7 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ყოველთვის დროულად დატოვოთ სამსახური


ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამუშაოს ხანგრძლივობა პირდაპირ უკავშირდება სტრესს, შფოთვას და გულის დაავადებებს, თუმცა მაინც ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ ''დაუღალავად'' მუშაობას. სამიდან ერთი პროფესიონალი მუშაობს 50 საათს კვირაში, რაც თითქოს არ არის საკმარისი. კველევების თანახმად მომუშავეთა 80% საათებს ხარჯავს სატელეფონო ზარებისა და იმეილებზე პასუხის გაცემაში. ეს ყველაფერი კი პროდუქტიულობაში უშლით ხელს. ფაქტები გვიჩვენებს, რომ კვირაში 40 საათზე მეტი დროის გატარება სამსახურში უფრო ნაკლებ პროდუქტიულობას გვაძლევს.

რატომ არის რთული დატოვოთ სამუშაო დროულად? როგორი მიზეზიც არ უნდა გქონდეთ, დროა გადააფასოთ. ასე რომ, შეწყვიტეთ დამატებითი საათების გამოყენება და წაიკითხეთ შემდეგი 7 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ დროის ეფექტურად მართვაში.

1.დღის დასაწყისში დაგეგმეთ დღის ბოლო
ეს თითქოს ადვილია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი არ ტოვებს სამუშაოს დროულად, რადგან მათ აქვთ მოლოდინი, რომ დაასრულებენ დღის ბოლომდე მას. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი გრძელდება დიდხანს, რაც რეალურად იწვევს ბევრ გართულებებს. ამიტომ გირჩევთ, მიხვალთ თუ არა სამსახურში დააყენეთ თქვენს ტელეფონში ის დრო, როდესაც უნდა წამოხვიდეთ სამსახურიდან და როდესაც მობილური ტელეფონი დარეკავს ზარს ფსიქოლოგიურად გაგიადვილდებათ სამუშაოს მიტოვება.

2.უთხარით კოლეგებს, როდის უნდა წახვიდეთ
თუ თქვენ ეტყვით, თუნდაც თქვენს თანამშრომლებს, თუ როდის უნდა წახვიდეთ, სავარაუდოა, რომ თქვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეასრულებთ მას. დაივალდებულეთ საკუთარი თავი და შემდეგ გაუზიარეთ ის სხვებს. მაგალითად, უთხარით თქვენს თანამშრომლებს: ''მე უნდა წავიდე დღეს დროულად, ამიტომ თუ თქვენ გაქვთ ჩემთან რაიმე საქმე მითხარით 3 საათამდე''. ამით თანამშრომლებს შეექმნებათ განწყობა, რომ თქვენ რეალურად არ გეცლებათ საღამოს, რითაც თქვენ თავიდან აიცილებთ ზედმეტ შეხვედრებს, თუ დავალებებს. სცადეთ ეს მეთოდი ერთ დღეს, შემდეგ მეორე დღეს და გააგრძელეთ შემდეგ დღეებშიც. საბოლოოდ, თქვენ შეაჩვევთ თქვენ თანამშრომლებს, იმ ფაქტს, რომ თქვენ უნდა დატოვოთ სამსახური დროულად. 

3. დაიტოვეთ გარდამავალი დრო 20 წუთი
მას შემდეგ, რაც თქვენ დანიშნავთ სამსახურიდან წამოსვლის დროს, დაიტოვეთ 20 წუთი, რადგან გადააფასოთ და წაშალოთ ყველა ის ინფორმაცია თუნდაც იმეილზე, რაც შემდეგში თქვენთვის არასაჭირო იქნება და მოემზადეთ ხვალინდელი დღისთვის.

4. გააკეთეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე
დარწმუნდით, რომ თქვენთვის ყველაზე რთულ საქმეს მორჩებით დროულად. გააკეთეთ ის პროექტი პირველ რიგში, რომელიც თქვენი აზრით არის რთული და თქვენთვის უსიამოვნო და დრო არ დაკარგოთ მარტივ საქმეებში, რომელსაც ადვილად დაასრულებთ. საქმეები დაანაწილეთ პრიორიტეტებად. შექმენით სია ორ სვეტად, მარცხენა მხარეს მიუთითეთ ხუთიდან სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე თქვენთვის, ხოლო მარჯვენა მხარეს მიუთითეთ თქვენი ყოველდღიური საქმეები. დღის ბოლოს შეადარეთ ისინი.

5.შეწყვიტეთ დროის კარგვა დღის განმავლობაში
თუ თქვენ ხშირად ხართ სამსახურში გვიანობამდე, შეაფასეთ თქვენი სამუშაო პრაქტიკა დღის განმავლობაში. მიგაჩნიათ თუ არა, რომ მნიშვნელოვანია ელ-ფოსტის ყოველ 5 წუთში შემოწმება? არ არის მნიშვნელოვანი იმეილის ყოველ 5 წუთში შემოწმება, რადგან ამას თქვენი დიდი დრო და ენერგია მიაქვას, რაც საბოლოოდ თქვენს პროდუქტიულობაზე  ცუდად მოქმედებს. იმეილი შეამოწმეთ დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ.

6. აიღეთ ტელეფონი
ისაუბრეთ პროდუქტიულად, მართალია, იმეილი პრაქტიკულია, თუმცა მას მიაქვს დიდი დრო. ის საქმე, რაც შეგიძლიათ ტელეფონით დარეკვით მოაგვაროთ მოაგვარეთ და ამით დაზოგავთ დროს.

7. გამოიყენეთ ტექნოლოგია, იგი დაგეხმარებათ ფოკუსირებაში
მართალია, ზოგი ტექნოლოგია თუ პროგრამა ხელის შემშლელია და დროს გაკარგვინებთ, თუმცა არსებობს ისეთი პროგრამებიც, რომლებიც დაგეხმარებათ საქმის ადვილად შესრულებაში და დროის დაზოგვაში.

დაიმახსოვრეთ, ცხოვრება მოკლეა დრო ძვირფასი. გააკეთოთ თქვენი საქმე 100% მაღალხარისხიანად და კარგად, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი დღე სამსახურში უნდა გაატაროთ. გადაწყვეტილება? დაალაგეთ პრიორიტეტები, შეამცირეთ ის საქმეები, რაც ყურადღებას გიფანტავთ, შეასრულეთ თქვენი დღის გეგმა და შემდეგ დატოვეთ სამუშაო.

 

| გააზიარე
მოგწონთ?