როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როდესაც გარკვეული ეტაპი მთავრდება ჩვენს ცხოვრებაში


               არაფერი არ დამთავრებულა მისთვის, ვინც ცოცხალია! - რომენ როლანი

ძალიან ბევრ ადამიანს დეპრესია ეწყება მაშინ, როდესაც რაიმე ერთი მდგომარეობა მთავრდება. ეს ეხება კარიერას, პირად ცხოვრებას თუ სოციალურ ურთიერთობებს. ადვილია მიეჩვიო ერთი და იმავეს კეთებას, კონკრეტულ პიროვნებას ან თუნდაც გარემოს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ერთი რაიმე კონკრეტული მთავრდება არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ახალი არ დაიწყება.

ემოციურად ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება და მათი იმუნიტეტი სტრესის მიმართ ასევე ინდივიდუალურია. ის, რომ პიროვნება A ადვილად უმკლავდება ცხოვრებაში წამოჭრილ პრობლემებს არ ნიშნავს, რომ პიროვნება B იგივე ემოციური ფონით გაუმკლავდება თუნდაც იგივე პრობლემას. თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევები, რითიც პიროვნება A-ს და პიროვნება B-ს შეუძლიათ იხელმძღვანელონ. მით უფრო დღევანდელ გარემოში სტრესული სიტუაციები ხშირია. ადამიანებს აქვთ დამღლელი სამუშაო გარემო, ოჯახი სადაც სისტემატიურად უნდა აღმოიფხვრას პატარ-პატარა პრობლემები და ა.შ. ამ ყველაფრის ერთად გამკლავება და თან ისე, რომ ფსიქოლოგიურად ძლიერი დარჩე, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ შეუძლებელიც არ არის.

პირველ რიგში არ უნდა დაივიწყოთ, რომ თქვენ ხართ ინდივიდი და მუდამ სხვის სიამოვნებაზე როდი უნდა იფიქროთ. ხშირად უნდა მოუწყოთ საკუთარ თავს განტვირთვის საათი. თუნდაც ერთი საათი იმისთვის, რომ დაღლილობა მოიხსნათ. ეს შეიძლება იყოს მეგობრებთან გატარებული დრო, ქალაქის მშვიდ ადგილას გასეირნება, რელაქსაცია, იმის მიხედვით თუ რა გიყვართ.

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას, არ აქვს მნიშვნელობა სქესს. როგორც ქალს, ასევე მამაკაცს სრულფასოვნების გრძნობას მატებს, როდესაც კარგად გამოიყურება. თვითონ პროცესი გარეგნობაზე ზრუნვის კარგი განტვირთვის საშუალებაა. როდესაც სარკეში ჩაიხედავთ პირველ რიგში თქვენ ისიამოვნებთ, შემდეგ უკვე გარშემო მყოფები.

დაუთმეთ დრო სულიერ ზრდას! იკითხეთ წიგნები, უყურეთ კინოს, სხვების გამოცდილება ხანდახან თქვენც გაპოვნინებთ გამოსავალს და მოგცემთ ბიძგს, რათა ადვილად გაუმკლავდეთ არსებულ პრობლემებს და სტრესს.

ცხოვრებისეულ გამოწვევებს შეხვდით პოზიტიურად, რადგან თითოეული გამოწვევა გზრდით თქვენ. გაფიქრებთ და გაძლევთ იმას, რაც მანამდე არ იცოდით. ამიტომ, როდესაც რაღაც ისე არ არის, როგორც გეგონათ ან რაიმე მთავრდება და თქვენ ეს გაშინებთ გახსოვდეთ, რომ არაფერი არ მთავრდება მისთვის, ვინც ცოცხალია და როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება!

გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია, სანამ საკუთარ თავს ღიმილის უფლებას აძლევთ!

| გააზიარე
მოგწონთ?