ჩვენი 7 რჩევა დეპრესიისგან გაგათავისუფლებთ!


დეპრესია გვიკლავს მოტივაციას, გვაცლის ენერგიას, გვიქრობს ინტერესს და ვეღარც კონცენტრირებას ვახდენთ - რა გავაკეთოთ ამ დროს? 

არ ელოდო ბევრს!
როცა ხარ დეპრესიულ განწყობაზე, შენი ფუნქციონირების დონე 20 %-მდე ეცემა. თუ დეპრესიულობის დროს იგივე მოლოდინები გექნება, რაც ჩვეულებრივ გაქვს, ეს შენში გამოიწვევს მოუსვენრობასა და განცვიფრებას. ასევე, შესაძლოა არც ის გააკეთო, რასაც საკუთარი თავისგან ელი ამ დროს.

დაისახე პატარა და სპეციფიკური მიზნები!
შენ შეგიძლია მუდამ ზარდო მოლოდინები საკუთარი მოტივაციის ზრდასთან ერთად. მაგრამ თუკი რაიმე დაუძლევლად მოგეჩვენება, შანსი კი საკმაოდ რთულად მისაწვდომად, უბრალოდ შეამცირე მოლოდინები და გახადე ისინი უფრო რეალისტური.

გამოიმუშავე საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა!
თუ საკუთარ თავს დაუწყებ ჩაგვრას, იმის გამო რომ ხარ ასეთი „უსარგებლო“ და „ზარმაცი“, ამით შენ მხოლოდ თავს იკნინებ და ხდები პარალიზებული. სცადე საკუთარი თავის იმ სიტყვებით გამხნევება, რომლითაც შენს მეგობარს მიმართავ ან იმ პიროვნებას ვინც გიყვარს.

მოეჭიდე რამეს ან ითხოვე დახმარება!
ზოგიერთ ჩვენგანს ძალიან უჭირს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ხოლო მცირე ენერგია და მოტივაცია საქმეს უფრო მეტად ართულებს. დაეყრდენი მათ, ვისაც ენდობი და მიმართე დახმარებლად; მეგობარს მხარში ამოდგომა სთხოვე, რათა შესძლო შენი მოვალეობის უკეთ შესრულება.  შესთავაზე შენს პარტნიორს შენთან ერთად დაკავდეს იოგის გაკვეთილებით; შექმენი გარემო, რომელშიც თავს უფრო მეტად მოტივირებულად და მხნედ იგრძნობ. საყვარელი ადამიანებისთვის გულის გადაშლა ნამდვილად დაგამშვიდებთ.

წარმოიდგინე როგორ იგრძნობ თავს ამის გაკეთების შემდეგ!
იღებ შხაპს, მიდიხარ სასეირნოდ, ამზადებ საჭმელს, სასიამოვნოდ ატარებ დროს მეგობრებთან ერთად; ეს ყველა ქმედება ავის მომასწავლებლად მოგეჩვენება, თუკი დააკვირდები რა ძალისხმევას მოითხოვს თითოეული მათგანი. ადამიანებსაც, რომლებსაც დეპრესიულობა აწუხებთ, უმეტესად დაბალი ეფექტურობით გამოირჩევიან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მათ აკლიათ თავდაჯერებულობა რაიმე ქმედების სისრულეში მოსაყვანად. რაიმეს განხორციელების პროცესში უმჯობესია ელოდო ნაკლებს საკუთარი თავისგან და წარმოიდგინო თუ როგორ იგრძნობ თავს მისი დასრულების შემდეგ.

დაისახე მიზანი არა სიამოვნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ შეასრულო ის!
როდესაც დეპრესიაში ხარ, ბუნებრივია, კარგავ ინტერესს იმ საგნების მიმართ, რაც ადრე სიხარულს განიჭებდა. კომედია აღარაა ისეთი სასაცილო, სპორტი იმდენად აღარ გიტაცებს, ხოლო მეგობრებთან ერთად დროის გატარება აღარ გეჩვენება მიმზიდველად. აჯობე მღელვარებას და დეპრესიას, დაგმე საკუთარი თავისადმი სიძულვილი, ის ხომ მარცხისა და სიმარტოვისთვის გვწირავს. როდესაც აკეთებ რაიმეს, გააკეთე ყველაფერი მიზნისთვის და არა სიამოვნებისთვის.

გაიგე თუ რამდენად მამაცი ხარ საიმისოდ, რომ გადააბიჯო კომფორტის ზონას!
რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, დეპრესია შესაძლოა კომფორტულადაც მოგვეჩვენოს „ეშმაკმა იცის“ პრინციპის მიხედვით. უმეტესად, შენ იცი რას უნდა ელოდო, შენ იცი რა არის ტკივილი, როდესაც გტკივა, შენ შეგიძლია გამოიცნო თუ როგორ დაემსგავსება ხვალინდელი დღე დღევანდელს. კომფორტის ზონიდან გამოსვლის იდეა ცოტა გამომწვევადაც შეიძლება ჩაითვალოს. ფსიქოლოგ სტივენ ჰეისის მიხედვით, „თუ შენ განაგრძობ იმის კეთებას, რასაც ყოველთვის აკეთებდი, შენ მუდამ იმ შედეგს მიიღებ, რასაც ყოველთვის იღებდი“. და თუ შენ შეგიძლია გააკეთო რაიმე, თუნდაც უმნიშვნელოდ განსხვავებული, მაშინ მიულოცე საკუთარ თავს - შენ ეს შეძელი. ამიტომ მოიკრიბე ძალა, გახდი გაბედული და მოუხმე გამოცდილებებს შენი მოგზაურობის კვალდაკვალ.


რუსუდან დარსალია
 

| გააზიარე
მოგწონთ?