რას ვაკეთებთ არასწორად წარმატების გზაზე


ყველა ადამიანი იბრძვის წარმატებისთვის, ზოგს გამოსდის, ზოგსაც არა, მიზეზები კი უმეტესად ერთი და იგივეა, ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით იმ მიზეზებს, რომლებიც გვაბრკოლებენ წარმატების გზაზე.

 

1. ერთ დღეში ხარჯავთ მთელ მოტივაციას

როგორც წესი, დღის ბოლო ის პერიოდია, როცა ფიქრობთ, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ. გეგმავთ, რომ განახორციელოთ ცვლილება მომავალ დღეს, მოდის მეორე დღე და ან ყრით ფარ-ხმალს, ან ერთ დღეში ზედმეტად ბევრს ითხოვთ საკუთარი თავისგან, შედეგად კი არაფერი გამოგდით. არასოდეს გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღესვე შეგიძლიათ, გაზომეთ თქვენი მოტივაცია და გადაანაწილეთ დღეებზე, არ ამოწუროთ საკუთარი სურვილი ერთ დღეში. 

 

2. არ ანაწილებთ დროს სწორად

დროის მენეჯმენტი ის თემაა, რასაც გადამწყვეტი როლი აქვს წარმატებაში, დრო მართლაც უმნიშვნელოვანესია და უნდა ვეცადოთ ყოველი წუთი ზომიერად გამოვიყენოთ. ნებისმიერ საქმეში, რასაც არ უნდა ვგეგმავდეთ, თუ დრო არ არის გაწერილი პერიოდზე, ერთდროულად მოგიწევთ ყველაფრის გაკეთება, რაც თავისთავად ჩააქრობს მოტივაციასაც და უკან დახევს თქვენს ისედაც მიუღწეველ წარმატებას.

 

3. კმაყოფილდებით მიღებულით

მართალია ზომიერება საჭიროა, თუმცა აუცილებელია წინასწარ ვიცოდეთ სად არის ჩვენი საწყისი - A და საბოლოო - B წერტილი. როდესაც წარმატების შუა გზაზე ვართ და მიღწეულით ვკმაყოფილდებით, ეს შეცდომაა. აუცილებელია დაწყებული საქმე მიიყვანოთ ბოლომდე, სხვა შემთხვევაში მალე ისევ A წერტილთან დაბრუნდებით და მოგიწევთ ახალი ძალით თავიდან დაწყება.

 

4. ფიქრობთ ბევრს, აკეთებთ ნაკლებს

საჭიროა იფიქროთ და პარალელურად გააკეთოთ. მხოლოდ ფიქრით ნაბიჯს წინ ვერ გადადგამთ. წარმატებასთან დაკავშირებული ფიქრები წარმავალია თუ მას არ მოსდევს რაიმე ნაბიჯი. 

 

5. გეგმავთ და არ ასრულებთ

ეს არის ის, რაც საბოლოოდ გამოგაცლით მთელ მოტივაციას, დატოვებთ არაპრინციპული ადამიანის შთაბეჭდილებას და თქვენი წარმატება ყოველთვის იქნება მიუღწეველი ოცნება, რომლისთვისაც აიღებთ ფურცლებს, ჩამოწერთ გეგმებს და მერე კვლავ იმავეს გააკეთებთ, რადგან ყოველთვის შეუსრულებელს ტოვებთ მას.

 

6. გეჩქარებათ

ერთ წამში და ერთ დღეში წარმატების მიღწევა არ ხდება, რეალური წარმატება დიდი შრომის შედეგად მოდის, დასაწყისშივე უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც გვინდა, იმისთვის გრძელი და შრომატევადი გზის გავლა მოგვიწევს, რათა მიღწეული შედეგი იყოს ხანგრძლივი და მყარი. 

 

7. არ გჯერათ

აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, იყავით თამამი, გადაწყვიტეთ და ყოველდღიურად დაარწმუნეთ თქვენი თავი, რომ ეს ნამდვილად შეგიძლიათ, რომ ერთ დღეს გაახელთ თვალებს და მიხვდებით, რომ ნამდვილად ხართ ღირსი იმ წარმატების, რომელსაც მიაღწიეთ, ეს მოგცემთ ძალას ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვროობა.  

ყოველთვის შეიძლება ახლიდან დაიწყო, თუმცა უნდა ცდილობდე წინა შეცდომების გამოსწორებას, ამ შვიდი შეცდომის შემჩნევა მოგცემთ შესაძლებლობას, დაინახოთ მიზნამდე მიმავალი სწორი გზა.

| გააზიარე
მოგწონთ?