იშრომე, იყავი პოზიტიური და მიაღწიე წარმატებას


თქვენთაგანს ხშირად გიფიქრიათ, რა გსურთ რეალურად? პასუხს დიდხანს ეძებდით, ერთ მშვენიერ დღეს, სამოტივაციო სტატიის კითხვისას კი, აღმოაჩინეთ, რომ გსურთ წარმატება და მასთან დაკავშირებული ყველა ემოციის განცდა. გსურთ საქმიანი შეხვედრები, გადაღებები, ინტერვიუები, მოგზაურობა, მატერიალური უზრუნველყოფა, წარმატება და ბედნიერება. ეს არის პასუხი კითხვაზე, რა გვსურს სინამდვილეში. როგორ გავხდეთ წარმატებული და დასამახსოვრებელი პიროვნება? პასუხი ცალსახაა - აუცილებელია რიტმულობა! ყოველ დღე მივიწევდეთ წინ და აუცილებლად მივალთ მიზნამდე.

და ხანგრძლივი პაუზა არის წარუმატებლობისკენ მიმავალი გზა, თუ აღმოაჩენთ, რომ გამუდმებით ისვენებთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მწვერვალზე ასვლა გაგიჭირდებათ. საინტერესოა, რა გველოდება მწვერვალზე? ბედნიერება? მას ხომ ყოველდღე განვიცდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

გველოდება სიმწვანეში ჩაფლული სასტუმრო, სასტუმროს ვერანდაზე ფინჯანი ყავა და ქოქოსის კოქტეილი. მწვანე მთები ლურჯი ოკეანეების გარშემო, ოკეანეში დაცურავენ გემები, როგორც ნახატები და სითეთრეში იკარგებიან. ასეთი ხედებით, რომ დავტკბე მე ყველაფერს შევძლებ. დაუზოგავად ვიშრომებ, რომ მივაღწიო წარმატებას. რიტმულობა ჩემი წარმატების გასაღებია. დარწმუნებული ვარ, შენც ყოველდღე იბრძოლებ მიზნისთვის და შემოგვთავაზებ შენი წარმატების ფორმულას.

რაც ყველაზე მთავარია, წარმატებულ ადამიანს შეუძლია აკეთოს სიკეთე და დაეხმაროს გარშემომყოფებს. სწორედ სიკეთის კეთების შესაძლებლობა გველოდება მწვერვალზე. ასე რომ იმუშავე რიტმულად და გახდი დასამახსოვრებელი პიროვნება!

| გააზიარე
მოგწონთ?