რა ძალა აქვს ხელის ჟესტიკულაციას და როგორ გვეხმარება ის წარმატების მიღწევაში


ცნობილია, რომ ჩვენი სხეული - რთული ენერგეტიკული მექანიზმია, რომელიც მჭიდრო კავშირშია დედამიწის ენერგეტიკასა და მზის სისტემასთან. თითოეულ თითს ხელზე შეესაბამება სხეულის კონკრეტული ნაწილის ენერგეტიკა. 

საიდუმლო და მაგიური ცოდნა მუდრების შესახებ უძველესი დროიდან მოდის. მუდრა ინდური წარმოშობისაა და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „მუდ“-„სიამოვნება“ და „დრუ“ - „მოხმობა“ ანუ „სიხარულის მომნიჭებელს“. იგი  მარტივი და ხელმისაწვდომი გზაა დაეხმარო საკუთარ თავს შეცნობაში. მუდრები ანუ ეს არის ხელის ჟესტები, თითების განლაგების გარკვეული მდგომარეობა. ისინი ხსნიან ადამიანის ორგანიზმში სტრესს, დაძაბულობას, ამაღლებენ ტონუსს და გვეხმარებიან მარტივად შევძლოთ შინაგანი ენერგიის მართვა. მისი მეშვეობით ორგანიზმში ენერგეტიკული ბალანსი ხდება და დადებითად მოქმედებს ზოგადად ადამიანის განწყობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.

 

გთავაზობთ მუდრების 5 სახეობას, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებასა და ცნობიერების ამაღლებაში:

 

1.ცნობიერებისა და ცოდნის მუდარა (ჯნანა და ჩინ) - უმაღლესი ცოდნის მუდრა, რომელიც ხელს უწყობს როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ განვითარებას, გაცნობიერებას და ორგანიზმის ენერგეტიკული პოტენციალის ზრდას. მას ხშირად იყენებენ, როგორც „ოკ“-ის ანუ „ყველაფერი კარგად არის“ სიმბოლოდ. სასურველია, ეს მუდრა დღეში 15 წუთის განმავლობაში შესრულდეს. 


2.წარმატების მომტანი მუდრა (სუჩი) - თუ გსურთ, რომ ადვილად მიაღწიოთ წარმატებას, გამოიმუშაოთ დისციპლინა და გახდეთ ლიდერი, ხშირად გამოიყენეთ „სუჩი“ მუდრა. ამ მუდრის გამოყენება შეგიძლიათ ყოველ დილით 10-15 წუთის განმავლობაში. 


3.ლიდერის მუდრა (ჰაკინი) - ეს მუდრა ადამიანს ეხმარება აზროვნებაში, ენერგიის კონცენტრაციაში, გონების გააქტიურებაში, სხვადასხვა ინფორმაციისა და ცოდნის გახსენებაში. ის აერთიანებს მარცხენა და მარჯვენა ტვინის ნახევარსფეროებს. ამ მუდრას ხშირად იყენებენ ლიდერები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, პროფესორ-მასწავლებლები, ტრენერები და მომხსენებლები პრეზენტაციის და სიტყვით გამოსვლის დროს. ეს მათ ფოკუსირებაში ეხმარებათ და თავდაჯერებულობასაც მატებს.  მისი შესრულება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.

 

4.ლოცვისა(ატმანჯალი) და სურვილების ასრულების მუდრა - ლოცვის მუდრა - ჰარმონიის, სიმშვიდის, მადლიერების ჟესტია. ეს მუდრა ძალიან ძლიერია, ის ამშვიდებს აზრებს და მასში სინათლე შეაქვს, ანიჭებს სულიერ ძალას, რომელიც ადვილად ტრანსფორმირდება ფიზიკურში. შეიძლება შევადაროთ აზრების გამყარების თეორიას, როდესაც ტრანსცენდენტული აზრი მატერიალიზდება, ანუ ჩვენს ენაზე რომ ავხსნათ, სურვილები გვიხდება. სურვილების ასრულების მუდრას, დაახლოებით იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ლოცვის მუდრას. შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერ დროსა და ადგილას 3-5 წუთის განმავლობაში.

 

5.სიმდიდრის მუდრა (კუბერა) - ეს მუდრა ფინანსური პრობლემების გადაჭრაში და ბარაქის მოპოვებაში დაგეხმარებათ, ადამიანს ფინანსურად იმიტომ უჭირს, რომ ენერგიის ნაკადი, რომელშიც ფულის ენერგია უნდა მიედინებოდეს, სხვადასხვა მიზეზების გამო  დაბლოკილია და ვერ მოძრაობს. ამ მუდრის გამოყენება შეგიძლიათ დღეში 2-3-ჯერ.

 

ამგვარად, ნათელი ხდება მუდრების რეალური ძალა და ზემოქმედება ადამიანზე. ეს ენერგია ადამიანის ნაწილია. მათი გამოყენება არ ეწინააღმდეგება არც ერთ რელიგიას.  ეს სავსებით მისაღები ცოდნაა, რომელიც ჯერ კიდევ რელიგიების წარმოშობამდე არსებობდა და გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობასა და წარმატების მიღწევაში.



წყარო: გიორგი გიორგაშვილის წიგნი - „მუდრების მაგიური ძალა“
 

| გააზიარე
მოგწონთ?