როგორ შევქმნათ ბრენდი საკუთარი თავისგან


ალბათ ადამიანთა დიდ ნაწილს არ უფიქრია, იმაზე თუ როგორ შეიძლება გამოეყოს მასას და განავითაროს საკუთარ თავში ის თვისებები, რაც გამოარჩევს სხვებისგან და გახდის განსხვავებულს. ადამიანთა უმეტესობა ასევე არ ფიქრობს, იმის შესახებ თუ როგორ ააშენოს პერსონალური ბრენდი, ხშირია სიტუაციები როდესაც კითხვით თუ რა არის პერსონალური ბრენდინგი გვპასუხობენ, რომ ეს მხოლოდ ცნობილი სახეებია. მაგალითად სტივ ჯობსი, დონალდ ტრამპი და ა.შ. დამიჯერეთ მეგობრებო ეს ასე არ არის.

რა არის  პერსონალური ბრენდინგი და რაში გამოგვადგება ის?
ეს არის თქვენი პიროვნება, თქვენი ჩვევები, ხმა, ინტერესები და ყველაფერი ის, რაც თქვენ გეხებათ და განგასხვავებთ სხვა ადამიანებისგან. პერსონალური ბრენდი ეს არის გამოცდილება, რასაც სხვები იღებენ თქვენთან ურთიერთობისას, რაც გხდით თქვენ ინდივიდუალურს, ის გულისხმობს აღმოაჩინოთ და წარმოაჩინოთ ის, რაც გამოგარჩევთ სხვებისგან.

რატომ არის საჭირო საკუთარი (პერსონალური) ბრენდის შექმნა?
ის გაგვხდის ჩვენ კონკურენტუნარიანებს და მოგვცემს საშუალებას ეფექტურად წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები შრომის ბაზარზე.  ის  თქვენ დაგეხმარებათ კარგად შეისწავლოთ საკუთარი თავი, განასხვავოთ იგი სხვებისგან, ასევე კარგად წარმოაჩინოთ და შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და ყველაზე მთავარი - გახდეთ თავდაჯერებული.

გახსოვდეთ, ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები. აუცილებელია იცოდეთ როგორ გაყიდოთ თქვენი პერსონალური ბრენდი და გახდეთ ცნობილი თქვენს ნიშაში, ასევე აუცილებელია მუდამ განავითაროთ ის.

"ბრენდის აშენება ხდება იმის მიხედვით, თუ რას ამბობენ გარშემომყოფები თქვენზე და არა იმის მიხედვით თუ რას ამბობთ თქვენ საკუთარ თავზე" - გაი კავასაკი

როგორ უნდა შექმნათ პერსონალური ბრენდი?
პირველ რიგში პერსონალური ბრენდის შესაქმნელად გაეცით შემდეგ კითხვებს პასუხი:
 

  • ვინ უნდა იცოდეს თქვენს შესახებ?
  • განსაზღვრეთ რისთვის იბრძვით?
  • რა გამოგდით ყველაზე კარგად?
  • რა გხდით ძლიერს და მისაღებს?
  • რა გამოგარჩევთ თქვენს პროფესიაში მყოფი სხვა ადამიანებისგან?
  • რა გინდათ გაახსენდეთ ადამიანებს, როდესაც ახსენებენ თქვენს სახელს?


გახსოვდეთ აკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით და რისი კეთებაც გსიამოვნებთ.

„არასოდეს მიფიქრია, პატივისა და სახელ–დიდებისთვის შემექმნა რაიმე. მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ გულში დაგროვილ სევდას გარეთ გადმოღვრის საშუალება მივცე“ - ლუდვიგ ვან ბეთხოვენი.

პრაქტიკული რჩევები თვით–ბრენდინგისთვის:
 

  • შეხდეთ საკუთარ პერსონალურ ბრენდს, როგორც ინვესტიციას;
  • გამოიყენეთ ბლოგები და სოციალური მედია (facebook, Twitter, Linkedln, youtube და სხვ.) გახდით დასამახსოვრებლები, მოყევით ისტორიები.
  • განაგრძეთ სწავლა და მიიღეთ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია. ექსპერტი 2 წლის წინ არ ნიშნავს ექსპერტს 2 წლის შემდეგ!
  • შექმენით საკუთარი  გამონათქვამი. თქვენც უნდა გქონდეთ რაიმე ახალი სათქმელი, როგორც თქვენს საყვარელ გამოჩენილ პიროვნებებს აქვთ.
  • თანამშრომლობა და სოციალური კონტაქტები  აუცილებელია პერსონალური ბრენდის შენებისას.


ისევე, როგორც ყველა ადამიანის თითის ანაბეჭდი არის ინდივიდუალური და განსხვავებული, ასევე თითოეული ფიფქის სტრუქტურაც უნიკალურია და მილიარდობით თოვლის ფიფქს შორის არ არსებობს ორი ერთნაირი. დღესვე დაიწყეთ საკუთარი თავის შესწავლა და დაეხმარეთ საკუთარ თავს თვითრეალიზებაში. გახსოვდეთ, თითოეული ადამიანი უნიკალურია და მათ შორის ხართ თქვენც!

 

| გააზიარე
მოგწონთ?