7 პიროვნული თვისება, რომელიც წარმატებულ ლიდერებს ახასიათებთ


ნამდვილი ლიდერებისთვის უმნიშვნელოვანესია კარგი პიროვნული თვისებები. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ჩვევები და ძლიერ ლიდერად ჩამოყალიბების გზაზე, კიდევ უფრო წინ წაიწიოთ.

 

1.ისწავლეთ, იყოთ ძლიერი, მაგრამ არა - უხეში. ეს არის დამატებითი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ, გახდეთ ძლევამოსილი და უნარიანი ლიდერი, მიღწევების ფართო სპექტრით.

 

2.ისწავლეთ, იყოთ თავაზიანი, მაგრამ არა - სუსტი და გაუბედავი. არ უნდა აგვერიოს თავაზიანობა სისუსტეში.

 

3.ისწავლეთ, იყოთ გაბედული, მაგრამ არა - თავხედი. გაბედულობა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში. გუნდს უნდა გაუძღვეთ, თუკი ნდობის მოპოვება გსურთ. უნდა შეგეძლოთ, მიიღოთ პირველი "ისარი", გადაწყვიტოთ პირველი ამოცანა და აღმოაჩინოთ პრობლემის პირველი ნიშანი.

 

4.ისწავლეთ, იყოთ თავმდაბალი, მაგრამ არა - მორცხვი.

 

5.იყავით ამაყი, მაგრამ არა - ამპარტავანი. სიამაყე აუცილებელიცაა, თუმცა ამპარტავნების გარეშე.

 

6.განავითარეთ იუმორის გრძნობა, ზომიერების ფარგლებში, ეს მნიშვნელოვანია ლიდერისთვის. 

 

7.და ბოლოს, მიიღეთ რეალობა. მიიღეთ სიმართლე. უბრალოდ, მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის და არასდროს შექმნათ ზედმეტი დრამა. ზოგი ადამიანი ცხოვრებას ტრაგიკულად აღიქვამს, მაგრამ გირჩევნიათ იფიქროთ, რომ ის უნიკალურია.

 

გისურვებთ წარმატებებს!


success.com

| გააზიარე
მოგწონთ?