7 ცხოვრებისეული რჩევა, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ახალგაზრდობაში საკუთარ თავს მისცემდნენ


დროში მოგზაურობის ფენომენი ადამიანებს ყოველთვის იზიდავდათ, ამის მიზეზი წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობაა. უკან დაბრუნება და საკუთარ თავთან შეხვედრა რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით მას? ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათანობით ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მძაფრად ან პირიქით, მსუბუქად აღვიქვამდით მოვლენებსა თუ ურთიერთობებს. 


სხვის შეცდომებზე სწავლა ყველაზე გონიერი ადამიანების უნარია. ამისათვის ქვემოთ მოყვანილია 7 ცხოვრებისეული რჩევა რეალური ადამიანებისგან, რომლებიც ისურვებდნენ, თავის დროზე მათთვის ამგვარი რჩევები მიეცა ვინმეს.


1. ადამიანები თქვენზე იმდენს არ ფიქრობენ, როგორც ეს გგონიათ

ნუ მიიტანთ მწარე კომენტარებს გულთან ზედმეტად ახლოს. 

„ადამიანები ეგოცენტრული არსებები არიან, შესაბამისად ისინი თქვენსა და თქვენს საქციელზე ბევრს არ ფიქრობენ, თქვენი მხრიდან ამაზე დარდი დროის ფუჭი კარგვაა“

 

2. არაფერია მარადიული

„ესეც ჩაივლის“ - ხშირად გაუმეორეთ ეს ფრაზა საკუთარ თავს. 

როდესაც მოწყენილი ხართ, ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ, დრო ყველაფერს კურნავს. ასე რომ დაელოდეთ, ეს მხოლოდ დროის საკითხია. თუკი ბედნიერი ხართ, ნუ დაივიწყებთ, რომ მწუხარება და სიხარული განუყრელები არიან. გახსოვდეთ ეს და შეხვდით ცვლილებას მომზადებული.

 

3. აპატიეთ საკუთარ თავს შეცდომები

ნუ განსჯით საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრად. შეიყვარეთ ის ისე, როგორც საუკეთესო მეგობარი. როდესაც შეცდომას დაუშვებთ შეეცადეთ, თვითგვემის მაგივრად მეგობარივით გაესაუბროთ თქვენს თავს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებლობა წარმატების მიღწევის წინაპირობაა. „თქვენ იმდენსავე სიყვარულს იმსახურებთ, რამდენსაც გასცემთ.“ აღიქვით შეცდომა, როგორც გამოცდილება, ეს განვითარებაში დაგეხმარებათ.

 

4. ფული ყველაფერი არ არის

„აკეთე საყვარელი საქმე.“ თქვენ საკმარისად ვერ აცნობიერებთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესმა სიამოვნება მოგანიჭოთ, ანაზღაურების საკითხს კი გაზვიადებულად უყურებთ.“

ეს არ ნიშნავს, რომ ფული მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ვერაფერი გადაწონის სამსახურში დღის კარგად გატარების სიამოვნებას, თუკი თქვენი შემოსავალი კომფორტულად ცხოვრებისათვის სრულებით საკმარისია. 

 

5. დაიწყეთ ფულის დაგროვება დღეიდან

ფულის გადანახვა დღეს, ხვალ დამოუკიდებლობას მოგიტანთ. თანხის დაგროვება საშუალებას მოგცემთ დაივიწყოთ მშობლების ხარჯზე ცხოვრება.

რჩევა: თანხა, რომელსაც აგროვებთ არ შეიტანოთ იმავე ბანკში, რომელშიც მიმდინარე ანგარიში გაქვთ. ამგვარად დაგროვებულ ფულს აღარ გაფლანგავთ, როდესაც ეს აუცილებელი არ არის.

 

6. თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს

ნუ შეეცდებით თავი აარიდოთ წინააღმდეგობებს, რომლებიც გაშფოთებთ. თავი მაღლა ასწიეთ, თამამად შეხედეთ და შეებრძოლეთ მას. თუ შიშს წინ არ აღუდგებით, იგი თქვენთან ერთად გაიზრდება და დროის მატებასთან ერთად უფრო რთული გახდება მღელვარებასთან გამკლავება.  

 

7. ნუ მიიღებთ ოჯახს ისე, თითქოს იგი დაიმსახურეთ

მეტად დააფასეთ ოჯახის წევრები, რადგან ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით არ იქნებიან. 

ადამიანის ზრდასთან ერთად, მისი პრობლემების სირთულეც იმატებს, თუმცა ზოგჯერ მათ უტრირებულად აღვიქვამთ და გვგონია, რომ მათთან გამკლავების უნარი არ შეგვწევს. ეს წარმატების მიღწევაში ხელს შეგიშლით, ამიტომ სწორად შეაფასეთ საკუთარი თავი, დასახეთ პრიორიტეტები და იყავით მეტად თავდაჯერებული.

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?