„იფიქრე ჩემპიონივით“ - დონალდ ტრამპი


"იფიქრე ჩემპიონივით" ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წიგნია, რომელიც მან 2009 წლის აპრილში გამოაქვეყნა. ავტორი წიგნში მკითხველს გულახდილად, დაუფარავად უამბობს ისტორიებს საკუთარი ცხოვრებიდან, უზიარებს თავისი წარმატების საიდუმლოებებს. 

იმისათვის, რომ დავზოგოთ თქვენი დრო გთავაზობთ წიგნიდან ამოკრებილ მთავარ პრინციპებს, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯით დაგაახლოვებთ წარმატებასთან. 

 

ინოვაცია - სიახლეები ჩვენი ეპოქის ყოველდღიურობაა, მას ხშირად უწოდებენ ინოვაციურს. უმეტესად ეს არის ძველი ელემენტების შემოქმედებითი გაერთიანება წინათ არსებულ მთელში, რაც სიახლეს წარმოადგენს.

სინამდვილეში ჩვენ არაფერს ვქმნით, ჩვენ თავს ვუყრით და ვაწესრიგებთ იმას, რაც ოდესღაც ჩვენთვის შეუქმნიათ. ეცადეთ იყოთ კარგი შემგროვებელი, რა სფეროშიც უნდა მოღვაწეობდეთ. დიდ ჭკუას მრავალნაირი აზრი და სტიმული ესაჭიროება, რომ უქმად არ გაცდეს.
  
 

გუნდური მოთამაშის მნიშვნელობა - როცა აღმოაჩენთ, რომ ჭკუა მოგემატათ, მიხვდებით- ყველაფერი, რასაც აკეთებდით, პირადად თქვენზე როდია დამოკიდებული.

გირჩევთ სათანადოდ დააფასოთ გუნდის ძალა და თქვენც მისი მნიშვნელოვანი და გავლენიანი მოთამაშე გახდებით. 

 

სწავლა - ახალი დასაწყისი - დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მუდამ მზად იყოთ ახალი იდეებისა და ინფორმაციის მისაღებად. გავიხსენოთ სოკრატეს გამონათქვამი "მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი" - ეს ბიძგია ახალ - ახალი ცოდნისკენ. მოდით ასე ვთქვათ- ყოველი დღე დაიწყეთ სუფთა ფურცლიდან. გახსენით გონება და შანსი მიეცით ახალ წამოწყებას. მეცნიერება არასოდეს მიიჩნიოთ მოსაწყენად, სწავლა კი მძიმე ტვირთად. რასაკვირველია, გარკვეული ძალისხმევა და ნებისყოფა დაგჭირდებათ, მაგრამ ამასთანავე შეიძლება ნამდვილი თავგადასავლების შუაგულში აღმოჩნდეთ. ძალ-ღონე არ დაიშუროთ, ყველაფერი გააკეთეთ, რათა გამოიყენოთ და განავითაროთ ეს უნარები, პერსპექტივაში კი დიდ სიურპრიზს მიიღებთ. 

 

ისწავლეთ სწრაფად ფიქრი - თვითკმაყოფილება სპობს წარმატების შანსს. ეს იმას ჰგავს, სულ ერთ კვალს მისდიო და სამუდამოდ იქ ჩარჩე. რჩევა იქნება - იმოქმედოთ თვითკმაყოფილების საპირისპიროდ, მიჯნაზე იარეთ, მზად იყავით სიახლის მისაღებად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაეუფლოთ, ისწავლოთ სწრაფი აზროვნება. სწრაფი რეაგირების საფუძველია წინასწარი სამუშაოს მომზადება, რომელიც შეუმჩნეველი რჩება. სწრაფი აზროვნება ვარჯიშისა და დისციპლინის შედეგია. არ შეიძლება წინ გაიჭრა ისე, რომ მზად არ იყო. თქვენი ამოცანაა მოემზადოთ რბოლისთვის. საჭიროა დაისახოთ მიზანი და შემდეგ იმუშაოთ მის მისაღწევად.  "მე არ ვიცი უფრო საიმედო მოვლენა, ვიდრე ადამიანის უნარი-თავისი არსებობა აღამაღლოს გაცნობიერებული მისწრაფებით". ნუ დაელოდებით ხელსაყრელ შემთხვევას სწრაფი აზროვნების გამოსაცდელად. ყოველდღე შეამოწმეთ საკუთარი თავი.როგორც ნაპოლეონმა თქვა "ლიდერს დამარცხების უფლება აქვს, გაოცების კი არასდროს"! 

