როგორ მივიქციოთ დამსაქმებლების ყურადღება


დღეს, როდესაც ინტერნეტი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანია მოვერგოთ სიახლეებს და გავითვალისწინოთ, თუ რა არის აქტუალური დასაქმების ბაზარზე. რამდენად საინტერესო კანდიდატადაც არ უნდა თვლიდეთ თქვენს თავს, დარწმუნდით რამდენად აქტიურად იყენებთ სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით კი ლინკდინს. ის უდიდეს ონლაინ სივრცეს წარმოადგენს საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.

იმისათვის, რომ გამოირჩეოდეთ, თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ლინკდინი. არ აქვს მნიშვნელობა ახლა დაამთავრეთ უნივერსიტეტი თუ დიდი გამოცდილება გაქვთ, რადგან დამსაქმებლების 95% მას აქტიურად იყენებს მომავალი თანამშრომლების მოსაძებნად. მისი დახმარებით თქვენ ნამდვილად გაიმარტივებთ საქმეს, როგორც აპლიკანტი.

რადგან უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ლინკდინზე ყოფნა, მინდა შემოგთავაზოთ 4 რჩევა, თუ როგორ მივიქციოთ დამსაქმებლების ყურადღება მისი მეშვეობით:

დაწერეთ გამორჩეული სათაური
იყავით კრეატიული. აღწერეთ თქვენი თავი - ვინ ხართ და რისი კეთება გსურთ. არ შემოიფარგლოთ გარკვეული ჩარჩოებით, მაგალითად, თუ თქვენს თანამდებობას კონკრეტული სახელი აქვს, შეგიძლიათ მის ნაცვლად უფრო ყურადსაღები სათაური მოიფიქროთ.

ამოირჩიეთ საინტერესო ბექგრაუნდის სურათი
პირველი რამ, რაც ადამიანების ყურდღებას იქცევს, ვიზუალური ეფექტია. თქვენი სურათი გაძლევთ საშუალებას, რომ გაუზიაროთ ხალხს თქვენი ინტერესები. აირჩიეთ ფოტო, რომლითაც ხაზს გაუსვამთ საკუთარ ინდივიდუალიზმს. 

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თქენი პროფილის სურათია. თუკი თქვენი სურათი დამსაქმებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს, 70%-ით მეტი ალბათობაა იმისა, რომ ის თქვენს პროფილს ჩამოსქროლავს. ყურადღება გაამახვილეთ ღიმილზე, რადგან ყველას მხიარული და სასიამოვნო ადამიანები სურს ყავდეს გუნდში.

გამოიყენე საკვანძო სიტყვები რეზიუმეში.
ისაუბრეთ შენი განათლების და გამოცდილებების შესახებ თხრობით სტილში. ასევე დაწერეთ რისი კეთება გიყვართ, რას აკეთებთ ახლა და სად გსურთ, რომ იყოთ მომავალში. დაყავით ეს ნაწილი რამდენიმე მოკლე პარაგრაფად, რადგან ვიზუალურად უფრო აღქმადი გახადოთ ის.
განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენეთ გრაფა, რომელშიც შეგეძლებათ ჩაწეროთ რაში ხართ სპეციალიზირებული, სწორედ ამ საკვანძო სიტყვების მეშვეობით ეძებენ დამსაქმებლები კანდიდატებს. მაგალითად, თუ მარკეტინგის სფეროში მუშაობთ, შეგიძლიათ მიუთითოთ: ციფრული მარკეტინგი, სოციალური-მედია მარკეტინგი, მონაცემთა ანალიზი.

აჩვენეთ გაზომვადი მიღწევები.
საუკეთესო გზა იმისა, რომ აჩვენოთ დამსაქმებლებს რაში ხართ საუკეთესო, არის ამ ყველაფრის ციფრებით გადმოცემა. გაამახვილეთ ყურადღება, რა გავლენა მოახდინა თქვენმა მოღვაწეობამ ამა თუ იმ სფეროში. მაგალითად, თუ გაზარდეთ გაყიდვები, მიუთითეთ პროცენტული მაჩვენებელი. ასევე აღწერეთ ყველა პროექტი, რაზეც გიმუშავიათ და რა შედეგებით დასრულდა ეს ყველაფერი.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ეცადე, რომ არ ჩამორჩეთ მოვლენებს, რადგან შრომის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი სფეროა. თუ არ გაქვთ ლინკდინ პროფილი, ახლავე დაიწყეთ ამაზე ზრუნვა, ხოლო თუ გაქვთ, დარწმუნდით რამდენად სწორად გაქვთ ყველაფერი შევსებული, შემდეგ კი აქტიურად შეუდექით მის გამოყენებას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ იყოთ კონკურენტუნარიანი და საინტერესო.


www.success.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?