როგორ ვიზრუნოთ ჩვენს კეთილდღეობაზე?


ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეძებთ ბედნიერებას, თავისუფლებას, წარმატებას, სიმდიდრეს, განვითარების გზებს. გვინდა კომფორტი, ბევრი სიცილი, ჯანმრთელობა და ა.შ.  

გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, იზრუნოთ თქვენს კეთილდღეობაზე და შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. 
 

1.უსმინეთ თქვენს შინაგან „მე-ს“

გახადეთ შინაგანი ხმა თქვენი წარმატების გზამკვლევი. ის მუდმივად გიმეორებთ იმას, რაც მნიშვნელოვანია თქვენი ბედნიერებისთვის. ისწავლეთ მისი მოსმენა, რადგან სწორედ მას შეუძლია, მიგითითოთ, რა გჭირდებათ რეალურად და რისი კეთების სურვილი გაქვთ.

 

2.კარგად გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობები

არც ერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი. ყველას გვაქვს უარყოფითი მხარეები. ის, რითიც არ ვამაყობთ, რაც გვზღუდავს. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ფაქტი განაპირობებს დაბალ თვითშეფასებას და წარუმატებლობას.

გააცნობიერეთ თქვენი ნაკლოვანებები და არასდროს მისცეთ უფლება განსაზღვროს ვინ ხართ თქვენ და როგორ ცხოვრობთ. გახსოვდეთ, რომ ყველა თქვენს ნაკლს აკომპენსირებს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი - თქვენივე დადებითი თვისებები. 

 

3.გახდით პროდუქტიულად შურიანები

შური უარყოფითად აისახება თქვენს შედეგებზე, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ამ გრძნობას გადააქცევთ შთაგონებისა და მოტივაციის წყაროდ? 

ადამიანები ყოველთვის არ გეტყვიან, როგორ მიაღწიეს წარმატებას, რადგან მოსწონთ როდესაც მათი შურთ. გახდით მათდამი პროდუქტიულად შურიანები და ეცადეთ გაიგოთ იმაზე მეტი, ვიდრე ისინი გეუბნებიან. აღმოაჩინეთ გზები, რომლითაც შეიძლება მიაღწიოთ იმას, რასაც მიაღწიეს წარმატებულმა ადამიანებმა. გაბედეთ ბევრი შეკითხვის დასმა, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და დაიწყეთ მოქმედება.

 

4. მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან

მუდმივი უკმაყოფილება ადამიანების მიმართ და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ერთადერთ შედეგს გამოიწვევს: თქვენი და გარშემომყოფების უარყოფით განწყობას. მიიღეთ ისინი ისეთი, როგორიც გაიცანით და თუ იგრძნობთ, რომ მათი გაგება თქვენთვის შეუძლებელია, გააგრძელეთ ცხოვრება მათ გარეშე. თქვენ იმსახურებთ იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნას, ვისთან ურთიერთობაც სიამოვნებას განიჭებთ. 

 

5. გათავისუფლდით მღელვარებისგან

ნერვიულობა იმის გამო, რაც არ მომხდარა და სავარაუდოდ არც მოხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ დროის კარგვა. ფოკუსირდით აწმყოზე და ყოველთვის გჯეროდეთ, რომ ცხოვრებაში არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. თქვენ უკვე ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა შეძელით და ასევე მოხდება მომავალში. 

და თუ მაინც ნერვიულობთ, გაიხსენეთ, რომ სწორედ ამ მომენტში კარგავთ თქვენი ცხოვრების იმ წუთებს, რომლებიც შეგეძლოთ ბედნიერად გაგეტარებინათ.

 

6. იზრუნეთ იმის განვითარებაზე, რასაც ფლობთ

ადამიანს ქვეცნობიერად ყოველთვის აქვს მოთხოვნილება მიიღოს უფრო და უფრო მეტი. ეს თვისება ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს პიროვნულ განვითარებაში. იყავით ყურადღებიანები და არ გამოტოვოთ არც ერთი შანსი, მოითხოვოთ და გაიგოთ მეტი. 

 

7. იცხოვრეთ ჟინით, მაქსიმალური მონდომებით

ბევრი ადამიანი უჩივის დროის ან შანსების არ არსებობას. იყავით განსხვავებული. ნუ დაელოდებით სწორ დროს, სწორ გარემოებებს, სწორ ადამიანებს, სწორ შანსებს. შექმენით ისინი თავად. შეიყვარეთ თქვენი ცხოვრება და იცხოვრეთ თითოეული წამი ენთუზიაზმით. 

 


goalcast.com

| გააზიარე
მოგწონთ?