ეკრანიდან მიღებული 10 გაკვეთილი ცხოვრების შესაცვლელად


ფილმებს არაჩვეულებრივი უნარი შესწევთ შეგვცვალონ და გაგვზარდონ. ფილმი, ეს არის ვიზუალური გაკვეთილი, რომელიც ჩვენს ფიქრსა და ქვეცნობიერს ქმედებისაკენ მოუწოდებს. არ აქვს მნიშვნელობა მისი ნახვის შემდგომ ცხარე ცრემლებით ვტირით, თუ მომავლის იმედითა და მოტივაციით ვივსებით, ამგვარად ეკრანებიდან ცხოვრებისეულ გაკვეთილს ვიღებთ, რომელიც ჩვენს არსებობაში ხშირად გარდამტეხ როლს ასრულებს.

ქვემოთ მოყვანილია 10 ცხოვრებისეული გამონათქვამი ფილმებიდან, რომელთაც დამღლელი დღის შემდგომ თქვენი სიცოცხლის ხალისითა და უნარით ავსება შეუძლიათ.

 

1.ნურასდროს დანებდებით, გააკეთეთ თქვენი მაქსიმუმი

„ნურავის მისცემ უფლებას გითხრას, რომ არ შეგიძლია. გაქვს ოცნება? დაიცავი ის! როდესაც ადამიანებს რაიმეს გაკეთება არ გამოსდით სურთ გითხრან, რომ არც შენ შეგიძლია. თუ რაიმე გსურს, იბრძოლე მის მოსაპოვებლად!“ - „ბედნიერების ძიებაში“

 

2.ნუ შეჩერდებით თქვენს მცირე სამყაროში, რადგან ცხოვრების მიზანი მუდმივი ძიება და ახალი გამოცდილებების მიღებაა

„შეიცანი სამყარო, შეხვდი ფათერაკებს, დაინახე საზღვრებს მიღმა, დაუახლოვდი ადამიანებს, იპოვე მეორე ნახევარი და იგრძენი - სწორედ ამაშია ცხოვრების არსი“ - „ვოლტერ მითის საიდუმლო ცხოვრებიდან“

 

3.შეწყვიტეთ სხვების სიამოვნებაზე ფიქრი და აკეთეთ, რაც გაბედნიერებთ

„სხვების სიამოვნებაზე ფიქრით ცხოვრება შეუძლებელია. არჩევანის გაკეთება მხოლოდ შენზეა“ - „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“

 

4.შეხედეთ თავს სხვისი თვალებით და ირწმუნეთ მისი

“ზოგ ადამიანს თავდაჯერებულობა მანამ აკლია, სანამ სხვა არ ირწმუნებს მის შესაძლებლობებს“  - „ჭკვიანი უილ ჰანთინგი“

 

5.სრულყოფილება გულწრფელობაშია

„სრულყოფილება არ განისაზღვრება მოგებითა და ქულათა რაოდენობით. სრულყოფილება შენშია, შენს ურთიერთობაში საკუთარ თავთან, ოჯახთან და მეგობრებთან. სრულყოფილებაა მეგობრებისთვის თვალებში ჩახედვა და ცოდნა, რომ მათ იმედი არ გაუცრუე, რადგან სიმართლე უთხარი. რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. შეგწევს უნარი ასეთ დროს წრფელი თვალებითა და სუფთა, სიხარულით აღსავსე გულით შეხვდე? თუ კი, მაშინ სრულყოფილი ყოფილხარ!“ - „პარასკევი ღამის ნათება“

 

6.ნუ დამალავთ თავს სხვების შიშით, განსაზღვრეთ საკუთარი ცხოვრება თავად 

„ჩვენს ნამდვილ სახეს არა ჩვენი შესაძლებლობები, არამედ ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს“ - „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“

 

7.გამაგრდით, მიზნისთვის ბრძოლისას რთული გზა გელოდებათ

„თუ ცდი, ყველა გზით წადი. სხვა შემთხვევაში ნურც დაიწყებ. შესაძლოა ამის გამო დაკარგოთ შეყვარებული, მეუღლე, ნათესავები, სამსახური, აზროვნების უნარი, ან სულაც 3-4 დღე მშიერს მოგიწიოთ ყოფნა, მოგიხდეთ პარკში სკამზე დაძინება, თავი ციხეში ამოყოთ. შესაძლოა დაგცინონ, გამოგყონ საზოგადოებისგან. იზოლირება საჩუქრად მიიღეთ. დანარჩენი ყველაფერი თქვენი გამძლეობის საქმეა, გამოცდა თუ რამდენად გსურთ მიზნის მიღწევა. ამის შემდგომ ყველაზე უარეს ვითარებასაც გაართმევთ თავს და ეს იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე  წარმოგიდგენიათ! - „ფაქტოტუმი“

 

8.ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, არასდროს იცით რას გასწავლით ცხოვრება

„ჩვენს ცხოვრებას შესაძლებლობები განსაზღვრავს, თუნდაც ისინი, რომელთაც ვერ ვიყენებთ“ - „ბენჟამინ ბატონის უცნაური ამბავი“

 

9.სხვების კრიტიკა თავს კარგად არ გაგრძნობინებთ

,,სხვისთვის მსუქნის დაძახება უფრო გამხდარს ვერ გამოგაჩენს, ვერც უტვინოს წოდება მოგმატებთ ჭკუას. ერთადერთი, რისი გაკეთებაც პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ, მისთვის თვალის გასწორებაა.“ - „ცუდი გოგონები“

 

10.ბედნიერების ძიების ნაცვლად იცხოვრე მომენტით, სწორედ აქ ბუდობს ის

„მე კვლავ მჯერა სამოთხის, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ეს არ არის ადგილი, სადაც უნდა მიხვიდე. ეს არის გრძნობა, რომ რაღაცის ნაწილი ხარ, გრძნობა, რომელიც სამუდამოდ დაგრჩება“ - „სანაპირო“
 
ამგვარად, ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, მოეშვით, ირწმუნეთ საკუთარი თავის, იყავით ნაკლებად კრიტიკულები, ეძიეთ თავგადასავლები და შეიგრძენით ცხოვრება! 

 

| გააზიარე
მოგწონთ?