მუჰამედ ალი და მისი გამონათქვამები, რომლებიც ძალას გვმატებენ


მუჰამედ ალიმ, წარმოშობით ამერიკელმა მოკრივემ, თავიდანვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა ქარიზმატულმა სპორტსმენმა. 22 წლის ასაკში ის მოულოდნელად გამოჩნდა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა მალევე დაკარგა ეს ტიტული, ვინაიდან უარი თქვა რინგზე გამოსვლაზე ვიეტნამის ომის დროს. 


მას 3 წელი დასჭირდა, რათა რინგზე დაებრუნებინათ, გაეფანტა აზრთა სხვდასხვაობა და კვლავ გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი. მას არასდროს ეშინოდა საკუთარი აზრის გამოხატვის სპორტის, პოლიტიკის, რასის, რელიგიის ან ზოგადად ცხოვრების შესახებ. მისი პოზიცია მრავალ საკითხზე იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ ის აგრძელებდა საკუთარი პოზიციების დაცვას.

 

ჩვენ თავი მოვუყარეთ მის 9 ცნობილ გამონათქვამს, რომელიც მოტივაციის ამაღლებაში დაგეხმარებათ:


1.,,ვინც არ არის საკმარისად მამაცი რომ გარისკოს, ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში“.

2.,,ვისაც წარმოსახვა არ აქვს - არ აქვს ფრთები.“

3.,,მე დიდებული ვარ - ეს მანამდე ვთქვი, ვიდრე ვიცოდი რომ ვიყავი.“

4.,,მე ვარჯიშის ყოველი წუთი მეზიზღებოდა, მაგრამ ვთქვი: ,,არ შეწყვიტო. დაიტანჯე ახლა და შემდეგ დარჩენილი ცხოვრება გაატარე ჩემპიონივით.“

5.,,ნუ დაითვლით დღეებს, გახადეთ ყოველი დღე ღირებული“.

6.,,რინგის შიგნით თუ გარეთ დაცემა არაფერს ნიშნავს. წაქცეულად დარჩენა არის შეცდომა.“

7.,,იმისთვის რომ  ჩემპიონი იყო, უნდა გჯეროდეს რომ საუკეთესო ხარ. თუ არ ხარ, თავი წარმოაჩინე საუკეთესოდ.“

8.,,ჩემპიონები სავარჯიშო დარბაზებში არ იქმნებიან. ჩემპიონები იქმნებიან იმით, რაც შინაგანად არის მათში - სურვილი, ოცნება, ხედვა. მათ უნდა ჰქონდეთ უნარი და ნებისყოფა, მაგრამ ნებისყოფა უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე უნარი.“

და ბოლოს ციტატა, რომელიც ამბიციურს გაგხდით და თქვენი ფიქრების არეალს გააფართოებს:

9. „შეუძლებელია“ - ეს მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღალი სიტყვაა, რომლის უკანაც პატარა ადამიანები იმალებიან, ვისთვისაც უფრო მარტივია იცხოვრონ შეჩვეულ სამყაროში, ვიდრე მოძებნონ საკუთარ თავში ძალა არსებულის შესაცვლელად. „შეუძლებელია“ - ეს ფაქტი არ არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ აზრია. „შეუძლებელია“ - ეს განაჩენი არ არის, ეს გამოწვევაა. „შეუძლებელია“ - ეს არის საკუთარი თავის შემოწმების შანსი. „შეუძლებელია“ - ეს დროებითია და არ არის სამუდამო, შეუძლებელი არაფერია!"

| გააზიარე
მოგწონთ?