სიმართლის კრიტერიუმი - გამოცდილება


ფუჭია შიში,ლტოლვა და წუწუნი, როდესაც ბედი სიბნელეში გადავა.უბედურებაში ყოველთვის არის ახალი გამოცდილება , რომელიც სასარგებლოა სულისა და გონებისთვის. ჩვენი სიბრძნის წყარო ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. გამოცდილება არის სკოლა, ჩვენ კარგად გვახსოვს მისი გაკვეთილები. გამოცდილებით სისულელეებიც კი უფრო პროფესიონალურად იქცევიან, რადგან ცხოვრება სპორტს გავს, გამარჯვებისათვის კი მეტი გამოცდილებაა საჭირო. ნებისმიერ მეცნიერებაში თუ ხელოვნებაში საუკეთესო მასწავლებელი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.

"შეცდომები არის ჩვეულებრივი ხიდი გამოუცდელობასა და სიბრძნეს შორის." დიახ, მე სრულებით ვეთანხმები.საკუთარი თავის რეალიზებაც სწორედ ამ მომენტში ხდება. როგორც სახლს აგური ესაჭიროება შენებისთვის,  ისე ადამიანს გამოცდილება! არ ვფიქრობ, რომ წარმატებული ადამიანები შეცდომების დაშვებისაგან დაზღვეულნი არიან; მათ, უბრალოდ, საკუთარი შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა იციან. ისინი მაშინვე პოულობენ საკუთარი შეცდომის ძირს და არასოდეს უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ.

შეცდომების არსებობა ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის. ის ყოველთვის საპატიოა, თუკი ადამიანს აქვს იმის გამბედაობა, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროს.  ახლახან ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც საღი აზრი დიდი ხანია გვკარნახობდა – საკუთარი შეცდომების აღიარება ამ შეცდომების არგამეორების ერთადერთი გზაა. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოფიზიოლოგიური ლაბორატორიის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შეცდომების დაშვების საკითხში ადამიანები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვისაც ფიქსირებული აზროვნება აქვს („უნდა დავივიწყო – მე ეს მაინც არასოდეს გამომივა”) და ადამიანები, რომელთაც მზარდი აზროვნება აქვთ („ეს კარგი გაკვეთილია! მოდი, ვნახავ ერთი, რა შემეშალა, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეორო”).

„მზარდი აზროვნების“ ადამიანები წარმატებას აღწევენ, რადგან ისინი აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებს, ამ შეცდომებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ და უკეთესობისაკენ მიისწრაფვიან.“ ფიქსირებული აზროვნების „ ადამიანებს ახასიათებთ შეცდომების გამეორება, რადგან ისინი ყველანაირად ცდილობენ ამ შეცდომების იგნორირებას.

გახსოვდეთ, რომ:

"როდესაც იმავე შეცდომას ხელმეორედ უშვებ, ეს უკვე შეცდომა აღარ არის. ეს უკვე გადაწყვეტილებაა".

და ბოლოს:

ცხოვრებაში ყველაზე სასარგებლო რამ არის საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება . არასოდეს შეგეშინდეთ იმის გაკეთებისა , რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ .გახსოვდეთ, კიდობანი მოყვარულმა ააშენა , პროფესიონალებმა ააშენეს ტიტანიკი.

| გააზიარე
მოგწონთ?