როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, როდესაც სხვებს არ სჯერათ ჩვენი შესაძლებლობების


დადგა დრო, როდესაც გადაწყვიტეთ თქვენი მიზნების მიღწევისთვის მოქმედება, ამ დროს კი ცდილობენ დაგარწმუნონ, რომ ვერ შეძლებთ? არსებობს 6 მიდგომა, თუ როგორ ირწმუნოთ საკუთარი თავის, როდესაც სხვებს ეჭვი ეპარებათ თქვენს შესაძლებლობებში.

 

1. იოცნებეთ და ყველაფერი გააკეთეთ ამ ოცნების განსახორციელებლად 

თქვენ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ. ხშირად იქნება მარცხის მომენტი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს წარმატების ფუნდამენტალური ნაწილია და უბრალოდ არ არსებობს წარმატება წარუმატებლობის გარეშე.

 

2. იყავით იმაზე მეტად კარგი, ვიდრე ხართ

გამოიწვიეთ საკუთარი თავი. როდესაც მიაღწევთ რაიმე განსაკუთრებულს, არ შეჩერდეთ მიღწეულზე. იარეთ წინ და არასდროს, არასდროს დანებდეთ. ხშირად უშვებთ შეცდომებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შეცდომა არის ის  გამოცდილება, რაც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

 

3. გამონახეთ დრო დასვენებისათვის

მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება. როდესაც ისვენებთ, ამ დროს ხსნით დაძაბულობას, როგორც ფიზიკურს, ისე გონებრივს. ნუ გადაიტვირთებით ძალიან. მოიწყვეთ განტვირთვა, როგორც კი ამის საშუალება გამოჩნდება. დასვენებული გონებით უფრო პროდუქტიულად იმუშავებთ. 

 

4. იცინეთ

ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია სიცილის გარეშე. ყოველთვის ეცადეთ იპოვოთ მიზეზი სიცილისთვის, რადგან იუმორის გრძნობა ეხმარება ადამიანებს ცხოვრების გამარტივებაში. ნუ მიიღებთ მოვლენებს ზედმეტად სერიოზულად და ეცადეთ მათში დადებითი მხარე დაინახოთ.

 

5. გიყვარდეთ სიახლეები

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი რამ იცი, ყოველთვის ეცადე მუდამ გაეცნო სიახლეებს და ისწავლო. როდესაც მუდმივად ძიების პროცესში იქნებით, კიდევ უფრო მეტად გექნებათ რაიმე ახლის ათვისების სურვილი. ასეთი ქმედება კი მეტად თავდაჯერებულს გაგხდით.

 

6. ფოკუსირდით მიზნებზე

იყავით ორიენტირებული იმ მიზნებზე, რომლის განხორციელებაც გსურთ. შეიძლება გაგაკრიტიკონ, რადგან ზოგიერთისთვის მიუღებელი იყოს თქვენ მიერ არჩეული მიზანი, მაგრამ ნუ მოუსმენთ სხვებს. დრო არ დაკარგოთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც გეუბნებიან, რომ რაღაც არ გამოგივათ, რადგან ისინი სწორედ ის კატეგორიაა, ვინც ვერაფერს მიაღწია თავად. 


wikihow.com

| გააზიარე
მოგწონთ?