იდეიდან დანიშნულების ადგილამდე - როგორ დავიწყოთ მოქმედება დღესვე?


დღევანდელ სტატიაში მინდა ვისაუბრო იმ პრობლემის შესახებ, როდესაც ადამიანებს უამრავი იდეა აქვთ, მაგრამ არ ჩქარობენ მათ სისრულეში მოყვანას და მხოლოდ ოცნებობენ წარმატებასა და ბედნიერებაზე. დამეთანხმებით, იდეები  ძალიან მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია, მაგრამ თუ ჩვენ უამრავი იდეა გვაქვს, მაგრამ არ ვცდილობთ მათ განხორციელებას, ეს არანაირ შედეგს არ მოგვიტანს მომავალში. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები იდეების რეალიზებას და როგორ არის მიზნების დროულად განხორციელება შესაძლებელი.

 

1. აირჩიეთ იდეა

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ვერ ახერხებენ იდეების რეალიზებას არის ის, რომ მათ აქვთ უამრავი იდეა და შესაბამისად ვერ ახდენენ რომელიმე მათგანზე ფოკუსირებას. ფიქრობენ, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის. თუმცა პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ერთი სხვა იდეებისგან და დავიწყოთ მისი სისრულეში მოყვანა დღესვე.

 

2. იმოქმედეთ

ხშირად, ჩვენ მხოლოდ იმიტომ  არ ვჩქარობთ ჩვენი იდეების რეალიზებას, რომ ვფიქრობთ, მთავარი ცხოვრებაში არის იდეების არსებობა და მათ შესრულებას კი, ნებისმიერ დროს შევძლებთ და გავხდებით წარმატებული. ამაზე ფიქრი ბედნიერებას გვანიჭებს, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიწყებთ იდეების რეალიზებას დროულად, დავკარგავთ ძვირფას დროს, ვერ მივაღწევთ წარმატებას და უბრალოდ იმედგაცრუებული დავრჩებით.


3. გაბედეთ და გადადგით ნაბიჯები 

შემდეგი, ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც გვაფერხებს იდეების განხორციელების საქმეში არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ გვეშინია გადავდგათ ნაბიჯები წინ და დავიწყოთ იდეების რეალიზება. თუ გავაცნობიერებთ, მივხვდებით, რომ ნებისმიერი წინსვლა იწყება სწორედ  წინ გადადგმული ნაბიჯებით.


4. იპოვეთ სწორი რესურსები

ზოგჯერ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან რა რესურსები გამოიყენონ იმისათვის, რომ შეძლონ იდეების რეალიზება სწორად. ეს მათ აშინებთ და აფრთხობთ. აუცილებელია გვქონდეს ჩვენი იდეების შესახებ მეტი ინფორმაცია და ცოდნა იმ სფეროში, რომელშიც გვსურს წარმატების მიღწევა. უნდა ვიკითხოთ ლიტერატურა, ვუსმინოთ სემინარებს და გავეცნოთ იმ ადამიანების პრაქტიკულ რჩევებს, რომლებმაც იდენტური იდეები განახორციელეს და გახდნენ წარმატებულები.


5. დაისახეთ გეგმა და მიჰყევით მას

ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საჭირო რჩევა კომპეტენტური ადამიანებისგან. გავიაროთ კონსულტაცია ბიზნეს კონსულტანტთან, რომელიც დაგვეხმარება შევადგინოთ გეგმა, თუ  როგორ მოვახდინოთ ჩვენი იდეის რეალიზება და ჩამოვყალიბდეთ, რა არის მის სისრულეში მოსაყვანად აუცილებელი.

 

6. იყავით გაბედული

ჩვენი სტატიის მიზანია შეგახსენოთ, რომ მხოლოდ იდეებით ვერ მივაღწევთ წარმატებას. ცხოვრებაში შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ იდეები, მაგრამ არ ეყოთ გამბედაობა მათ შესასრულებლად. ნუ შეგეშინდებათ მარცხის, იყავით გაბედული და დაიწყეთ იმ იდეების განხორციელება, რომლებიც უკვე დიდი ხანია  თქვენს გონებაშია. ამის დრო უკვე ნამდვილად არის.

 

| გააზიარე
მოგწონთ?