12 ნიშანი, რომ თქვენ გატყუებენ


სხეულის ენის საშუალებით მარტივად შეგიძლიათ გამოიცნოთ, როდის გატყუებენ. გაგაცნობთ 12 ნიშანს, რომელიც დაგეხმარებათ გამოიჭიროთ თქვენი თანამოსაუბრე ტყუილში.

 

1. პოზის სწრაფი ცვლილება

თუ თქვენი თანამოსაუბრე თავს ხრის უკან, წინ ან გვერდით, ის შესაძლოა გატყუებდეთ.

 

2. სუნთქვის ცვალებადობა

როდესაც ადამიანი ნერვიულობს და თავს დაძაბულად გრძნობს, მისი გულისცემა და სისხლის ნაკადის მოძრაობაც იცვლება. სწორედ ამიტომ, ადამიანის სუნთქვის ცვალებადობით, თქვენ ადვილად შეგიძლიათ შენიშნოთ, გატყუებთ თუ არა ის.

 

3. სიტყვების და ფრაზების გამეორება

როდესაც ადამიანი იტყუება, ცდილობს იყოს დამაჯერებელი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. ის ეცდება მოძებნოს არგუმენტები და დაგისაბუთოთ ტყუილი საკუთარი მოსაზრებებით, რათა დაგარწმუნოთ მის ჭეშმარიტებაში. ფრაზების რამდენჯერმე გამეორებით ის ეცდება ემოციური ზეგავლენა მოახდინოს თქვენზე, ასევე ეს სჭირდება იმისათვის, რომ ამ დროში თავი მოუყაროს საკუთარ ფიქრებს. თუ თქვენ მას თანმიმდევრობით დაუსვამთ კითხვებს და ზედმიწევნით მოსთხოვთ ფაქტის აღწერას, აუცილებლად ეცდება შეგაფერხოთ და ამ დროში მიხვდეს, რას იტყვით თქვენ ამის შემდეგ.

 

4. სხეულის დაუცველი ნაწილების ინსტინქტურად დაფარვა

სხეულის დაუცველი ნაწილი, მაგალითისთვის შეიძლება იყოს: ყელი, გულმკერდი, კისერი, თავი ან მუცელი. თქვენ, შესაძლოა, გინახავთ სასამართლო სხდომის დარბაზში ბრალდებულის რეაქციები, როდესაც მოწმე აძლევს მის საწინააღმდეგოდ ჩვენებას. ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ბრალდებული ისეთი გარემოებების გამჟღავნებისას, რომელიც მისთვის არასასურველია, ხშირად მიაქვს ხელი ყელთან და ცდილობს მის დაფარვას.

 

5. ხელით ტუჩის შეხება ან დაფარვა

როდესაც ადამიანს ავტომატურად მიაქვს თითები პირთან ეს ნიშნავს, რომ ის გიმალავთ რაღაცას ან უბრალოდ არ სურს გითხრათ სიმართლე. შესაძლოა ითქვას, რომ ის უარს ამბობს თქვენთან კომუნიკაციაზე.

 

6. ფეხების მოძრაობა

ფეხების მოძრაობა მიგანიშნებთ, რომ პოტენციური მატყუარა არაკომფორტულად გრძნობს თავს თქვენთან საუბრისას და ნერვიულობს. ასეთ ვითარებაში მას ალბათ სურს, დატოვოს სიტუაცია, რადგან თავი აარიდოს თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას.

 

7. ბევრი, არასაჭირო ინფორმაცის მიწოდება

როდესაც ვიღაც გაწვდით ზედმეტ ინფორმაციას, რომელიც თქვენ არ გითხოვიათ და განსაკუთრებით ვრცლად საუბრობს დეტალებზე, არსებობს ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ ის თქვენ სიმართლეს არ გეუბნებათ. 

 

8. ბევრი მითითება

როდესაც მატყუარა ხდება მტრული ან ცდილობს თავდაცვას, ის სავარაუდოდ აპირებს, მაგიდა თქვენკენ შემოატრიალოს. მატყუარა გახდება მტრული მაშინ, როდესაც მიხვდება, რომ თქვენ გამოიჭირეთ ის ტყუილში. ასეთ ვითარებაში ის სავარაუდოდ გაბრაზდება, თუმცა გააგრძელებს საკუთარი პოზიციის დაცვას და თქვენთვის  კვლავ მითითებების მოცემას.

 

9. ლაპარაკის გართულება

თუ თქვენ ოდესმე გინახავთ ბრალდებულის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი, შესაძლოა შეგიმჩნევიათ, რომ მისთვის უფრო და უფრო რთული ხდება ლაპარაკი. ამის მიზეზი კი მარტივია. როდესაც ადამიანი ნერვიულობს, მისი ნერვული სისტემა დაძაბულია, პირი უშრება და უჭირს საუბარი. 

 

10. დიდხანს ყურება თვალის დახამხამების გარეშე

როდესაც ადამიანი იტყუება, ჩვეულებრივი ამბავია, რომ ის წყვეტს თქვენთან თვალით კონტაქტს, მაგრამ გამოცდილმა მატყუარამ სავარაუდოდ ეს თქვენზე უკეთ იცის.  ამიტომ ის შეეცდება შეინარჩუნოს თქვენთან  თვალით კონტაქტი  იმისათვის, რათა გაკონტროლოთ და მანიპულაცია მოახდინოს თქვენზე.

 

11. გადაღლილობა

როდესაც ადამიანი იტყუება, ნერვიულობს, ასეთ დროს სხეულის ტემპერატურაც იმატებს და ის მარტივად იღლება. 

 

12. მოუსვენრობა

ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია გაჩერდეს ერთ ადგილას. სხვები კი მოუსვენრობენ მაშინ, როდესაც ნერვიულობენ. თუმცა, მოუსვენრობა ასევე შეიძლება იყოს იმის მიზეზიც, რომ  ცუდ მატყუარასთან გაქვთ საქმე, რადგან გამოცდილ მატყუარებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი ემოციები.


 

businessinsider.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?