 

მიეცით შანსი თქვენს საუკეთესო "მე"-ს - მიღწევა მწვერვალი როდია. მიღწევა დასაწყისია. მიღწევის ავტორი ყოველთვის წინ იყურება. იგი წინასწარ ხედავს შემდგომ ამოცანას და უმალვე ისახავს ახალ მიზანს. ასეთი ენთუზიაზმის გათამაშება შეუძლებელია - ის ან არსებობს, ან არა. მოქმედი ადამიანი როგორც ხელს ჰკიდევს ამოცანის გადაჭრას, საფიქრალად უკვე მორიგ მიზანს წვდება. ასეთ ადამიანს საკუთარი თავის წინაშე ვალდებულება აკისრია - იყოს უკეთესი და ამას ზოგადად მაღალი განზომილებებით ცხოვრება ჰქვია. 

 

სიბრძნე - სიბრძნეს ორი ფაქტორი განაპირობებს, ერთია გამოცდილება, მეორე ცოდნა. ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი სიბრძნეე ისაა, რომ შექმნა ისეთი რეპუტაცია, რომელიც არავისთვის იქნება საეჭო. იცოდეთ, ყველა სიამოვნებით ითანამშრომლებს თქვენთან, თუ ნამდვილად ეცოდინებათ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება- ეს მეტად მომგებიანი თვალსაზრისია, განსაკუთრებით მაშინ , როცა თქვენი პროექტების დაფინანსება გინდათ. 

 

რაც მეტს სწავლობთ, მით უფრო ხვდებით, რამდენი რამ არ იცით - არასოდეს მიიჩნიოთ თავი ყოვლისმცოდნედ. ჯერ ერთი ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, და მეორეც- ცხოვრება უინტერესო გახდება თქვენთვისაც და თქვენი გარშემო მყოფებისთვისაც. არსებობს მესამეც: დიდ თავგადასავლებს გამოაკლდებით. ამიტომ, ნუ დაივიწყებთ, რომ აუცილებელია იაზროვნოთ ფართოდ,ნუ შეიზღუდავთ ჰორიზონტს და მასთან ერთად საკუთარ კაპიტალს. სწორედ ამას ჰქვია დიდი წარმატება.

 

იფიქრე, როგორც ჩემპიონმა - ჩემპიონის ერთ-ერთი განმარტება ასეთია - პიროვნება, ვინც აშკარა უპირატესობას ავლენს. ამოცანა - „როგორც ყველა“ არ შეეფერება ჩემპიონის აზროვენებას. ჩემპიონები მასშტაბური აზროვნებით გამოირჩევიან. მასშტაურად მუშაობენ. ჩემპიონები მიზანდასახულები არიან. ჩემპიონები დისციპლინირებული არიან. დაუფიქრდით ! - ჩემპიონები ფიქრობენ, როგორც ჩემპიონები . ჯეკ დემპსის უთქვამს - „ჩემპიონია ადამიანი, რომელიც ფეხზე დგება, როცა ამის ღონე აღარ აქვს“ ჩემპიონები ცდილობენ იყვნენ საუკეთესოები . არა , უბრალოდ პირველები, არამედ საუკეთესოები . გამორჩეული ნიჭის ადამიანები მარცხსს განიცდიან იმიტომ, რომ გულის სიღრმეში გამარჯვების ეშინიათ. ლეგენდარულმა ბობი ჯონსმა ერთხელ ასეთი რამ თქვა: „არაფერია ახალი და უჩვეულო იმაში, რომ გოლფში ერთ ჯერზე მხოლოდ ერთხელ დარტყმის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მე წლები მოვანდომე ამის ბოლომდე გაცნობიერებას“ . ჩვეულებრივ ასე ხდება, ცხოვრებაში გამარჯვებას წინ უძღვის დღენიადაგ მუყაითი შრომა და სწრაფვა ჩემპიონობისკენ. „ მთელი გულისყური მოახმარეთ საქმეს, რომელსაც აკეთებთ. მზის სხივები არ წვავს, სანამ ფოკუსში არ მოექცეა“ ყურადღება მიაქციეთ ამას და ისწავლით ჩემპიონიით ფიქრს,მიაღწევთ ჩემპიონობას. 

