10 ბესთსელერი წიგნი ზაფხულში წასაკითხად


ზაფხულის ცხელი დღეების საინტერესოდ გასატარებლად, საუკეთესო საშუალებაა მზესთან ერთად ,,მივეფიცხოთ წიგნებსაც" და გავხადოთ დასვენება შემოქმედებითი. ამისათვის გირჩევთ 10 ბესთსელერს:

1.დანიელ კიზის ყვავილები ელჯერონისთვის - წიგნი მოგვითხრობს გენეტიკურ ექსპერიმენტზე, რომელიც ერთდროულად ჩაატარეს ადამიანზე სახელად - ჩარლი და ვირთხა - ელჯერნონზე. ექსპერიმენტის მიზანი იყო ადამიანის ტვინის შესწავლა მას შემდეგ, რაც მოახდინეს უკიდურესად დაბალი IQ-ს მქონე ჩარლის ინტელექტის ხელოვნური ზრდა. ჩარლის დღიურების სახით დაწერილ ნაწარმოებში მკითხველი თვალყურს ადევნებს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას და მის ეტაპობრივ სვლას გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურისკენ, აკვირდება მის გრძნობებს, დამოკიდებულებას სამყაროსთან.

2.„REWORK - ბიზნესი ცრურწმენების გარეშე“ - წიგნი ბიზნესისა და ნებისმიერი ინოვაციური საქმის დაწყების შესახებ. ეს წიგნი წარმოადგენს შესანიშნავ სახელმძღვანელოს მათთვის, ვისაც ოდესმე საკუთარი საქმის წამოწყებაზე უოცნებია. გამოცდილი მეწარმეები, მცირე ბიზნესის მფლობელები, ადამიანები, რომლებიც გამუდმებით არასასურველ საქმეს აკეთებენ, შემცირების მსხვერპლნი, თუ ხელოვანები, რომლებსაც აღარ უნდათ შიმშილობა ამ წიგნში რაიმე ღირებულ რჩევას აუცილებლად იპოვიან. 

3.ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ - რომანში ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის სიყვარულის ისტორიას ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში, ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.’’

4.გიორგი გურჯიევის „ცხოვრება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როცა „მე ვარ“- გიორგი გურჯიევი ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მან შექმნა უაღრესად საინტერესო და თვითმყოფადი მოძღვრება დედამიწასა და სხვა პლანეტებზე მოქმედი იდუმალი კანონების, ადამიანის რეალური სულიერი პრობლემების, აღმოსავლეთის ეზოტერული კულტურის შესახებ.

5.უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ - ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებით, მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ „გეგმას“, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას იწყებს საიდუმლოს გასაღების ხელში ჩასაგდებად.

6.პაულო კოელიოს  „ალქიმიკოსი“ - ეს წიგნი თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესთსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება. მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს.

7.ალბერ კამიუს „სიზიფეს მითი“-  ღმერთებმა სიზიფეს უზარმაზარი ლოდის მთის მწვერვალზე დაუსრულებლად ატანა მიუსაჯეს, საიდანაც ლოდი, მთელი თავისი სიმძიმით, უკან გორდება. სიზიფეს ტანჯვა მისი გამარჯვების ნაწილია, როგორც სიკეთე არ არსებობს ბოროტების გარეშე, როგორც მზის შუქი არ არსებობს ჩრდილის გარეშე, ისე არც გამარჯვება არსებობს საზღაურის გარეშე. 

8.ენდი უირის „მარსელი“ - ამ წიგნზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ,,მარსელი" მოგვითხრობს უბედური შემთხვევის შედეგად მარსზე სრულიად მარტო აღმოჩენილი ასტრონავტის შესახებ, რომელიც რთულ პირობებში მეცნიერების დახმარებით არ კარგავს იმედს და ცდილობს გადარჩენას. ,,მარსელი" დაწერილია ღრმა მეცნიერული ცოდნისა და მახვილი იუმორის საოცარი ნაზავით, მსუბუქად, ლაღად და ხალისიანად, სიცოცხლის სიყვარულითა და ადამიანების რწმენით. 

9.ალან პიზის „სხეულის ენა“ - გიოცნებიათ ოდესმე ადამიანების აზრები წაგეკითხათ ან მათი ფიქრები გამოგეცნოთ?! თუ კი ასეა, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა! სხეულის ენა სრული ვერსია გახლავთ საბაზისო ლექსიკონი, რომელიც გაგიკვლევთ გზას ადამიანთა განწყობების, ემოციების და ქცევების წასაკითხად. ეს წიგნი ცხოვრების ყველა ასპექტში დაგეხმარებათ - სახლში, პაემანზე თუ სამსახურში.

10.რამაზ გიგაურის „წარმატების 365 გასაღები“ - ეს წიგნი არის წარმატების ნამდვილი ფორმულა, თუ როგორ უნდა შევიცვალოთ უკეთესობისკენ, მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ოცნებები, მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებში და როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერები.

გახსოვდეთ, წარმატებული ადამიანები ბევრს კითხულობენ. გახადეთ წიგნი თქვენი ზაფხულის თანამგზავრი და გაიმრავალფეროვნეთ დასვენების დღეები!

 

| გააზიარე
მოგწონთ?