დეტალები, რომელსაც მენეჯერების მხოლოდ 20% აქცევს ყურადღებას


წარმატება დეტალებშია. წარმატებული ადამიანები კი სტატიაში მოცემულ 10 მნიშვნელოვან საკითხს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. 

1. მათ სურთ, რომ ფული მაღალ შედეგებში გადაიხადონ, ამიტომ ისინი გუნდის წევრების ძალისხმევასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

2. მათ სურთ ყველაზე მოტივირებული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, ამიტომ ისინი მათ შთააგონებენ.

3. ისინი თავის გუნდის წევრებს ეხმარებიან გახდნენ საუკეთესოები, მიაღწიონ  წარმატებებს და რაც მთავარია, იზიარებენ მათ სიხარულს.

4. აქვთ უმაღლეს ფასეულებებზე დამყარებული კორპორატიული კულტურა, რომელიც ღია და ხელმისაწვდომია  ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

5. მათი მოქმედებები და შედეგები, შთააგონებენ სხვებსაც, იოცნებონ, ისწავლონ, აკეთონ მეტი და გახდნენ უკეთესები.

6. საუკეთესო თანამშრომლების შესანარჩუნებლად მზად არიან გაიღონ დიდი თანხები, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები გაწირონ დიდი თანხების შესანარჩუნებლად.

7. ჰყავთ ბედნიერი თანამშრომლები, რომლებიც იზიდავენ ბედნიერ  მომხმარებლებს. ხოლო ბედნიერი მომხმარებლები თავის მხრივ მენეჯერების ბედნიერებას უზრუნველყოფენ.

8.მათ იციან თითოეული გუნდის წევრის პირდაპირი მოტივაცია და მიზეზი, თუ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.

9.მათ კარგად ესმით, რომ გუნდში მოტივაციის შექმნა, დემოტივატორების აღმოფხვრამდე შედეგს ვერ იძლევა.

10.წარმატებულ მენეჯერებს არასოდეს ავიწყდებათ გუნდის წევრების არამატერიალური დაფასება და მათი მიღწევების სიტყვიერი აღიარება.

ესეთი ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში არიან ლიდერები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ პიროვნებათშორის ურთიერთობებს და გულწრფელად ინტერესდებიან თავიანთი თანამშრომლებით. ცდილობენ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მიუდგნენ. ყველაფერი ერთად, ჯგუფის შრომის მაღალ ნაყოფიერებას და მისი წევრების შრომით მაღალ კმაყოფილებას უზრუნველყოფს.


მარიამ შარიქაძე
 

 

| გააზიარე
მოგწონთ?