 

ებრძოლეთ საკუთარ შიშებს - თუ რაიმე გრძნობას შიშს დაარქმევ ,ის ნამდვილად შიშად იქცევა და თქვენც შეგეშინდებათ, თუმცა მანამდე მხოლოდ შფოთვას განიცდიდით. ნება არ მისცეთ შიშს, ფეხი მოიკიდოს თქვენი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში. ეს წინასწარვე დამარცხებას გაუტოლდება. საერთოდაც, შეშინება, უბრალოდ, უსიამოვნოა. შიშის ადგილი დაუთმეთ საკუთარი თავის რწმენას, შეუპოვარი შრომა და მზადყოფნაა საჭირო პრობლემების მოსაგავრებლად. ეს ფორმულა გამოიყენეთ და იმოქმედეთ ძალისა და არა შიშის პოზიციიდან. მაშინ გამოჩნდება გზა გამარჯვებისკენ. 

 

მოკლედ, სწრაფად, ზუსტად - რიკარდო ბელინს მხოლოდ სამი წუთი ჰქონდა თავისი ბიზნეს-გეგმა, რომ წარმოედგინა. ეს დრო წესით მას საერთოდ გადააფიქრებინებდა პრეზენტაციის ჩატარებას, მაგრამ რიკარდომ არც გადაიფიქრა და მისთვის გამოყოფილ სამ წუთში ისეთი პრეზენტაცია მოაწყო, რომ მან მიიღო თანამშრომლობის ხელშეკრულება. ნამდვილად, საოცარია, რა შეუძლია ადამიანებს , როცა მოკლე  დრო აქვთ.
ზოგჯერ სასარგებლოა თავს ჩარჩოები დავუწესოთ. ისწავლეთ პრეზენტაციის ხუთ წუთში ჩატევა. ისწავლეთ თავის წარდგენა სამ წუთში. ნახავთ, რომ მშვენივრად შეგიძლიათ აზრების გამოთქმა, როცა თქვენს სიტყვას ყოველივე უმნიშვნელოს მოაშორებთ.  მოკლე, სწრაფ და ზუსტ შეტყობინებაში დიდი ცხოვრებისეული სიბრძნეა. შეტყობინების მიზნის ცოდნა და ამის დემონსტრირება საშუალებას მოგცემთ, დიდი ნაბიჯი გადადგით პატივისცემისა და ლიდერობისაკენ. 

 

განეწყვეთ სამუშაოსთვის - როცა ვამბობ, სამუშაოდ უნდა განეწყოთ - მეთქი, მხედვლობაში მაქვს პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა. მათ, ვინც შეჩვეულია პასუხისმგებლობის აღებას, საბაბი არა აქვთ სხვას გადააბრალონ რამე და მუდამ დამნაშავე ეძებონ. ვინც პასუხისმგებლობას გაურბის, მისი ფასი ნულის ტოლია და ვერც ვერასოდეს შექმნის რაიმე ღირებულს . ნუ დაემსგავსებით ასეთ ადამიანებს. ისინი სუსტ რგოლს წარმოადგენენ. 

