ცოდნით გაცემული ქველმოქმედება


სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ბვერ ადამიანს აქვს დაკარგული იმედი და მომავლის რწმენა. ისინი იტანჯებიან, ყოველდღიურად განიცდიან დეგრადაციას, ყოველი ახალი დღე მათ რაღაცას ართმევს. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას და სოციალურ კეთილდღეობას თავიან ცხოვრებაში. 

თუ ჩვენ დღეს კარგად ვგრძნობთ თავს, ვახერხებთ საკუთარი თავის სტიმულირებას, მოტივაციას, გვაქვს ბედნიერების შეგრძნება, შეგვიძლია ჩვენი დროის პატარა ნაწილი გარკვეული პერიოდულობით დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირებათ რეალური სტიმული, თანადგომა, მოტივაცია, როცა მათთვის ერთჯერადი სოციალური დახმარება სულაც არ არის კეთილდღეობის გარანტია და იმედიმომავლის!

ფსიქოლოგიური დასკვნები კარგად მოწმობენ, რომ ხანგრძლივ ეკონომიკურ სიდუხჭირეს მოჰყვება დამანგრეველი შედეგები, რითაც იტანჯება მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, ეს ფაქტი ადამიანში იწვევს ფიზიკური, ფიქოლოგიური და კოგნიტური ფუნქციონირების გაუარესებას. ძნელია ადამიანს მისცე იმედი და მოსთხოვო ჰქონდეს მოტივაცია უკეთესი მომავლისთვის, როდესაც მათი პრობლემები დაკავშირებულია ყოვედღიური ცხოვრების აქტივობებთან, როგორიცაა, მაგალითად: საჭმლის მომზადება, საყიდლები, სისუფთავის შენარჩუნება. მერე, რატომღაც უკვირთ ,,უპრობლემო“ ადამიანთა კატეგორიას, თუ რატომ არიან ადამიანები ცინიკურად, მტრულად განწყობილნი და ოპტიმიზმს მოკლებულნი. არ უნდა დაგვავიწყდეს, ასეთ ოჯახებში არიან ბავშვებიც, რომლებიც ხდებიან რეალობის მსხვერპლნი, რეალობის, რომელიც აიძულებს პატარებს იცხოვრონ ხანგრძლივ სიღარიბეში, რაც თავისთავად ცხადია, ტოვებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და კოგნიტურ ანაბეჭდს, რითაც ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი ქვეითდება! ქრონიკული სტრესი კი იწვევს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებაზე გავლენას.

თუ ჩვენ ვახერხებთ, გავუმკლავდეთ ყოველდღიურ პატარ-პატრა სტრესორებს და ვანაცვლებთ მათ სხვა დადებითი მოვლენებითა და მოტივაციური რეაქციებით, ე.წ. სტრესის შემამცირებელი ცვლადებით, დროა, გულთან მივიტანოთ, ადამიანთა კატეგორია, რომელთაც სერიოზულად სჭირდებათ დახმარება, ჩვენი რჩევები, პირველ რიგში, იმაზე თუ როგორ დაიწყონ მომზადება და ფიქრი პრობლემების დაძლევაზე, აზროვნება რაციონალურად. სასურველია მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, წასაკითხი მასალები, ლიტერატურა.

ბევრი ვესაუბროთ, რომ დაიწყონ ეტაპობრივად დაძლევა სტრესების, ფიქრების გადმოტანა აწმყოზე, განვუმტკიცოთ მათ რეალობა ჩვენივე მაგალითებით. რეალურად შევაფასოდ მათი შესაძლებლობები, ვურჩიოთ საიდან დაიწყონ, რომ მალევე იგრძნონ თვითკმაყოფილება. ნუ დაგვენანება, გამოვუყოთ დრო, ვასწავლოთ, მივცეთ დავალებები, წავახალისოთ.

ცოდნა ნამდვილად დიდი ფუფუნებაა ადამინისთვის, და საუკეთესო იარაღი, რომ იბრძოლო მომავლისთვის,  ვისაც ეს გვაქვს უკვე, და თუკი დღეს  თავს ვიგრძნობთ ვალდებულად, რომ მოვახდინოთ სხვების ინტეგრაცია საზოგადოებაში, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი, ჩვენ ამით გადავდგამთ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს წარმატებისკენ!

არ დაგვავიწყდეს, სხვებსაც მოვუწოდოთ, რომ ცოდნით გაცემული ქველმოქმედება გადამდებია!


თეა კუჭავა
გამოყენებულია ფილიპ ზიმბარდოს ''ფსიქოლოგია ჩვენს ცხოვრებაში''

| გააზიარე
მოგწონთ?