აქციე კომფორტის ზონა წარმატების ზონად!


კომფორტის ზონის კონცეფცია გულისხმობს უსაფრთხო გარემოს, რომელშიც მოიაზრება ჩვევები, ფიქრები, აზრები და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რომელსაც თანდათანობით ვაყალიბებთ და ვქმნით ისეთად, როგორიც ჩვენივე სურვილით გვინდა რომ იყოს. ხაზი,რომელსაც არ ვარღვევთ  და უბრალოდ მის შიგნით არსებული, რომლითაც  ვკმაყოფილდებით და არ ვცვლით, რადგან გვგონია ამით  დავარღვევთ ჰარმონიულ ბალანსს ჩვენივე თავთან.

კომფორტის ზონაში ყოფნა, რა თქმა უნდა, კარგი და სასიამოვნოა, ზოგჯერ საჭიროც კი, მაგრამ თუ თავს მისცემთ უფლებას იქ დარჩეთ, ეს აუცილებად  იმოქმედებს თქვენივე მიღწევებზე, რადგან- ,,წარმატება იწყება იქ, სადაც მთავრდება კომფორტის ზონა’’.

ნებისმიერ ორგანიზმს აქვს მდგომარეობა , რომელშიც თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს, როგორც ლოკოკინას ნიჟარა ან კაქტუსს ეკალი, რომელიც მათ უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს. ასევეა ადამიანი, რომელსაც უჭირს ნაცნობ საგნებთან თუ ადამიანებთან განშორება.

ცვლილებების შიში  ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რაც ხელს გვიშლის კომფორტის ზონის დატოვებაში. ეს მექანიზმია ჩვენი ფსიქიკის , რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი სიმშვიდის და აჟამინდელი მდგომარეობის შენარჩუნების, მაგრამ ის ვერ გვეხმარება ახლის შეცნობასა და პროგრესში. ,,მხოლოდ ყველაზე გაბედული ადამიანები არიან წარმატებულნი’’

ალბათ იკითხავთ, როგორ დავიწყოთ ცვლილებები ?

შეიძლება ახლა იფიქროთ, რომ მარტივია თქვა შეცვალე, განავითარე, მაგრამ შესასრულებლად ეს, რა თქმა უნდა, დიდ ძალისხმევას საჭიროებს. როგორც ვიცით , ,,შეუძლებელი არაფერია’’ , უპირველეს ყოვლისა გვჭირდება გქონდეს სურვილი, ძლიერი სურვილი ცვლილებებისა და მიზანი იმისა, თუ  ვინ გინდა იყო მომავალში.

გვჭირდება შთაგონება, რომელიც დაგვეხმარება წარმოვიდგინოთ , როგორ შეიძლება შეიცვალოს ის ყოველდრიურობა, რომელიც ახლა გაქვთ.

  ფსიქოლოგები გვირჩევენ, მნიშვნელოვანია დავიწყოთ ძველი საადაპტაციო მექნიზმების რღვევა, დავივიწყოთ ის ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით, რადგან ,,კომფორტის ზონა მშვენიერი ადგილია , მაგრამ იქ არაფერი იზრდება.’’

საფერხურები, რომლებიც უნდა გაიარო კომფორტის ზონის დატოვების შემთხვევაში:

1.შიში- ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოცია, რომელიც თითოეული ადამიანის  თანმდევი და განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია ამ შიშს დათრგუნვა და დაძლევა.

 2.მარცხი-ყველაზე კარგი გაკვეთილი განვითარებისთვის .

3.მიზნები (ქვემიზნები)-დაყავი დიდი მიზანი ქვემიზნებად. ეს სტრატეგია გაგიმარტივებს მიზნის მიღწევის გზას. როცა თავიდან მცირე მიზნებს შეასრულებ, ეს მოგცემს მოტივაციას და ამბიციას უფრო დიდი მიზნებისკენ.

4.უნარი,რესურსი, შესაძლებლობა-მუდამ ეცადე უნარების განვითარებას და გამოწვრთნას, რომელიც დაგეხმარება და გაგიუმჯობესებს თვითშეფასებას.

5. განვითარება-ყველა მარცხიდან, შეცდომიდან თუ წარუმატებლობიდან შენ სწავლობ  ყველაზე მნიშვნელოვანს. იმას, რომ არ უნდა დანებდე.

 

იმუშავეთ თქვენს თავზე რაც შეიძლება ბევრი. სამსახურს ეძებთ და გგონიათ, რომ რაღაცისთვის საკმარიად კარგი არ ხართ, ამ შემთხვევაში თქვენს თავს ხმამაღლა უთხარით, რომ ეს შეგიძლიათ  და შეუძლებელი არაფერია. არ იფიქროთ ბევრი, ზოგჯერ სპონტანური გადაწყვეტილების მიღებაც  მნიშვნელოვანია ახალი და დიდი ცვლილებებისკენ.

შეგიძლიათ შეუქმნათ თქვენს თავს დისკომფორტი, რადგან ეს მოგცემთ საშუალებას განვითარების, ამასთანავე ეს დაგეხმარებათ  გამოგიმუშავდეთ თვისება , რომლის დროსაც შეძლებთ მარტივად გაუმკლავდეთ ყველანაირ კრიტიკულ თუ სტრესულ  სიტუაციას.

როცა იაზრებთ სად ხართ ახლა და სად გინდათ ყოფნა, მეტად გიმარტივდებათ იმის გაგება, თუ რამდენ რამეს კარგავ უბრალოდ იმით , რომ არ ცდილობ. ,, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა’’. შეიძლება შვიდჯერ დაეცეთ, მერვედ წამოდგომა მოახერხოთ, ხოლო მეცხრედ ამაყად სიარული გააგრძელოთ.

| გააზიარე
მოგწონთ?