 

ისწავლეთ შეცდომებსა და წარუმატებლობაზე - ერთი და იგივე უსიამოვნო ამბავი ერთს წელში გატეხს, სხვას კი უფრო გააძლიერებს. ამიტომ საკუთარ თავს ხშირად კითხეთ რაც მოხდა რა არის ეს უმნიშვნელო რამ თუ კატასტროფა ? როგორც ენთუზიაზმია წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ასევეა საღი აზრი . როცა, საქმე ჩაგივარდება ან შეცდომებს ვუშვებთ, ეს ზუსტად ის დროა, რომ მივმართოთ საღი აზროვნების უნარს, მოვუხმოთ ობიექტურობას, რაც ძალას გვაძლევს ვისწავლოთ საკუთარ გამოცდილებაზე. გახსოვდეთ ძველი ანდაზა „ერთი კარი რომ იკეტება, მეორე იღებაო“ 

გააცანით საზოგადოებას თქვენი წარმატება - ძალიან კარგი იქნება თუ საკუთარ თავთან იმეგობრებთ. როგორც გვირჩია მარკ ტვენმა, საკუთარი თავი უნდა შეაქოთ. ადამიანები დიდხანს სიამოვნებით დაამცრობენ და უარყოფენ თქვენს წარმატებებსაც და ამბიციებსაც. თუ საკუთარი თავის პატივისცემა საკმაოდ ძლიერია ეს არც შეგაწუხებთ, რადგანაც ამ ადამიანებს შეიძლება ზემოდან გადმოხედოთ - მეტს არც იმსახურებენ. დაფიქრდით: თუ თქვენ თვითონ კარგს ვერაფერს ამბობთ საკუთარ თავზე, სხვა ვინ იტყვის? ნუ გეშინიათ საკუთარ თავზე ხმამაღლა ლაპარაკის, თუ რა თქმა უნდა ღირსეული საქმე გაქვთ გაკეთებული.

აიღეთ პასუხისმგებლობა - თუ გეჩვენებათ, რომ ამაოდ შრომობ, ეს იმის მანიშნებელია, რომ დროა ახალი სტრატეგია გამოიმუშაოთ.  თქვენ უფრო ძლიერი უნდა გახდეთ და მოერიოთ პრობლემებს, რათა ხელთ იგდოთ მიწოდების გასაღები.

რამდენიმე კითხვა დასაფიქრებლად:

1.როგორია თქვენი შემოქმედებითი კაპიტალი? 
2.ხართ თუ არა იღბლიანი? გახსოვდეთ იღბლის მეორე განსახღვრება ეს არის შესაძლებლობა - უიღბლობა იღბლად გადააქციოთ
3.იყავით აქტიური. ნუ იპასიურებთ. ნურც შეშინდებით. გახსოვდეთ - შემდეგმა ნაბიჯმა შეიძლება უკეთეს, არაჩვეულებრივად კარგ ადგილას მიგიყვანოთ. გადადგით ნაბიჯი დღესვე
4.იყავით ობიექტური და ეცადეთ იყოთ საკუთარი თავის მრჩეველი
5.თუ წინათ ისტორიას სათანადო ყურადღებას არ აქცევდით, მოდით ამ ხარვეზის გამოსწორებას დღესვე შეუდექით. მხედველობაში იქონიეთ ისიც, რომ დღეს ისტორიის გადამწყვეტ პერიოდში ვიმყოფებით. ეს ფაქტი მიიღეთ, როგორ გამოწვევა და როგორც შესაძლებლობა. 

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველაზე ძლიერია ის, ვინც საკუთარ თავს ძლევს. გისურვებთ წარმატებას. ყოველი დღე გამოიყენეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროთ საკუთარი თავი. ეს ცხოვრება არის შანსი თქვენთვის იცხოვროთ ჩემპიონიოვით. არჩევანი თქვენზეა.

| გააზიარე
მოგწონთ?