იმუშავეთ უკეთესად. როგორ? ამას ჩვენ გასწავლით!


ერთდროულად მხოლოდ ერთი საქმე აკეთეთ
ალბათ დამეთანხმებით, თუ კი ადამიანი ორგანიზებულობით არ გამოირჩევა, რთულია რამდენიმე საქმე ერთად აკეთოს. ერთი კონკრეტული საქმე უფრო კარგად გამოგვდის მაშინ, როდესაც მთლიანად მასზე ვართ კონცენტრირებულნი, ვიდრე მაშინ, როდესაც რამდენიმე საქმეს წამოვიწყებთ ერთბაშად და საბოლოოდ გამოდის რომ, ბოლომდე და ეფექტურად ვერცერთს ვერ ვამთავრებთ. ყველაზე სწრაფი გზა იმისათვის რომ ვაკეთოთ რაც შეიძლება ბევრი რამ, არის ის, რომ ვაკეთოთ ერთი კონკრეტული თავის დროზე.

იცოდეთ პრობლემის არსი
ყველა პრობლემა საჭიროებს განხილვას, ვინაიდან, არ არსებობს პრობლემა, რომელიც განხილვის, დაფიქრების და მოქმედების შემდეგ არ შეიძლება აღმოიფხვრას. პრობლემის მოგვარების პირველი ეტაპი, სწორედ მისი არსის პოვნაშია. არსი სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის დასაწყისი.  ეძიეთ პრობლემის წარმოქმნელი მიზეზები და  დაიწყეთ მისი გამოსწორება, ძალიან მალე კი აღმოაჩენთ რომ  საქმე იმაზე გაცილებით მარტივადაა, ვიდრე თქვენ გგონიათ და სიტყვა პრობლემა მხოლოდ სიტყვაა და არაფერი სხვა.

ისწავლეთ მოსმენა
მოსმენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გამართული მეტყველება. ადამიანს, რომელსაც შეუძლია იყოს კარგი მსმენელი, გაიგებს გაცილებით მეტს, ვიდრე ადამიანი, რომელსაც გააჩნია გამართული მეტყველება, მაგრამ არ შეუძლია მოსმენა. მოისმინეთ, ილაპარაკეთ და კვლავ განაგრძეთ მოსმენა. თქვენს ყურს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ისწავლეთ გამოიყენოთ ის ისე, როგორც საჭიროა. მოსმენით უნარს, ვერაფრით ჩაანაცვლებთ.

ისწავლეთ შეკითხვის დასმა
იმისათვის რომ ვისწავლოთ შეკითხვის დასმა, აუცილებელია ცნობისმოყვარეობა და  მუდმივი ინტერესი ყველაფრის მიმართ. ვინაიდან შეკითხვის დასმასთან ერთად იბადება ახალი ინტერესები, ახალი იდეები და ფართოვდება გონება. როგორ წესი კი, ვინც ერთხელ მაინც გააფართოვებს გონების საზღვრებს, ის ძველს არასდროს დაუბრუნდება! ადამიანი უფრო მეტს სწავლობს მაშინ, როცა შეკითხვებს სვამს, ვიდრე მაშინ, როდესაც ლაპარაკობს.

განასხვავეთ სისულელე ჭკვიანურისგან
ზოგიერთი ადამიანი თავს ვალდებულად თვლის, ყველაფერი იცოდეს,  მიუხედავად იმისა ჭირდება თუ არა მას ეს. საბოლოოდ გამოდის, რომ კარგავს უნარს და უჭირს გარჩევა იმისა, რა არის მისთვის, ამ შემთხვევაში „ჭკვიანური“ და რა არის უსარგებლო იგივე (სისულელე). სანამ ინფორმაციას მისცემთ საშუალებას შეაღწიოს თქვენს ტვინში და მყარად შეინახოს იგი, გადაამოწმეთ, ღირს მისი „დამახსოვრება’’ თუ არა.

მიიღეთ ცვლილება როგორც გარდაუვალობა
ეს ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გესმოდეთ. ცვლილელებები რომ აუცილებელია ყველა საქმესა და ყველა დროში ამას ყველა ხვდება, უბრალოდ ადამიანები მეტისმეტად ზარმაცები არიან ამისთვის, ან საკმარისად არ სურთ ან უბრალოდ, ეშინიათ კომფორტის ზონიდან გამოსვლის. ხშირია სიტუაციები, როდესაც ადამიანები ერთი და იგივე ყოველდღიურობით კმაყოფილდებიან, არც რაიმე ახლის შექმნა სურთ და  არც სხვისთვის გაზიარება. ამ ყველაფერს საბოლოოდ უკიდურეს მოწყენილობამდე მივყავართ, რაც გვიკარგავს როგორც მუშაობის, ასევე ცხოვრების ხალისს. ამიტომ ნუ შეუშინდებით ცვლილებებს  ვინაიდან ,,Changes are always for better’’.

აღიარეთ შეცდომები
ყველა ნიჭზე  და უნარზე უფრო უპირატესი, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, აღიარების ნიჭია, მითუმეტეს როცა საქმე შეცდომებს ეხება.  ადამიანი რომელიც აღიარებს შეცდომებს და გრძნობს საკუთარი ქცევის შედეგებს, ყველა კონფლიქტის, განხეთქილების  მოგვარება, უსიამოვნების თავიდან აცილება და დაძაბულობის გაქარწყლება  ძალიან მარტივად შეუძლია. ამიტომ გადადეთ გვერდზე სიამაყე და აღიარეთ შეცდომები.

თქვით ყველაფერი მარტივად
ხშირად, ადამიანები ცდილობენ, გამოთქვან საკუთარი აზრი რაც შეიძლება რთულად, ზედმეტად მხატვრულად,ხშირ შემთხვევაში კი სამწუხაროდ ყველაფერი ცუდად მთავრდება.  უცხო სიტყვათა ლექსიკონში ამოკითხული და დაზეპირებული სიტყვების დიდი მარაგი ერთმანეთში „აიზილება“ და საშინელება გამოდის . ისაუბრეთ მარტივად, ზედმეტი ხელოვნურობის გარეშე, ასე თავიდან აიცილებთ უხერხულ სიტუაციებს.

დამშვიდდით
დამშვიდდით და ყველა საქმეს აუღელვებლად მიუდექით, ეს ხშირ შემთხვევაში რთულია მაგრამ არა შეუძლებელი. სიმშვიდე ყველა საქმეში მნიშვნელოვანია. უმიზეზო შფოთვას და მღელვარებას მხოლოდ დამატებითი პრობლემები მოაქვს, ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე, გაიღიმოთ და იყოთ ბედნიერები.

გაიღიმეთ
გაიღიმეთ, რადგან უამრავი მიზეზი არსებობს ამისთვის. გაიღიმეთ, რადგან ღიმილი გადამდებია, მთქნარებაზე მეტადაც კი.


თამარ მელაძე

| გააზიარე
მოგწონთ?