ადამიანად ყოფნის ბედნიერება


მარჯვენა ფეხი შემოდგით და ჩუმად მომყევით ამოუცნობ სამყაროში, დახუჭეთ თვალები და შეიგრძენით სასურველი სურნელი.

ჩაისუნთქეთ ღრმად. მზად ხართ თვალები გაახილოთ? 

არ გეჩვენებათ, თქვენ ნამდვილად იქ მოხვდით, სადაც გინდოდათ.

ეს არის სამყარო, სადაც შეუძლებელი შესაძლებელი ხდება, თქვენ იბადებით და ეჩვევით გარემოს, ყალიბდებით ადამიანად და სწავლობთ. ანვითარებთ ზოგად უნარებს, შემდეგ კი არჩევანს აკეთებთ და ცოდნას იღრმავებთ. 

რამდენიმე წლის შემდეგ უკვე იწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორი გინდათ, რომ იყოთ? როგორ უნდა იამაყონ თქვენმა შვილებმა თქვენით? 

უნდა მიხვდეთ, რომ თქვენ ხართ:

•უნიკალური ადამიანი, რომელსაც შეუძლია იყოს უნივერსალური და მოერგოს ყველანაირ შექმნილ პირობას.

•მნიშვნელოვანი სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის.

•მრავალი აზრისა და ფიქრის მატარებელი. იყავით განმახორციელებელიც, თქვენ ეს ნამდვილად შეგიძლიათ.

•პოტენციური ან არსებული ოჯახის წევრი, რომელიც მარტოობას არ უნდა შეეგუოს ეს ვერ იქნება მისი ხვედრი.

•მოძრავი და მხიარული, არ არსებობს ადამიანი, ვისაც იუმორის რამენაირი გაგება მაინც არ მოეწონება, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სიხარული.

•ადამიანად დაბადებული, გაქვთ ლაპარაკის და აზროვნების უნარი, სწორედ ამ ორ უნარს შეუძლია სამყაროს შეცვლა ძირფესვიანად, იქნებ თქვენ ხართ ის, ვინც მათ სწორად გამოიყენებს?

•უშრეტი ენერგიის წყარო, სამყაროში სადაც ყველაფერი ამოუცნობია და ადამიანებს ამოცნობის სურვილი გვწვავს ენერგია უნდა მიმართოთ შესაბამისად, რომ გქონდეთ მამოძრავებელი ძალა.

•გონიერი, რომელსაც შეუძლია მართოს საკუთარი აზრი და გადაწყვეტილება, დააყენოს ის დღის წესრიგში და მიჰყვეს, როგორც არჩეულ გზას ბოლომდე.

გეგონათ, რომ ჩვეულებრივი იყავით? მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ შეცდით. თქვენ ისეთივე უნიკალური ხართ, როგორც ყველა. გგონიათ, რომ გავხართ სხვებს, რადგან მათსავით ყოველდღიური რუტინა ნერვებს გინადგურებთ, როგორც ყველას, მაგრამ ეს ასე არ არის. იმაზე მეტი გაქვთ, ვიდრე გგონიათ. 

ამიტომ: მიჰყევით თქვენს ადამიანურ გრძნობებსა და ემოციებს, მართეთ საკუთარი თავი და არ დაგავიწყდეთ ეს ჯადოსნური სამყარო ერთ დღეს თქვენთვისაც ისეთად გადაიშლება, როგორც ერთ დროს ყველასთვის საყვარელი და წარმატებული ადამიანებისთვის. 

 

„ადამიანის გარეშე ყველა ქმნილება უდაბნო იქნებოდა, რომელიც მოკლებულია საბოლოო მიზანს და  უსარგებლოა“ - იმანუელ კანტი 

| გააზიარე
მოგწონთ?