როგორ შევცვალოთ პესიმისტური განწყობა და ვიქცეთ ოპტიმისტ ადამიანებად


სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან ოპტიმისტები. სჯერათ საკუთარი თავის, მოქმედებენ მიზნისკენ შეუჩერებლივ და არასდროს ნებდებიან. ამ თვისებების წყალობით ისინი აღწევენ კიდეც  წარმატებას, მაგრამ  არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პირიქით, გამუდმებით ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ასეთმა ადამიანებმა მართონ საკუთარი განწყობა და დროთა გამავლობაში იქცნენ ოპტიმისტ ადამიანებად? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის მართვაში და მოგცემთ შესაძლებლობას დაივიწყოთ პესიმისტური განწყობა სამუდამოდ.

 

1.მოუსმინეთ სამოტივაციო ვიდეობს

იმისათვის, რომ გავხდეთ ნამდვილი ოპტიმისტები, ამისათვის საჭიროა ვიკითხოთ სამოტივაციო წიგნები, მოვუსმინოთ წარმატებული ადამიანების ისტორიებს და გავეცნოთ მსგავსი ტიპის აუდიო მასალებს. მერწმუნეთ, დროთა განმავლობაში პესიმისტური განწყობა გაქრება და თქვენც, უამრავი პოზიტიური აზრი გაგიჩნდებათ.

 

2.იმეგობრეთ ოპტიმისტ ადამიანებთან

კარგი იქნება თუ დაუმეგობრდებით ოპტიმისტ ადამიანებს. ხშირად გაატარებთ დროს მათთან, მოისმენთ მათ შეხედულებებს და აზრებს. წახვალთ მათთან ერთად გასართობად და აიღებთ მაგალითს მათგან. ეს დაგეხმარებათ თავი გაცილებით უკეთესად იგრძნოთ და შეხედოთ ცხოვრებას ოპტიმისტურად.

 

3.გახსოვდეთ, დრო სწრაფად გადის

პესიმიზმი ვერ დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ უიმედობაში გავლიოთ ის. ჩვენ გვაქვს უამრავი შესაძლებლობა და ყველაფერი იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას - ამიტომ არ უნდა ვიყოთ უიმედოდ განწყობილი. სასწრაფოდ შეცვალეთ საკუთარი ფიქრები უკეთესობისკენ.

 

4.ნუ შეურიგდებით საკუთარ მდგომარეობას

ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ ეგუებიან მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებიან. მიეჩვივნენ გამუდმებით წუწუნს და ეჩვენებათ, რომ ეს ნორმალური მდგომარეობაა. იმისათვის, რომ შევიცვალოთ თავდაპირველად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი ნაკლოვანებები. გავიაზროთ, რომ პესიმისტური ხედვა ხელს გვიშლის დავტკბეთ ცხოვრებით, მივაღწიოთ დასახულ მიზანს და ვიყოთ უბრალოდ კარგად.


5.აკეთეთ საყვარელი საქმე

ვფიქრობ ეს პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს საყვარელი საქმე, რომელსაც ყოველდღე შეასრულებს, რადგან სამყაროში იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც საყვარელ საქმეს ყოველდღიურად ემსახურება და პესიმისტური განწყობა აქვს. ასე რომ იპოვეთ საყვარელი საქმე და ყოველთვის იქნებით  სავსე ოპტიმიზმით.

 

6. მართეთ საკუთარი ფიქრები

ადამიანს აქვს უნარი მართოს საკუთარი ფიქრები. ნუ იფიქრებთ ცუდზე. აიძულეთ საკუთარი თავი იფიქროთ  კარგზე. თუ ასე მოიქცევით დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ აღარ გსურთ პესიმიზმით ცხოვრება. პოზიტიური აზროვნება კი  ცვლის  წარმოდგენას სამყაროს შესახებ. ასე რომ იმუშავეთ საკუთარ თავზე! თქვენს გონებას შეუძლია შეცვალოს პესიმისტური აზრები უკეთესობისკენ და დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში.

 

| გააზიარე
მოგწონთ?