როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი?


მე და თქვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ის სხვა კი - ჩვენგან, რადგან უნიკალური ფიზიკური მახასიათებლების და პიროვნული თვისებების მატარებელნი ვართ. მაგრამ სხეულის იდეალური პროპორციები ან უცხო ენების ფლობა არ განაპირობებს სულიერ სიმშვიდეს. გარე სამყაროსთან ჯანსაღი ურთიერთობების ასაწყობად და შინაგანი კონფლიქტების მოსაწესრიგებლად აუცილებელია შეიცნოთ, მიიღოთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი, რაშიც ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ.


• ჯანსაღი ეგოიზმი

ჩვენი ქმედებების უმეტეს ნაწილს განაპირობებს დანაშაულისა და მოვალეობის გრძნობები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ ემთხვევა ჩვენს შინაგან მზაობასა და მისწრაფებებს. ალტრუიზმიც უნდა იყოს ზომიერი და მანამ, სანამ დამატებით ვალდებულებას ვიკისრებთ სხვების წინაშე, აუცილებელია, შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და, საჭიროების შემთხვევაში, ვთქვათ „არა!“

 

• თვითირონია და  კრიტიკა

სხვებისგან დადებითი შეფასების მიღების სურვილს ემსხვერპლება ჩვენი ინტერესები და ჯანმრთელობა. დროა  გავიაზროთ, რომ ყველას ვერ მოვეწონებით და ღირსეულად მივიღოთ კრიტიკა. თვითირონია და იუმორის გრძნობა კი  დაგვეხმარება იმის მიღებაში, რომ სრულყოფილება შორს არის ჩვენგან.

 

• დროის მართვა

ყოველდღიური რუტინა და პრობლემები არ გვაძლევს შესაძლებლობას დავუთმოთ საკუთარ თავს გარკვეული დრო. აუცილებელია, დღეში ერთი საათი მაინც დავრჩეთ მარტო, მოვუსმინოთ შინაგან ხმას და დავკავდეთ ჩვენთვის სასიამოვნო საქმით, რომელიც დადებითი ემოციებით დაგვმუხტავს. 

 

• თავდაჯერებულობა

ამბობენ, ისე მოექეცი სხვას, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენო. ეს ოქროს პრინციპი ორივე მიმართულებით მუშაობს: ისე მოექეცი საკუთარ თავს, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ. თვითაღქმა არ არის დამოკიდებული სოციალურ სტატუსსა თუ გარეგნობაზე, ეს არის გამომუშავებული უნარი, რომლის ძალითაც პატივს სცემ შენს თავს, ჯანსაღად აფასებ საკუთარ შესაძლებლობებს და უწყვეტად ვითარდები. 

 

• გარე სამყარო

ხშირად ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ სხვაში ის, რაც საკუთარ თავში ვერ აღმოვაჩინეთ. ასე ხდება შინაგანი ნაპრალის შევსება დადებითი შეფასებით, აღიარებით, სიყვარულით. პრობლემა არაჯანსაღ ურთიერთობებსა და გამოუთქმელ გრძნობებშია, რაც მოითხოვს სიღრმისეულ დამუშავებასა და ახალი ცხოვრების დაწყების მზაობას, სადაც ადგილი არ ექნება წარსულის შეცდომებს, წყენასა და ტკივილს, მათ კი ჩაენაცვლებათ პატიება და სიმშვიდე. 

შენ და მე ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, სწორედ ამიტომ გრძელი და საინტერესო გზა გველის – საკუთარი თავისა და ერთმანეთის შესაცნობად.


lifehacker.ru

| გააზიარე
მოგწონთ?