5 ბარიერი, რომელიც აუცილებლად უნდა გადალახოთ მიზნების მისაღწევად


ძალიან ცოტა რამ არსებობს ისეთი, რაზეც საზოგადოება ერთხმად თანხმდება. მაგრამ ის, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა ბევრი შრომა, ბრძოლა და შეუპოვრება, საყოველთაოდ აღიარებულია.  

ძალიან ხშირად ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უყურადღებოდ გვრჩება. ეს არის ფსიქიკური ძალა. ზოგიერთი ადამიანი თავს კარგად გრძნობს, როდესაც იგი ემოციურად სტაბილურია, ზოგს კი ბევრი შრომა უწევს ამ რეფლექსის გამომუშავებისთვის. ფსიქიკური სიძლიერის გამომუშავება ძალიან გვეხმარება ცხოვრებაში.

წარმოგიდგენთ 5 ბარიერს, რომელსაც უქმნით საკუთარ თავს და რომელიც აუცილებლად უნდა გადალახოთ:

 

1. შური

ძალიან ხშირად ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ სხვების კეთილდღეობასა და წარმატებას, რაც უმეტესად აფერხებს მათ საკუთარ წარმატებას. იმისათვის, რომ მოიპოვოთ ემოციური მდგრადობა, საჭიროა არ გაგიტაცოთ წარმატებული ადამიანების შურით ცქერამ და მათ ადგილას ყოფნაზე ოცნებამ. თქვენ თავად შეგიძლიათ მიაღწიოთ მას, თუ ამ წინაღობას გადალახავთ.

 

2. სრულყოფილებისაკენ სწრაფვა

სრულყოფილებისკენ სწრაფვა გართმევთ უნარს, რომ კარგად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები. იგი გიტოვებთ განცდას, რომ არ ხართ საკმარისად კარგი, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დეპრესიასა და მღელვარებას. თუ ამ ბარიერს გადალახავთ, თქვენ წინ ახალი შესაძლებლობებიც გაიხსნება.

 

3. საკუთარი თავის სხვებთან შედარება

საკუთარი თავის მუდმივად სხვებთან შედარება, დროის ტყუილად კარგვაა. წარმატებული ადამიანები ვერასდროს გახდებოდნენ წარმატებულნი, თუ საკუთარ ცხოვრებას სხვისას შეადარებდნენ. გახსოვდეთ, ,,ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა გახდეთ, ეს თავად ხართ წარსულში."

 

4. ადამიანების გაკიცხვა

ხშირად ადამიანები საკუთარი წარუმატებლობის დაფარვას სხვისი გაკიცხვით ცდილობენ, რადგან როდესაც რაღაც არ გამოსდით, უფრო მარტივია სხვა დაადანაშაულონ. უმჯობესია აღმოაჩინოთ პრობლემა საკუთარ თავში და მეტი დრო დაუთმოთ მის გადაჭრას. 

"შენი ცხოვრება არის იმის ნაყოფი, რასაც აკეთებ. არ გაქვს უფლება ვინმე დაადანაშაულო საკუთარი თავის გარდა" - ჯოზეფ კემპბელი

 

5.საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვება

საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვება ხშირად დიდ ბარიერს ქმნის წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. როდესაც თქვენს გონებაში ის იჭრება, საჭიროა თქვენი მიღწევები გაიხსენოთ. ვინ იყავით უწინ და ვინ ხართ ახლა. შეეცადეთ სწრაფად მოახდინოთ რეაგირება და არ მისცეთ ეჭვებს საშუალება, თქვენი გონება დაბინდონ.

თუ თქვენ გადალახავთ ამ დაბრკოლებებს, შეძლებთ გაძლიერდეთ ფსიქიკურად და აკონტროლოთ თქვენი ემოციები, მაშინ ხელს ვეღარაფერი შეგიშლით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.

 


addicted2success.com
 

| გააზიარე
მოგწონთ?