15 ცხოვრებისეული ფრაზა დისნეის მულტფილმებიდან


ალბათ ყველას ძალიან გიყვარდათ ბავშვობაში დისნეის მულტფილმები და დღესაც, ალბათ ხშირად გამოგიჭერიათ საკუთარი თავი, თუ როგორ სიამოვნებით უყურებთ მათ ბავშვების ხათრით.

მულტფილმები, რომლებიც ასე გვიტაცებს არა მხოლოდ გასართობი, არამედ შემეცნებითი მნიშვნელობისაა და ეს არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც ხშირად ბევრ რამეს გვასწავლის. 

 

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ციტატებს დისნეის მულტფილმებიდან, რომლებიც ნამდვილად დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ:


  
1. საკუთარი სისუსტის ცოდნა და მასზე გაცინება თავის დადანაშაულების მაგივრად, ბედნიერს გაგხდის, რადგან საბოლოოდ მიხვდები, რომ სრულყოფილი არავინაა. (მიკი მაუსი)

2. არ დანებდე. შენი რწმენა იქ მიგიყვანს, სადაც გინდა რომ იყო. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად რთულია გზა, არ დაკარგო რწმენა და შეძლებ ყველა ოცნების ახდენას! (კონკია)

3. რთული სიტუაცია გასწავლის ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილს, თუ შენ ამ გამოწვევას მიიღებ, ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან საფეხურზე ახვალ. (დამბო)

4. როდესაც შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებ, გწამდეს სამართლიანობის და არ დაკარგო იმედი. (პიტერ პენი)

5. იყავი მომთმენი. სასწაულის მოხდენას ცოტა დრო და დანახვა სჭირდება. (კონკია)

6. დაიჯერე, რომ შენ ეს შეგიძლია და საქმე სანახევროდ უკვე გაკეთებულია. თქვი „მე ჭეშმარიტ გზაზე ვარ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ან რამდენად შორს, მე ძლიერი ვარ, ამის მჯერა და ვივლი მანამდე და ყველგან, სანამ არ მივალ იქ, სადაც ჩემი ადგილია!“ (ჰერკულესი)

7. შრომა დაუსრულებელია, შეეშვი წუწუნს, დაივიწყე შფოთვა საქმის სიმრავლის გამო და აკეთე ის, რაც შეგიძლია. (ფიფქია და შვიდი ჯუჯა)

8. რისი შეცვლაც არ შეგიძლია გაუშვი, ფოკუსირდი იმაზე, რისი შეცვლაც ძალგიძს. გამოფხიზლდი და მიმოიხედე, თუ შენ იდარდებ წარსულზე, ვერასოდეს დაინახავ, რა გელის წინ. (რატატუი)

9. ადამიანები ისეთნი არ არიან, როგორიც ერთი შეხედვით გგონია. არ შეაფასო და განსაჯო მანამ, სანამ ბოლომდე არ გაუგებ მათ. ნუ გასულელდები მხოლოდ ბანალური გარეგნობით. მთავარია არა ის, რაც გარედან ჩანს, არამედ ის, რაც მის შიგნითაა! (ალადინი)

10. შენ ის იქნები, ვინც გსურს რომ იყო. არ მისცე უფლება სხვებს, შენ მაგივრად არჩევანი გააკეთონ და განსაზღვრონ შენი შესაძლებლობების ზღვარი, რადგან შენი შესაძლებლობების განმსაზღვრელი მხოლოდ შენ ხარ! (რატატუი)

11. ცხოვრებაში ხშირია აღმასვლა და ვარდნა, შენ ეს უნდა მიიღო გაკვეთილად. როდესაც ცხოვრება ძირს დაგანარცხებს იცი რა უნდა გააკეთო? უბრალოდ სვლა უნდა განაგრძო! (ნემოს ძიებაში)

12. წარსულისგან თავის დასაღწევად ყველაზე იოლი გზა მისი დავიწყებაა, მაგრამ შენ მისგან უნდა ისწავლო. (მეფე ლომი)

13. შენ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ შენ ხარ. ასე რომ პრობლემებსაც მამაცურად შეხვდი! (მამაცი)

14. პატარა სიკეთესაც კი, რომელსაც გააკეთებ, მსოფლიოს შეცვლა შეუძლია. მცირე ყურადღებაც კი - ყველაფერს სხვაგვარს ხდის. (ვინი პუჰი)

15. თუ გსურს, რომ შენს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი მოხდეს, გახადე ის რეალური, თუ მოინდომებ ზღაპარიც ახდება, ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. (პრინცესა და ბაყაყი)
                                   

| გააზიარე
მოგწონთ?