როგორ განვსაზღვროთ სამსახურის და ცხოვრების პრიორიტეტები


თუ ოდესმე დაკვირვებულხათ რატომ არის ''პრიორიტეტები'' ყველგან სპეციფიკური ტერმინი? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ უფრო მეტი და უფრო უკეთესად, ყოველთვის ვხედავდეთ ჩვენს  მიზანს და ამასთანავე გვესმოდეს, რომ ის შრომით მიიღწევა. ორგანიზაციებს და ინდივიდუალურად ადამიანებს, ყველას სურს იცოდეს, როგორ უნდა განსაზღვრონ სწორად თავიანთი ღირებულებები, როგორ  იცხოვრონ და იმუშაონ უკეთესად ამის მიხედვით. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ 4 გზას მათი სწორად განსაზღვრისთვის:

1. ეცადეთ დაიწყოთ ახლავე _ ''მანადე სანამ მე შემიძლია ვუთხრა ჩემს ცხოვრებას რა მინდა ვაკეთო, უნდა მოვუსმინო რას მეუბნება: ვინ ვარ მე?’’ თუ თქვენ გაქვთ შინაგანი წინააღმდეგობა, ყურადღება მიაქციეთ ამ გრძნობას და სასწრაფოდ  განახორციელეთ  მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. 

2. აღწერეთ თქვენი იდეალური კვირა _ თქვენ არ უნდა გსტრესავდეთ თქვენი კალენდარი, როდესაც მას უყურებთ. ყოველი ახალი დღე უნდა იყოს საინტერესო თავგადასავალი და თუ  ხვდებით, რომ ასე არ არის შეცვალეთ ის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენთვითონ არ განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს ცხოვრებაში, მაშინ ამას ვინმე სხვა გააკეთებს ჩვენს მაგივრად. შეცვალეთ თქვენი კალენდარი და ნუ მოერიდებით დიდ ცვლილებს, დაგეგმეთ თქვენი იდეალური კვირა, მაშინაც კი თუ  გარკვეული მოქმედებები ამ ეტაპზე გამოგონილი იქნება. თუმცა, მანადე სანამ თქვენ განახორციელებთ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, უნდა იცოდეთ რატომ აკეთებთ ამას და საერთოდ რომელ სფეროშია სიახლეები საჭირო.  

3. არ დაისახოთ პრიორიტეტები მარტომ _ გაითვალისწინეთ გარკვეული პასუხისმგებლობები. სთხოვეთ  თქვენს მეგობარს, მეუღლეს, თანამშრომელს დაგეხმაროთ, რომ შექმნათ გარკვეული საზღვრები და დააბალანსოთ თქვენი პრიორიტეტები, ურთიერთობები და  გარკვეული ვალდებულებები, როგორც სამსახურეობრივი, ასევე პირადი ცხოვრების. თუ თქვენ გადაკვეთთ ამ საზღვრებს და დაარღვევთ ბალანსს, თქვენი მეგობარი გკითხავთ: დარწმუნებული ხარ, რომ გსურს  ამის გაკეთება? ამ სახის შეკითხვა გვაძლევს საშუალებას შევჩერდეთ და გავაანალიზოთ რეალურად რა არის ჩვენი მიზანი და რას ვაკეთებთ დღის განმავლობაში მის მისაღწევად. უმეტესად, ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ შეგნებულად ან შეუგნებლად და ეს  გამოწვეულია ყოველდღიური რუტინით. მარტივად შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ ყველა მოქმედებას აქვს გარკვეული შედეგი და უფრო ადვილია, დაგავიწყდეს, რომ ეს წესი თქვენს თავს შეახსენოთ.  

4. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მოწოდებას _ როდესაც თქვენ იტანჯებით, რთული და სტრესული დღით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ეს არის ნამდვილად რაც მინდა ვაკეთო? უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამსახურს აქვს თავისი ნაკლი მაგრამ, თუ თქვენ კვირების და თვეების განმავლობაში აკეთებთ საქმეს მხოლოდ ვალდებულებების გამო, მაშინ დროა რადიკალური ცვლილებები დაიწყოთ. არსებობს წარმოდგენა, რომ  ან უნდა გავყვეთ ჩვენს  გრძნობებს და  გავთავისუფლდეთ  დამღლელი სამსახურისგან, რომელიც შესაძლოა აღარ არის საინტერესო მიმართულება ჩვენთვის, ან უნდა დავრჩეთ სამსახურში და ვეცადოთ იქ აღმოვაჩინოთ ჩვენი რეალური მოწოდება.

ხშირად ჩვენ გვჭირდება რაიმე საყრდენი, რომ  გვქონდეს გარკვეული მიმართულება უფრო ნაყოფიერი მუშაობისთვის. ამ რჩევების გათავისებას თავდაპირველად ექნება გამოსაფხიზლებელი ეფექტი, რომ თვალი გაუსწოროთ თქვენს  გეგმებს და გრაფიკებს. გარისკეთ და დასვათ ყველაზე რთული შეკითხვები საკუთარ თავთან.შესაძლოა შეგრცხვეთ კიდეც, თუ სად ხარჯავთ  მთელ თქვენს ძვირფას დროს, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფასეულობები, რომლიც ახლა გაქვთ და არის თქვენთვის  პრიორიტეტული, არ შეიცვლება.

გაითვალისინეთ, რომ პრიორიტეტების განსაზღვრის დროს მთავარია ბოლომდე გულწრფელი იყოთ, რადგან მხოლოდ ამ გზით შეძლებთ სწორად განსაზღვროთ სამსახურის და ცხოვრების მთავარი მიზნები.


მარიამ შარიქაძე
წყარო: www. fastcompany.com

| გააზიარე
მოგწონთ?