიც გინდათ მიიღოთ. წიგნის კითხვისას ეცადეთ ჩაიწეროთ ის ფრაზები თუ აზრები, რაც მოგეწონებათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს წიგნის შესახებ ინფორმაცია. როდესაც დაიწყებთ წიგნის კითხვას და მიხვდებით, რომ ეს წიგნი ამ მომენტისთვის თქვენთვის არ არის საინტერესო და ვერ მიიღებთ იმ ინფორმაციას, რაც გჭირდებათ, გადადეთ გვერდზე და მომავალში, როცა მიხვდებით, რომ ამ წიგნის წასაკითხათ შესაფერისი დროა, ისევ დაუბრუნდით მას.

წიგნის კითხვა ეს საუკეთესო ინვესტიციაა, რომელიც მომავალში დიდ შედეგამდე მიგიყვანთ. ბიზნესში წარმატება ხომ კომუნიკაცია და საუბრის ხელოვნებაა, რომელსაც გარკვეულწილად  წიგნების მეშვეობით ვეუფლებით. არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება და მუდამ იყავით ცხოვრების სტუდენტი! არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ ბრაიან თრეისის 3%–ის წესი: თქვენი შემოსავლის 3% თქვენივე განვითარებას მოახმარეთ.
 

| გააზიარე
მოგწონთ?