ინტერნეტ ჟურნალ ,,მოტივაციის’’ სტაჟირების პროგრამა


დღევანდელ გარემოში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია კარგად წერის უნარ-ჩვევები. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს სხვადასხვა პროექტებით სტუდენტების განვითარებაზე, ამჯერად გიწვევთ ჟურნალისტიკისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს ინტერნეტ ჟურნალ ,,მოტივაციის’’ სტაჟირების პროგრამაზე.

 

მათ, ვისაც გიყვართ წერა და ამავდროულად გსურთ, პროფესიულად განვითარდეთ, ეს თქვენი შანსია, რომ გაუზიაროთ საკუთარი  აზრები 100 000-ზე  მეტ ადამიანს, 50 000-ზე მეტ „ფოლოუერსა“ და რადიო მსმენელს. თქვენ საშუალება მოგეცემათ მიიღოთ გამოცდილება, გაიღრმავოთ ცოდნა და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ და დაარწმუნოთ სხვებიც, რომ შეუძლებელი არაფერია და ადამიანი, რომელსაც მოტივაცია აქვს, ყველაფრის მიღწევას შეძლებს.

 

თუ გსურს, ამ ყველაფრის მონაწილე გახდე, გამოგვიგზავნე სტატია თემაზე: ჩემი შთაგონება-გამორჩეული ადამიანი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე (არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს რეალური პიროვნება თუ ფილმის ან წიგნის პერსონაჟი, მთავარია კარგად ჩანდეს, თუ რატომ აირჩიე) მისამართზე:

motivation@davidkenchadze.ge

სტატიების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.

 

სტატიის შეფასების კრიტერიუმები იქნება:

●რამდენად არის სტრუქტურულად, სტილურად და აზრობრივად გამართული

●რამდენად პასუხობს სათაურს

●რამდენად იგრძნობა ავტორის კრეატიული აზროვნება

●რამდენად აკმაყოფილებს მითითებულ სიტყვათა რაოდენობას (მაქსიმუმ 500 სიტყვა)

 

სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმუშაონ სწავლის პარალელურად, ონლაინ რეჟიმში. 

 

სტაჟირება გაგრძელდება 6 თვე. მონაწილეები მიიღებენ სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატებს, საუკეთესოები კი გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?