ფრაზები, რომელსაც პირველ სამუშაო დღეს უნდა მოერიდოთ


ბუნებრივია, ყველას გვსურს, რომ სხვების მხრიდან მოწონება დავიმსახუროთ, მათზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ და გარემოში ადაპტირება მარტივად შევძლოთ. თუმცა ის, თუ რას იტყვით პირველ სამუშაო დღეს სამსახურში, იმოქმედებს არა მხოლოდ თქვენი კოლეგების დამოკიდებულებაზე თქვენ მიმართ, არამედ თქვენს ღირებულებაზეც. თქვენი სიტყვების გამო შეიძლება სამსახური პირველი 3 თვის განმავლობაში დაგატოვებინონ. სწორედ ამიტომ, სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით და ჯერ სხვების აზრი მოისმინეთ. 

გთავაზობთ ფრაზებს, რომელსაც უმჯობესია პირველ სამუშაო დღეს მოერიდოთ:


- „ტელეფონზე საუბრისას სხვანაირი წარმომედგინეთ“

არასდროს დაიწყოთ საუბარი ისე, თითქოს გაოცებული ან იმედგაცრუებული ხართ ადამიანთან შეხვედრის მოლოდინების გამო. ამის ნაცვლად თქვით სალამი და თავაზიანად უთხარით, რომ მასთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა.


- „ღმერთო ჩემო, ეს ძალიან მომწონს !“

თქვენ უკვე აგიყვანეს, ამიტომ თავის მოსაწონად განსაკუთრებული მცდელობა ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. იცოდეთ, რომ შთაბეჭდილებას თქვენი ბუნებრივობით უკეთესად მოახდენთ, ვიდრე ხელოვნურად გამოხატული ემოციებით.


- „როდის დავწინაურდები?“  

ჯერ წინ გამოსაცდელი პერიოდი გაქვთ, ასე რომ ამაზე საუბარი სამუშაოს პირველივე დღეს ძალიან ადრეა.


- „პარასკევობით ადრე უნდა წავიდე“

თუ თქვენ წინასწარ არ გისაუბრიათ ამ თემაზე და უეცრად სამუშაოს პირველ დღეს აჟღერებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი თავის გარდა პატივს არავის სცემთ. კოლეგები კი თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას, მონდომებასა და განვითარების სურვილს მოელიან.

 

- „ამის გაკეთება მე სხვანაირად ვიცი“

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ სწორედ განსხვავებული უნარების გამო დაგიქირავეს, თუმცა საქმისადმი სხვანაირ მიდგომას თუ არასწორად შეფუთავთ, გამოჩნდება, რომ იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც დაგიქირავათ, ნეგატიურად და კრიტიკულად ხართ განწყობილი. ამიტომ ეცადეთ, დაანახოთ დამქირავებელს თქვენი მზადყოფნა იმისთვის, რომ საქმის გაკეთებას კომპანიისეული გზებით აპირებთ.  
 

- „გავიგე, რომ... მართალია?“

ჭორები განსაკუთრებით პირველ სამუშაო დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ამიტომ, მოერიდეთ მის გავრცელებას კომპანიის, ახალი კოლეგებისა თუ ძველი დამქირავებლის შესახებ.


- „ახლა ცუდი პერიოდი მაქვს“

როდესაც პირველად ხვდებით თქვენს უფროსს და კოლეგებს, უმჯობესია თავი აარიდოთ პირად პრობლემებზე საუბარს, რადგან ეს მათ ეჭვს გაუჩენს, რომ სამუშაოზე ფოკუსირებას ვერ შეძლებთ.



- „ჩემი ყოფილი უფროსი სულელი იყო“

შეიძლება თქვენი უფროსი მართლაც იყო ცუდი პიროვნება, თუმცა ასეთი ნეგატიური შეფასება მიუღებელია. შესაძლოა ამ გამოსვლამ დიდი ზიანი მოუტანოს თქვენს პროფესიულ სახელს და თქვენი უფროსის ნაცვლად სულელი თავად წარმოგაჩინოთ.  


- „დავიღალე“

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ენერგიის მაქსიმუმის წარმოჩენა, განსაკუთრებით კი სამუშაოს პირველ დღეს, რადგან ამ დროს თქვენს შრომისუნარიანობასა და საქმისადმი დამოკიდებულებას, შეიძლება ითქვას, რომ „მიკროსკოპით“ აკვირდებიან.


გახსოვდეთ, რომ პირველ ეტაპზე დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ პატივისცემა და თავაზიანობა დაიმსახუროთ. ეცადეთ დაუმტკიცოთ თქვენს უფროსსა და კოლეგებს, რომ მათ გვერდით დიადი გეგმებისა და მიზნებისთვის ხართ. smiley


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?