ჩარლი ჩაპლინის 8 ცხოვრებისეული გამონათქვამი


მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას იმდენი ბედნიერება და ნუგეში, რამდენიც ჩარლი ჩაპლინმა მოიტანა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ადამიანებს?!

ჩარლი ჩაპლინისთვის მთავარი ადამიანობა იყო. მის არაერთ გამონათქვამში იგრძნობა ის კეთილშობილება, რაც მას განუმეორებელს ხდის და შეუძლებელია გულგრილმა აუარო ამ გენიალური ადამიანის ცხოვრებისეულ გამონათქვამებს. 


●„მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.“

 

●„ვერასდროს დაინახავთ ცისარტყელას, თუ მუდამ ძირს იხედებით.“

 

●„სიცილის გარეშე გატარებული დღე, უაზროდ დაკარგულია.“

 

●„როგორც ყველა ადამიანი, მეც ის ვარ, ვინც ვარ, თავისებურად უნიკალური და გამორჩეული. უამრავი ოცნების, სურვილის და გამოცდილების ერთიანობას წარმოადგენს ჩემი პიროვნება.“

 

●„უბრალოდ გაიღიმეთ და აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება კვლავ მშვენიერია.“

 

●„თითქოს წინ მივიწევთ, მაგრამ გაუაზრებლად ვაფერხებთ საკუთარ თავს. ტექნოლოგიები მუდმივად სიახლის სურვილს გვიჩენს. საკუთარმა ცოდნამ ცინიკოსები გაგვხადა და ნიჭიერებამ გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. სინამდვილეში, ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება და სიჭკვიანეზე მეტად სიკეთე და შემწყნარებლობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.“

 

●„ჩემი გულის ტკივილი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასდროს იქნება ვინმეს გულის ტკივილის მიზეზი.“

 

●„მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა - ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია - ებრაელს, წარმართს, შავკანიანს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და არა პირიქით. დედამიწა ყველას დაგვიტევს.“

| გააზიარე
მოგწონთ?