როგორ ავარიდოთ თავი კონფლიქტურ სიტუაციებს სტრესის ქვეშ


პრობლემები სამსახურში: გავეთავისუფლო თუ არა?
თუ მონიტორის წინ სადილის აუცილებლობა სამსახურში სტრესის ერთადერთი მიზეზია, უბრალოდ იპოვეთ პატარა კაფე სამსახურის მახლობლად. მაგრამ რა უნდა ქნათ თუ უხასიათობის და უგუნებობის მიზეზი მაგალითად უფროსია, რომელიც  შეუსრულებელ დავალებებს იძლევა? ან დაბალი ანაზღაურება გადატვირთული და ზენორმირებული სამუშაო პირობები? ან კონფლიქტი კოლეგებთან? 
ვარიანტი პირველი: გათავისუფლება.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ადგეთ და დატოვოთ სამსახური. იმას, რომ ამ ვარიანტს ირჩევს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომელთა უმრავლესობა ამტკიცებს საკადრო ცენტრ ,,იუნიტი“-ს სპეციალისტების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. 100 გამოკითხული, საშუალო და მაღალი დონის მენეჯერებიდან, 35 იძულებული იყო შეეცვალა სამუშაო ადგილი მუდმივ სტერსში ყოფნის გამო. სტრესის ძირითად მიზეზად გამოკითხვაში მონაწილე მენეჯერებმა დაასახელეს ხმაურისგან არა იზოლირებული გარემო, არაკომფორტული ტემპერატურა, ოფისის ცუდი განათება და მოუხერხებელი სამუშაო ადგილი.

ვარიანტი მეორე: ,,ისწავლეთ საკუთარი თავის ფლობა“.
გათავისუფლება თუ არ შედის თქვენს გეგმებში, სტრესთან გამკლავება სხვაგვარად მოგიწვთ. ეს მეორე ვარიანტი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციასა და  გუნება-განწყობილებაზეც... მაგალითად, თუ თქვენ ჩახლართული კონფლიქტი გაქვთ კოლეგებთან.

კოლეგებთან კონფლიქტი ნორმალური მოვლენაა, თუ არ გრძელდება დიდხანს ან იმდენად ხშირი სახე არ აქვს, რომ  მუშაობა შეუძლებელი ხდება. პრობლემას  რეალურად წარმოადგენს არა თვითონ კონფლიქტი, არამედ იმ ადამიანთა ქცევები, რომელთა ინტერესებიცაა მოცული. კონფლიქტის ცივილიზირებული გადაწყვეტა - ესაა გახსნილი საუბარი წამოჭრილ, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების შესახებ. ბარბაროსული მეთოდები, მაგალითად, როგორიცაა პირადი თავდასხმები, სხვათა დამსახურებების კრიტიკა, ყურადღების და დახმარების უსასრულო მოთხოვნა, უხეში და დამამცირებელი მიმართვა, ირონიული შენიშვნები, მუდმივი დასმენა  ხელმძღვანელობასთან  მოითხოვს დაპირისპირებას. არ ღირს, როგორც სირაქლემა დამალოთ თავი ქვიშაში, არ შეიმჩნიოთ თქვენ მიმართ  აგრესიული ურთიერთობის ან უსამართლო მოპყრობის აშკარა სიგნალი და არც კონფლიქტის სტადიაზე სამსახურიდან გათავისუფლებაზე აჩქარება არ ღირს. სხვაგვარად თქვენ სამსახურიდან წასვლის სტერეოტიპს მიიკრავთ  ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი იქ ყოფნა რომელიმე კოლეგისთვის იქნება ხელისშემშლელი. სტრესის მიუხედავად შეეცადეთ შეინარჩუნოთ საკუთარი ღირსების შეგრძნება.
პირველ რიგში შეეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ კონფლიქტის საფეხური. ის თუ რომელი თქვენი ინტერესია მასში დარღვეული. რა დაზარალდა მეტად: თქვენი რეპუტაცია, როგორც პროფესიონალის, ფინანსები თუ ადამიანური ღირსება? ამან შეიძლება მიგანიშნოთ რომელი ასპექტი უნდა დაიცვათ.

შეხედეთ საკუთარ თავს სხვების თვალით
შემდეგი ნაბიჯი-დაფიქრდით რამ გამოიწვია მტრული დამოკიდებულება თქვენ მიმართ. შეხედეთ სიტუაციას გარკვეულწილად განყენებულად. დააყენეთ საკუთარი თავი კოლეგების ადგილზე და სიტუაციას შეხედეთ მათი თვალებით. სავარაუდოდ თქვენ მიხვდებით,  რამდენად და რაში შელახეთ თქვენ სხვა ადამიანების ინტერესები და სად შეილახა თქვენი. ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რაში უნდა დაუთმოთ ან დაიცვათ თქვენი პოზიცია.
ხდება, რომ თქვენ უშლით რომელიმე კოლეგას და ის აჯანყებს თქვენს წინააღმდეგ კოლექტივს. ამ სიტუაციაში, რაც არ უნდა რთული იყოს თავის დაღწევა საკუთარი ემოციებისაგან, შეეცადედეთ კონცენტრირება მოახდინოთ მხოლოდ სამსახურზე, რადგან მასთან გამკლავება ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც არის უნარი, რომელიც თქვენ გამოგადგებათ ნებისმიერ ორგანიზაციაში.

მიიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილებები
მოგვიანებით თქვენ შეძლებთ მოსინჯოთ მოლაპარაკებები კონფლიქტის ყველა მონაწილესთან პირისპირ და შეეცადოთ გაარკვიოთ წამოჭრილი უკმაყოფილება. ხალხი ჩვეულებრივ მზად არის წავიდეს ერთი-ერთზე კონტაქტზე, თუ თქვენ შეძლებთ კეთილგანწყობის შენარჩუნებას და შეარჩევთ ამისთვის შესაბამის გარემოს და დროს. ასეთი საუბრებისას ხშირად ირკვევა, რომ პიროვნებას პირადად არაფერი არ აქვს თქვენი საწინააღმდეგო და მისი ქცევები გამოწვეულია გაურკვევლობით, ჭორებით ან ვინმეს მხარდაჭერის დაკარგვის შიშით. როდესაც თქვენ დაგილაგდებათ ურთიერთობა კოლეგების უმრავლესობასთან, ნათელი გახდება კონფლიქტის მიზეზი და კომპანიის მთლიანი სიტუაცია, თქვენ შეძლებთ ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას - რა ღირს გათავისუფლება, თუ ამ ორგანიზაციაში მუშაობის გააგრძელება.

სასარგებლო რჩევები

  • კოლეგებთან კონფლიქტი რომ არ განმეორდეს მოიქეცით ბუნებრივად. არაა აუცილებელი მოერგოთ სხვებს და ამის გამო დათრგუნოთ თქვენი ინდივიდუალიზმი, მაგრამ ჯამში საერთო  სიტუაციის მორგება აუცილებელია.
  • თუ კოლექტივში დაძაბულობაა საკუთარი ღირსების შენარჩუნებისათვის შეძლებისდაგვარად შეეცადეთ იყოთ დამოუკიდებელი. თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ იყოთ სხვადასხვა ინტრიგების კურსში, სხვაგვარად დრო მუშაობისთვის არც გექნებათ.
  • თუ თქვენ მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად მოკავშირედ გამოიყენეთ იუმორი, ან მსუბუქი თვითირონია. ის, ვისაც არ ეშინია ხანდახან იყოს ირონიული საკუთარ თავთან მიმართებაში, ფლობს მყარ თავდაცვას და ტოვებს მეტად კეთილგანწყობილ შთაბეჭდილებას.
  • დამოუკიდებელ და თავშეკავებული ხასიათის  ადამიანებმა, უნდა მისცენ გარემოცვას საშუალება გაიგონ, რა საკითხებში შეიძლება წავიდნენ დათმობაზე და რაში - არა.
  • თუ თქვენ მიდრეკილი ხართ გამაღიზიანებლობისკენ, შეეცადეთ არ მისცეთ უფლება საკუთარ თავს გამოიყურებოდეთ როგორც ბუზღუნა, მოსაწყენი ადამიანი. გაითვალისწინეთ რომ თავდასხმა - თავდაცვის ყველაზე წარუმატებელი საშუალებაა.
  • შეინარჩუნეთ მხოლოდ ფორმალური ურთიერთობები იმ კოლეგებთან, რომელთაც რამით აღიზიანებდით ან გაღიზიანებდნენ თქვენ. ამ შემთხვევაში საუკეთესოა ყოველთვის მიმართოთ ,,თქვენ“ და შეინარჩუნოთ დისტანცია, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ სტრესისგან თავის არიდებას.
  • და კიდევ ერთი რჩევა: მნიშვნელოვანია დრო და დრო საკუთარ თავს შეახსენოთ, რომ კონფლიქტები შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ კომპანიაში. ამის გააზრება დაგეხმარებათ კონფლიქტების თავიდან აცილებასა და სტრესის დონის შემცირებაში.


სხვადასხვა ქვეყნების კომპანიების თანამშრომელთა სტრესის დონე ( სააგენტო ,,Grant Thornton“-ის  მონაცემებით )

ჩინეთი - 84 % თანამშრომლები განიცდიან სამსახურში სტრესს
ინდოეთი - 79 %
რუსეთი - 76 %
ბოტსვანა - 70 %
ნიდერლანდები - 37 %
შვედეთი - 27 %


წყარო: http://www.rabota.ru

| გააზიარე
მოგწონთ?