7 ხერხი გაბრაზებული კლიენტის „მოსაგერიებლად“


სამსახურში პოზიტიურ ტალღაზე მყოფს შეიძლება უცებ მოსულმა გაბრაზებულმა კლიენტმა წაგართვას მთელი დღის ენერგია, წაიღოს მთელი დადებითი ემოციები, დააქვეითოს თქვენი მოტივაცია. თქვენ ხდებით არაპროდუქტიული და ის დღე პრაქტიკულად დაკარგულია. ეს რომ არ მოხდეს, შეგიძლიათ სცადოთ რამდენიმე მეთოდი გაბრაზებულ კლინტებთან ურთიერთობისას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მუშაობს. ასე სიტუაციიდან ადვილად  გამოხვალთ და თან  ნაკლებ „ნერვებს“ და ენერგიას  დახარჯავთ.

1.კლიენტს საშუალება უნდა მისცეთ დაიცალოს დაგროვილი ნეგატიური ემოციებისგამ, რისი მიზეზიც, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება სულაც არ იყოთ თქვენ, მიუხედავად ამისა თქვენ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, სხვა შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ არაფრით განსხვავდებით მისგან.

2.არ დაიწყოთ თავის მართლება, ამით მასში კიდევ უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევთ და ის „ხურდას“ აუცილებლად დაგიბრუნებთ, რამაც შეიძლება თქვენ გამოგიყვანოთ წყობიდან და სიტუაცია შეიძლება უმართავი გახდეს. ეს კი პირდაპირ მომაკვდინებლად მოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე.

3.ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ხმის ტემბრს, არა უპასუხოთ აგრესიული ტონით, უთხარით, რომ მისი გესმით, რომ ის მართალია, ანუ მას უნდა უთხრათ ის, რისი გაგონებაც უნდა და აუცილებლად უყურეთ თვალებში, თქვენი სიმშვიდე ასე შეიძლება გადასდოთ მას.

4.დამშვიდებულ კლიენტთან სიტუაციის გარკვევის შემდგომ შეიძლება, ის გაღიმებული, მადლობით დაგემშვიდობოთ და არც თქვენ დაიშუროთ მისთვის ღიმილი.

5.თუ ისეთი შემთხვევაა, სადაც არც თქვენი სიმშვიდე და არც თქვენი ტკბილი ენა ჭრის, დროა საჭირო ადამიანები ჩარეთონ საქმეში და თქვენ ბევრს ნუ ილაპარაკებთ, გახსოვდეთ, ზედმეტი სიტყვები - ზედმეტი პრობლემა შეიძლება გახდეს.

6.სიმშვიდის შენარჩუნება და ემოციების მართვა დაგეხმარებათ დღე მშვიდად და პოზიტიურად გაატაროთ, ნუ მისცემთ უფლებას წაიღოს თქვენი მთელი დღის ენერგია, დაზოგეთ ის და შეგიძლიათ ბევრად სასიამოვნო და სასიკეთო საქმისთვის შემოინახოთ.

7.ჩავლილ შემთხვევაზე ნუ ისაუბრებთ, ნუ განიხილავთ, ის ნეგატივს შემოიტანს თქვენს ემოციებში, ამიტომ, როგორც რალფ უოლდო ემერსონმა თქვა „ჩათვალეთ ყოველი დასრულებული დღე დასრულებულად. თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ. დღის განმავლობაში იყო შეცდომები და უხერხულობები... დაივიწყეთ მათ შესახებ. ხვალ დადგება ახალი დღე... დაიწყეთ ის კარგად და ნუ გაიფუჭებთ ხასიათს გუშინდელი სისულელეების გამო!“

 


 

| გააზიარე
მოგწონთ?