როგორ შევინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი


განხვავებული არ ნიშნავს რაღაც ცუდი ნიშნით განყენებულს. განსხვავებული არ გულისხმობს ჩაცმის სტილითა თუ მატერიალური სიმდიდრით განებივრებულს. განსხვავებული არ არის ცუდი, ის ხშირად კარგისკენ გვიბიძგებს. განსხვავებული ადამიანი არის მოაზროვნე ადამიანი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაღაცაზე დაგაფიქროთ და მიგახვედროთ, რომ ცხოვრებას სხვა თვალით უნდა შეხედოთ. განსხვავებული ადამიანი არის პიროვნება, რომელიც გცვლით თქვენ, რადგან მას სურს სამყარო შემოტრიალებულად დაგანახოთ. მაშ ასე: 

 

შეინარჩუნეთ აზროვნების განსხვავებული სტილი

ადამიანი, რომელსაც გააჩნია საკუთარი აზრი,  ბედნიერია. საკუთარი აზრის ქონა და განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება არ არის ცუდი,  არამედ - პირიქით. ეს ყველაფერი სხვებისგან გამოგარჩევთ.

ადამიანი, რომელიც ინტელექტუალური აზროვნებისაა და გონებრივი შესაძლებლობებით ზენიტს აღწევს, საზოგადოებაში მარტივად იმკვიდრებს თავს. სხვებზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

როდესაც ნათქვამის გადამღერება გიწევთ და ისე ხდება, რომ საკუთარი აზრი გეკარგებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხართ საინტერესო ადამიანი და არც ინდივიდუალურობაა თქვენი სტილი. იფიქრეთ განსხვავებულად და არა ისე, როგორც სხვებს უნდათ, რომ იფიქროთ. იყავით ინდივიდუალური და გამორჩეული.

 

იყავით საინტერესო

ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა მომიყვა: ,,ერთხელ ჩემს მეგობარს მივუბრუნდი და ვეუბნები, რომ დედამიწა დაპატარავდა. მან გაკვირვებულმა მკითხა: ეს როგორ? მე ასეთი პასუხი გავეცი: შეხედე! მანამდე თუ ორი დღე გჭირდებოდა რუსეთში ჩასასვლელად, ახლა ორ საათში შეგიძლია ჩაფრენა-მეთქი. შემომხედა და მიპასუხა: ხო ისე მართალი ხარო..."

არის რაღაც ლოგიკა... ძალიან მომეწონა ეს შენიშვნა. მშვენიერია არაა?! კარგია, როდესაც სხვას თავს ამახსოვრებთ ასეთი სტილით.

როდესაც ხვდებით, რომ სხვებს არ ჰგავხართ და ის რაც სხვას აინტერესებს, თქვენთვის უსაგნო თემას წარმოადგენს, ამ შემთხვევაში, არ გეგონოთ, რომ პრობლემა თქვენშია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სხვანაირი მსოფლმხედველობის ადამიანი ხართ.

 

თქვენში იმალება გენიოსი

ამბობენ, ყველა ადამიანში იმალება ვიღაც გენიოსი, მას აღმოჩენა და წარმოჩენა სჭირდება. მას უბრალოდ უნდა მისცეთ „გზა ფართო,“ რომ მის ნიჭს გასაქანი მიეცეს და დაგანახოთ, რომ რაღაც არის ისეთი, სხვებისგან რომ გამოგარჩევთ.

უბრალოდ უნდა იპოვოთ თქვენი თავი. ამისთვის უნდა იყოთ თავდაჯერებული და გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა. ყოველი თქვენი წინ გადადგმული ნაბიჯი მოტივაციას უნდა გიმაღლებდეთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ ადამიანი თავისი ბუნებით უნიკალური შემოქმედებაა. თქვენ ხომ დედამიწის მგზავრი ხართ. მგზავრი, რომელიც ამ პლანეტის მკვიდრებსაც მოტივაციას უნდა აძლევდეს თავისი მონდომებით, თავდაჯერებულობით და პოზიტიური განწყობით. არასდროს დაივიწყოთ ეს!

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?