გააკეთეთ რამე!


როცა სირთულეები ჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რას აკეთებთ?  მოდით დაფიქრდით და გულწრფელად უპასუხეთ. სირთულესაც გააჩნია, ზოგო წუწუნით შემოიფარგლება, ზოგიც სხვებს ელოდება როდის მოიმოქმედებენ რამეს, ან სულაც დინებას მიჰყვებიან და გულგრილად ფიქრობენ, რომ ესეც ჩაივლის, ან სულაც თვითონ ცდილობენ შეეჭიდონ გამოწვევებს და ა.შ.

ნებისმიერ  ნაბიჯს და ნებისმიერ ქმედებას აქვს შესაბამის მოტივი, თუ ფიქრობთ, რომ საკმარისი მოტივაცია არ გაქვთ პრობლემის მოსაგვარებლად ხელი გაანძრიოთ და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოთ გამოწვევებთან საბრძოლვევლად - ერთი მარტივი პასუხი მაქვს თქვენთვის - „იღონეთ რამე“, ნებისმიერი რამ, ოღონდ „გააკეთეთ რამე“, ნებისმიერი ადეკვატური ქმედება და ამ ქმედების საპასუხო რეაქცია მომავალი ქმედებების მოტივირებისთვის გამოიყენეთ.

მოქმედების გარეშე გეგმები ცარიელ ოცნებად დარჩება, ამიტომ თუ თავს რაღაცის, თუნდაც უმნიშვნელო რამის გაკეთებას დააძალებთ, დიდი ამოცანების შესრულება უფრო გაგიადვილდებათ. გამოწვევის  წინაშე უმოქმედოდ ნუ იქნებით, ყოველდღე თითო ნაბიჯი გადადგით, უბრალოდ სცადეთ და ნახეთ, რა გამოვა.

წარმატების საზომი ქმედებაა,  ამიტომ ნებისმიერი შედეგი შეიძლება მიღწევად ჩაითვალოს და თავადაც  იქცეთ საკუთარი შთაგონების წყაროდ. როგორც ოპრა უინფრი ამბობს: „ნუ შეგეშინდებათ შეცდომის დაშვება, მხოლოდ ისაა უშეცდომო, ვინც არაფერს აკეთებს“.

| გააზიარე
მოგწონთ?