ბიჭი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა


დღე, სკოლაში გაცდენილი გაკვეთილებით იწყებოდა და კომპიუტერების ოთახში გვიან საღამომდე ყოფნით მთავრდებოდა. აინტერესებდა და ცდილობდა რაღაც ახალი შეექმენა, ისეთი რამ რაც მსოფლიოს შეცვლიდა. გამოუვიდა კიდეც. 

პატარა ბიჭი, გაცდენების გამო ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამორიცხეს, დღე ის მსოფლიოში, თექვსმეტგზის, პლანეტის უმდიდრესი ადამიანია. ცხოვრებისეული ფასეულობებისადმი სწორი მიდგომა ადამიანს ბავშვობიდანვე უყალიბდება და სწორედ ამაში გაუმართლა მას. მშობლების სწორი აღზრდის მეთოდმა შედეგი გამოიღო.

გაიცანით უილიამ ბილ გეითსი, ორიგინალური აზროვნებითა და საკითხის უმოკლესი გზით გადაჭრის უნარით დაჯილდოებული ბიჭი, რომელმაც 13 წლის ასაკში უკვე თავისი პირველი კომპიუტერული პროგრამა შექმნა. ცხოვრებისეულ წარმატებებს მშობლებს უმადლის. მიაჩნია, რომ ადამიანმა საკუთარი შრომით უნდა დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში. 15 წლის იყო საგზაო მოძრაობის დარეგულირების პროგრამის დაწერაში 20 000 დოლარი რომ აიღო.

დღესდღეობით ყველაზე წარმატებული და მდიდარი ადამიანი, ფილანტროპია. შექმნილი აქვს ფონდი მეუღლესთან ერთად, რომელმაც დაარსებიდან დღემდე 17 მილიარდი დოლარი დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში. ხშირად არის მიწვეული სკოლებში, რათა ახალგაზრდებს საკუთარი წარმატების შესახებ ესაუბროს და ასწავლოს ის რომ, როგორც კი თავში კარგი იდეა მოუვათ, მაშინვე მოქმედებაზე გადავიდნენ. ცხოვრებას რეალურად უყურებს, ფულით ყველაფერს არ ზომავს და უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. ანდერძის მიხედვით, შვილებს ათ–ათ მილიონს უტოვებს, რადგანაც თვლის რომ, წარმატებას ყველამ, მათ შორის მილიარდერის შვილებმაც, დამოუკიდებლად უნდა მიაღწიონ.

ფიქრისას, ყოველთვის ერთი კითხვა მიტრიალებს თავში – რომ არა ბილ გეითსი იქნებოდა კი მსოფლიო ასე განვითარებული როგორიც ახლაა? პასუხი ყველას სხვადასხვანაირი შეიძლება ჰქონდეს, მე კი ვფიქრობ, რომ ბილისა და „Microsoft” – ის გარეშე ჩვენ არ გვეცოდინებოდა ძალიან ბევრი რამ, არ გვექნებოდა წვდომა იმ ინფორმაციის ზღვასთან, რომელიც დღესდღეობით ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ღიმილის მომგვრელია არა? 13 წლის ბიჭმა, რომელმაც უნივერსიტეტიც კი არ დაამთავრა უდიდეს წარმატებას მიაღწია. ეს ყველაფერი კი თავდაუზოგავი შრომისა და  კვირაში კომპიუტერთან გატარებული 50 საათიანი მუშაობის შედეგია.

„ადამიანებს არ აინტერესებთ თქვენი თვითშეფასება. ისინი შედეგებს ელოდებიან გინდაც არ იყოთ დარწმუნებული საკუთარ თავში.“ - ბილ გეითსი


ნინო ცერცვაძე

| გააზიარე
მოგწონთ?