სხეულის ენის 5 ელემენტი, რომელიც თქვენს სისუსტეზე მეტყველებს


დამეთანხმებით, რომ ხშირად ურთიერთობებში დიდ ეფექტს ახდენს სხეულის ენის ელემენტები, რომელთა მეშვეობით შესაძლოა თქვენზე გარკვეული შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდეთ სხვებს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ საინტერესო რჩევებს კომუნიკაციებისა და სხეულის ენის ექსპერტებისგან, რათა არ დაუშვათ შეცდომა, თავი ძლიერად წარმოაჩინოთ და შეხვედრებზეც ეფექტურად წარსდგეთ.

 

მოხრილი მხრები

თქვენი მშობლები სწორად იქცეოდნენ, როდესაც გაძლევდნენ შენიშვნას, რათა სწორად მჯდარიყავით, რადგან მოშვებული სხეულის გამო არა მარტო სუსტ პიროვნებად აღგიქვამენ, არამედ მას შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს ქვეცნობიერს. 2015 წელს გამოქვეყნებულ ფსიქოლოგიურ კვლევებში დასაბუთებულია, რომ მუდმივმა წელში მოხრილობამ შესაძლოა გაზარდოს ნეგატიური ხასიათი და შეამციროს თვითშეფასება.

 

თავის დახრა

თუ თქვენ გამუდმებით დაბლა იხედებით და თავს ზემოთ არ წევთ, ნამდვილად გამოიყურებით როგორც დამარცხებული.

 

მშვიდი საუბარი, მოკრძალებული ხმა

არავინ შემოგხედავთ როგორც ლიდერს, თუ თქვენ მუდამ მოკრძალებული იქნებით. ძალა უნდა დაატანოთ საკუთარ თავს და უნდა ისაუბროთ უფრო გარკვევით და დამაჯერებლად, რათა გაიზარდოს თქვენდამი პატივისცემა.

 

არადამაჯერებელი გამომეტყველება

თქვენ არ უნდა გამოჩნდეთ აღელვებული ან დამწუხრებული სამსახურში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ურთიერთობა გიწევთ სხვა ადამიანებთან.

 

არასანდო მზერა

ნუ აარიდებთ თვალს, როცა გესაუბრებიან თუ არ გსურთ, რომ გამოჩნდეთ ნერვიული ან უფრო უარესი - არასანდო პიროვნება.

 

businessinsider.com

თეონა გლოველი 

| გააზიარე
მოგწონთ?