ცხოვრების ახალი წესი და სურვილების ასრულების „მასტერ-გასაღები“


სურვილი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელია. ვისაც არაფერი სურს, ან არაფერს აკეთებს სურვილის შესასრულებლად, ის სიცოცხლის უნარსა და მოქმედებას მოკლებულია. ჩვეულებრივ, ადამიანის სურვილთა სამყარო ამოუწურავია, სამაგიეროდ, სურვილთა განხორციელებაა ზღვარდადებული ჩვენივე ფიქრებითა და ნეგატიური დამოკიდებულებით, ამიტომაც ადამიანის სურვილთა ნაწილი, შინაგანი თუ გარეგანი მიზეზებით, აუსრულებელ ოცნებად რჩება და რეალურ პირობებში დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს ილუზიურად იკმაყოფილებს. თუ გნებავთ, რომ თქვენი სურვილები არ დარჩეს მხოლოდ ილუზიად და განუხორციელებელ ოცნებად, მაშინ ეცადეთ, რომ გადააქციოთ თქვენივე მოთხოვნად. გთავაზობთ სურვილების ასრულების სამ „მასტერ გასაღებს:“

 

1.გააცნობიერეთ თქვენი სურვილები

დადასტურებულია, რომ ჩვენ ვერ გამოვავლენთ ისეთ ძალებს, რომლებსაც არ ვფლობთ. ძალის ფლობის ერთადერთი ხერხი - ამ ძალის გაცნობიერებაა და მის გაცნობიერებას ვერ შევძლებთ, სანამ არ გავიგებთ, რომ მთელი ძალა ჩვენ შიგნითაა. ადამიანი, რომელიც გაუაზრებლად იმეორებს ერთსა და იმავეს, ან სურს რაიმე გაუაზრებლად, საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს. შეიძლება ადამიანმა იმეოროს, რომ სურს დასვენება სამსახურიდან, წუწუნებდეს - გავიდეს ცოტა ხანი და ის დაითხოვონ. არსებობს ბევრი ნიუანსი, რაზეც სიფრთხილე გმართებთ. რაზეც ფიქრობთ და საუბრობთ, დროთა განმავლობაში ყველაფერს იზიდავთ და ყველაფერი მატერიალიზდება. ამიტომ ეცადეთ იფიქროთ და იაზროვნოთ პოზიტიურად.

 

2.ვიზუალიზაცია

ეს არის მომავლის წარმოდგენა. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ ოლიმპიური თამაშების წინაც. ვიზუალიზაციის დროს შეგიძლია ყველაფერი გონებაში წარმოიდგინო, სანამ ამას ფიზიკურად შეასრულებდე. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინის ერთი უბანი აქტიურდება მაშინ, როდესაც რაიმე ფაქტს წარმოვიდგენთ. როდესაც გონებაში იმეორებთ რაიმე ფაქტს ან მოძრაობას, იგი ტვინის უჯრედებს შორის კავშირებს ქმნის ზუსტად ისე, როგორც მოხდებოდა ეს ყველაფერი  რეალობის დროს, ეს კი ნიშნავს, რომ როცა ნამდვილად მოხდება რაიმე ფაქტი ან დაიწყება წარმატებისკენ სვლა, უფრო გაადვილდება ყველაფერი, რადგან საჭირო კავშირები ტვინის უჯრედებს შორის უკვე შექმნილია. 

 

3.კანონი, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ

მცენარეთა სარეველებზე ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ სიცოცხლის უმდაბლეს ფორმებსაც კი შეუძლიათ ბუნების კანონებით სარგებლობა: ქოთნებში დარგული ვარდების ბუჩქები შეჰქონდათ ოთახში და დახურული ფანჯრის წინ დებდნენ. როცა მცენარეები ხმებოდა, მათზე დაბუდებული მავნე, უფრთო მწერი, ფრთიანი ხდებოდა. ასეთი გარდასახვის შემდეგ მწერები ტოვებდნენ მცენარეს, ფანჯრისაკენ მიფრინავდნენ და კედელზე ზევით მიცოცავდნენ. როგორც ჩანს, ეს პაწაწინა მწერები მიხვდნენ: მცენარეები, რომლებითაც იკვებებოდნენ, მკვდარია; საჭმელი აღარ ჰქონდათ. შიმშილით სიკვდილისაგან გადარჩენა მათ შეძლეს მხოლოდ ფრთების დროებით გაზრდით და გაფრენით, რაც გააკეთეს კიდეც!

მსგავსი ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ყველაფრის ცოდნა ანუ სიბრძნე, სურვილი და მონდომება, ისევე როგორც ყოვლისშემძლეობა ყველგანმყოფელია და ბედნიერების მიღწევა ყველაზე უკეთ შეიძლება ბუნების კანონებთან შეგნებული თანამშრომლობის გზით. ეს კანონი ადამიანებზე ყველაზე უკეთ მუშაობს; ყოველგვარი ცდა და მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვეჩეხებით, ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს, ჩვენ ვიძენთ ძალას გაწეული ძალისხმევების შესაბამისად და ბედნიერების, სურვილების და სიყვარულის მიღწევა ყველაზე უკეთ შეიძლება საკუთარ გონებასთან მუდმივი მუშაობის და ბუნების კანონებთან შეგნებული თანამშრომლობის გზით. 

ეცადეთ, შეიმეცნოთ ბუნების ეს კანონები, დაინახოთ კავშირი გარე და შინაგან სამყაროს შორის, ივარჯიშოთ საკუთარ თავთან და თქვენ დაინახავთ, როგორ დაეუფლებით წარმატებისა და სურვილების ასრულების გასაღებს, როგორ გადაიქცევა ეს ყველაფერი ცხოვრების სასიამოვნო ჩვევად და როგორ აქცევთ რეალობად ყველა გააზრებულ ოცნებას.   

დაიწყეთ ახალი წელი ახალი შთაგონებით, გისურვებთ წარმატებებს!

| გააზიარე
მოგწონთ?