15 სიტყვა, რომელიც არ უნდა გამოიყენოთ რეზიუმეში


,,თქვენ არასოდეს გექნებათ მეორე შანსი, მოახდინოთ პირველი შთაბეჭდილება’’. სწორედ ეს შეიძლება ითქვას მაშინ, როდესაც ეძებთ სამსახურს და აგზავნით CV-ის თქვენს საოცნებო პოზიციაზე. კონკურენცია ძალიან დიდია და თქვენ გაქვთ ცოტა დრო, რომ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოთ დამსაქმებელზე.     

ადამიანები, რომლებსაც კადრების შერჩევის დიდი გამოცდილება აქვთ, გვირჩევენ არ გამოვიყენოთ რეზიუმეში შემდეგი 15 სიტყვა:

 

1. უმუშევარი  

თქვენ მიერ მითითებული სამუშაოს ვადები უკვე აჩვენებს, რომ უმუშევარი ხართ, ამიტომ ამის დამატებით აღნიშვნა აღარ არის საჭირო.

 

2. შრომისმოყვარე  

დამსაქმებლები იმედოვნებენ, რომ თქვენ ხართ შრომისმოყვარე და მოტივირებული ადამიანი, რომელსაც სურს სასურველ პოზიციაზე დასაქმება, ამიტომ არ არის საჭირო, რომ თქვენ ეს დაწეროთ რეზიუმეში. 

 

3. მართლწერა

წაიკითხეთ თქვენი ნაწერი რამდენჯერმე, შეასწორეთ შეცდომები და მხოლოდ ამის შემდეგ დაბეჭდეთ. შეცდომით დაწერილ ერთ სიტყვასაც კი შეუძლია მთლიანად გააფუჭოს რეზიუმე, რადგან ეს მიუთითებს დეტალების მიმართ უყურადღებობაზე.


4. Microsoft Office 

დარწმუნდით, რომ თქვენ რეზიუმეში მითითებული გაქვთ მხოლოდ  მოცემული პოზიციისათვის შესაფერისი ინფორმაცია და ასევე ის უნარები, რომლებიც თქვენ გამოგარჩევთ სხვებისგან.  მათ შორის ნუ ჩაწერთ Microsoft Office-ის ცოდნას.

 

5. ობიექტური

არ არის საჭირო, რომ თქვენს რეზიუმეში არსებული ცარიელი სივრცე შეავსოთ ზედმეტი ინფორმაციით. ამასთანავე, თუ თქვენ წარადგენთ სამოტივაციო წერილს რეზიუმესთან ერთად, მკვეთრად გაიზრდება თქვენი დასაქმების შანსები.

 

6. მე, შენ, ის

მესამე პირში საუბარი მკითხველისათვის ცუდი აღსაქმელია. ვინმემ დაწერა რეზიუმე თქვენთვის? გადმოეცით მხოლოდ ფაქტები, მაგალითისთვის დაწერეთ, ოთხკაციანი ჯგუფის ხელმძღვანელობა და არა ,,მე ვხელმძღვანელობდი ოთხკაციან ჯგუფს.’’

 

7. ,,სუპერვარსკვლავი“

თუ თქვენ არ ხართ ნამდვილი სუპერვარსკვლავი და არ აგზავნით რეზიუმეს ისეთ პოზიციაზე, სადაც აღნიშნული მითითება ადეკვატურად მიგაჩნიათ, მაშინ სჯობს, საერთოდ არ მიუთითოთ ეს.

 

8. პუნქტუალური

კანდიდატი რომ პუნქტუალური უნდა იყოს, ეს მოსალოდნელია დამსაქმებლებისათვის, ამიტომ ამის მითითება საჭირო აღარ არის. 

 

9. ექსპერტი

მოერიდეთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიც არის ექსპერტი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რეალურად ეს არ შეგესაბამებათ ან იყავით მზად, რომ დაგისვამდნენ ბევრ კითხვას იმისთვის, რათა დარწმუნდნენ ნამდვილად ექსპერტი ხართ თუ არა.

 

10. ,,არ შემიძლია, ვერ შევძლებ’’

ნუ გამოიყენებთ  უარყოფით სიტყვებს, რადგან რეზიუმე უნდა ააშკარავებდეს  თქვენს შესაძლებლობებს და არა იმას, რაც არ შეგიძლიათ. 

 

11. უსარგებლო პერსონალური ინფორმაცია

ოჯახური მდგომარეობა, პირადი ინტერესები - ეს ის დეტალებია, რაც არ ეხება პიროვნების კვალიფიკაციას, რომელიც CV-ის აგზავნის კონკრეტულ პოზიციაზე, ამიტომ არ არის საჭირო მათი აღნიშვნა.

 

12. ,,ვიცი HTML, Photoshop’’

თქვენ შესაძლოა ფიქრობთ, რომ  რეზიუმეში ყველა უნარის ჩამოთვლა, რაც კი გაგაჩნიათ, გაზრდის თქვენი დასაქმების შანსებს, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის სიმართლე. თქვენი უნარების შესახებ სიმართლის თქმა უკეთესი გზაა დასაქმებისაკენ. შესაძლოა დაიმსახუროთ დამსაქმებლის კეთილგანწყობა თქვენი პატიოსნებითა და გულახდილობით.

 

13. ჰობი

ის დეტალები, რაც არ არის კავშირში კონკრეტულ პოზიციასთან, სჯობს, არ მიუთითოთ რეზიუმეში.

 

14. კვალიფიციური

თქმის ნაცვლად, რომ ხართ კვალიფიციური, სჯობს აჩვენოთ ეს. მიუთითეთ თქვენი გამოცდილების შესახებ და შემდეგ აღწერეთ რისი გაკეთება გიხდებოდათ წინა სამსახურში ან რა წარმატებას მიაღწიეთ. მაგალითისთვის - ,,გაიზარდა მომხმარებელთა კმაყოფილება 30%-ით 9 თვის განმავლობაში“

 

15.დიასახლისი

დამსაქმებლები, როგორც წესი, არ სვამენ კითხვებს ამის შესახებ  და თქვენც უმჯობესია, არ მიუთითოთ.

 


businessinsider.com

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?