რა არის მოტივაციის მთავარი წყარო?


დამეთანხმებით, იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და შევძლოთ ოცნებების ასრულება, ჩვენ გამუდმებით გვჭირდება მოტივაცია. აუცილებელია გვქონდეს  შთაგონების წყარო, რომელიც მოგვცემს ძალას, გავყვეთ ჩვენს გზას ბოლომდე და ავიხდინოთ ოცნებები. მოტივაცია კი შეიძლება იპოვოთ სამოტივაციო ვიდეოებში, სტატიებში, რომელსაც ჩვენს ჟურნალში კითხულობთ, ცნობილი ადამიანების გამონათქვამებში. ასევე მოტივაცია შეიძლება იყოს ჩვენთვის საყვარელი ადამიანი, შვილები, ოჯახი და ყველაფერი ის, რაც ყოველდღიურად შთაგვაგონებს ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნებისთვის და მივაღწიოთ წარმატებას.

დღევანდელ სტატიაში  მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რატომ ეძებს ადამიანი გამუდმებით მოტივაციის წყაროს სამყაროში და რატომ არის მოტივაციის გარეშე მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიარული ასე რთული.

პირველი მიზეზი არის ის, რომ ადამიანში თავმოყრილია უამრავი ემოცია. ჩვენ ზოგჯერ ვართ პოზიტიურები და გვჯერა საკუთარი თავის, ხანდახან კი პირიქით, გვიპყრობს პესიმიზმი და გვეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. გვეშინია, რომ ვერ მივაღწევთ წარმატებას და შიშის და ეჭვის დასაძლევად გვჭირიდება მოტივაცია. შიში გვიშლის ხელს  წარმატების მიღწევაში, მოტივაცია კი მოგვცემს ძალას ავივსოთ პოზიტივით, ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ წარმატებას.

იმ შემთხვევაში თუ მოტივაცია არ გვაქვს, ჩვენ ვითრგუნებით, გვიჭირს იმ საქმის გაგრძელება, რომელსაც მოვკიდეთ ხელი. ეჭვი შეგვაქვს ჩვენს შესაძლებლობებში და ვეძებთ მოტივაციას. გვავიწყდება, რომ საუკეთესო მოტივატორი თავად ჩვენ ვართ საკუთარი თავისთვის. თუმცა, სამყარო ზრუნავს ჩვენზე და მოტივაციის წყარო ჩნდება გარემოშიც, რომელშიც ვცხოვრობთ. ასე რომ მოტივაცია შეიძლება აღმოჩნდეს მეგობრის მიერ ჩვენ მიმართ წარმოთქმული სამოტივაციო სიტყვები, ფინჯანი ყავა, ბუნება და საყვარელი ადამიანი, რომელსაც გინდა აჩვენო შენი წარმატება და იამაყოს ამით. შესაბამისად როდესაც მოტივაცია გვაქვს,  ენერგიით ვივსებით და ახალი შემართებით ვაგრძელებთ გზას მიზნისაკენ. ძალიან კარგია, როდესაც სამყაროში აღმოაჩენ იმას, რაც გიბიძგებს იარო წინ და არასდროს შეჩერდე.

მთავარი მოტივაცია მაინც საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ჩვენს  ფიქრებში, აზრებში, მოქმედებებში. არც ისე რთულია იყო მოტივაციით სავსე, თუმცა ამისათვის საჭიროა, გჯეროდეს საკუთარი თავის. პესიმიზმს არ უნდა მივცეთ უფლება მოგვიტანოს ცუდი განწყობა. ვფიქრობ, აუცილებელია ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც გვიყვარს. მას შემდეგ კი რაც ვიპოვით სწორ გზას და თავს დავიმკვიდრებთ სამყაროში, ჩვენ თავად გავხდებით მოტივაციის წყარო გარშემომყოფებისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევქმნათ ჩვენი მომავალი, ხოლო მის ასაშენებლად ჩვენ ყველას გვჭირდება მოტივაცია. 

| გააზიარე
მოგწონთ?